7 ყველაზე პატარა კუნძული, რომელსაც მოსახლეობა ჰყავს და ტურისტებისთვის საინტერესოა

პატარა კუნძული სადღაც ოკეანეში ბევრი ინტროვერტის ოცნებაა, რომლებიც სიწყნარეში და ხალხისგან მოშორებით, მანქანის და სხვა თანამედროვე პირობების გარეშე ყოფნას უპირატესობას ანიჭებენ. ეს ყველაზე საინტერესო არაა. პატარა კუნძულების უმეტესობა დასახლებულია ან ტურისტებისთვის საინტერესოა. თან ყველა კუნძული შუაგულ ოკეანეში არ მდებარეობს.

1. კანადა და აშშ – „ათასი კუნძულის“ არქიპელაგი

წმინდა ლავრენტის მდინარეზე ძალიან პატარა მიწის ნაკვეთი მდებარეობს. მისი ფართობი 310 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მას „უბრალოდ საკმარისი ადგილი“ ეწოდება. კუნძული სიზელანდებს ეკუთვნით, რომლებმაც მასზე უფლებები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიძინეს. იმ დროს პატარა სახლი აშენდა, სადაც ყველასგან შორს დასვენება შესაძლებელი იყო. სახლის გვერდით რამდენიმე ხე იზრდება და სანაპირო მდებარეობს. ჩვეულებრივ, ოჯახი თავის სამკვიდროს დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე სტუმრობს.

2. ჰონდურასი – დანბარი

პატარა კუნძული, რომლის ფართობი 490 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კარიბის ზღვაში, ჰონდურასიდან 70 კმ–ს დაშორებით მდებარეობს და Bay Islands–ის კუნძულების ჯგუფში შედის. ამ პატარა ნაკვეთზე (მარჯნის რიფი) მთლიანად თეთრი ვილა აშენდა.

სახლს მთელი 3 წელი აშენებდნენ, რაც რელიეფის სირთულესთან იყო კავშირში. კუნძულის მფლობელმა ფსკერზე ყველა კომუნიკაცია გაიყვანა, ნავმისადგომზე და წყალში ჩასასვლელზე იზრუნა. მე-2 სართულზე ღია აუზი მოაწყო. ახლა აქ, სასტუმრო მდებარეობს, რომელიც მუხის ტყით არის გარშემორტყმული, სანაპიროზე კი ფანჩატური მდებარეობს. ამ ადგილს სტუმრობს ის, ვისაც თევზაობა და დაივინგი უყვარს. ტურისტებს მოსწონთ ადგილობრივი ლეგენდა, სადაც საუბარია პირატზე, სახელად შავწვერა. ლეგენდის თანახმად, საგანძური ახლომდებარე რომელიღაც გამოქვაბულშია დამალული.

3. აშშ – ლითლ ბრიუსტერი

ბოსტონიდან 14 კმ–ს მოშორებით კლდიანი პატარა კუნძული მდებარეობს, რომლის ფართობი 1 000 მ². დღესდღეობით ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანის მიერ მართვადი შუქურა მდებარეობს. სხვა შუქურებს მუშაობისთვის ადამიანის დახმარება არ სჭირდება, რადგან ავტომატურ რეჟიმზე ფუნქციონირებს. შუქურას „ბოსტონის სვეტი“ ეწოდება, მისი მცველი კი ქალია, სახელად სალი სლოუმენი. სხვათა შორის, ქალებს მსგავსი პოზიცია აღარ უკავიათ.

ის თვეობის განმავლობაში, ყველასგან მოშორებით მარტო ცხოვრობს. ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის სჭირდება, მათ შორის პროდუქტები, სანაპიროდან ნავით მოაქვთ. კუნძულზე არც ინტერნეტი, არც ტელევიზია არაა, მაგრამ მასთან სტუმრობა შეგიძლიათ. აქ, მოდიან ტურისტები და მცველის ქმარი მასთან რამდენიმე თვე ცხოვრობს.

4. გერმანია – ვილჰელმშტაინი

მე-18 საუკუნეში სტეინჰუდის ტბაზე ხელოვნურად შექმნილი კუნძული გაჩნდა. სწორედ მაშინ ჰერცოგმა ვ. შაუმბურგმა საიმედო საფორტიფიკაციო კონსტრუქციის აშენება გადაწყვიტა, რომ საკუთარი ქონება უზრუნველყო. 5 წლის განმავლობაში ადგილობრივებს სამშენებლო მასალები ნავით, ხოლო ზამთარში ყინულზე გადაჰქონდათ.

საბოლოოდ, გამოვიდა ყრილი კუნძული, რომლის ცენტრში 4 ქიმიანი ვარსკვლავის ფორმის ციხესიმაგრე ააშენეს. ჯარისკაცებს აქ მუშაობა უჭირდათ. ძალიან მაღალი ტენიანობა მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახებოდა. უმეტესობა მათგანს სურდო და რევმატიზმი ხშირად აწუხებდა. 1767 წელს კუნძულზე სამხედრო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ აქ სახელმწიფო ციხე ააშენეს.

კუნძულის ფორმა – კვადრატი, თითოეულ მხარეს 100 მ. ამჟამად, ციხესიმაგრე შენარჩუნებულია და ხეებით გარშემორტყმულია. აქვე მდებარეობს მუზეუმი, სასტუმრო ტურისტებისთვის, სუვენირების მაღაზია და კაფე. კუნძულს თავად ჰერცოგის შთამომავლები ფლობენ. მართალია, ტერიტორია ტურისტულ ობიექტად იქცა, რომელსაც კარგი შემოსავალი მოაქვს.

5. სლოვენია – ბლედის კუნძული

ბლედის ტბა ალპების მახლობლად მდებარეობს. მის ცენტრში ლამაზი, მწვანე პატარა კუნძული მდებარეობს, რომელსაც გონდოლას ფორმა აქვს. ფართობი 0,82 პექტარია. აქ მდებარეობს მარიინსკის ეკლესია, არქეოლოგიური მუზეუმი, სუვენირების მაღაზია, კაფე და სახლი წითელი კრამიტის სახურავით. ყველაზე ძველი შენობაა ბლედის ციხესიმაგრე, ასევე 50 მეტრიანი რომაული სტილის კოშკი.

დღეს ეს ადგილი სლოვენიის სავიზიტო ბარათი და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. აქ, საოცარი ტრადიცია შენარჩუნებულია. მათ, ვისაც დაქორწინება სურს, ეკლესიაში შესასვლელად 99 საფეხურიან კიბეზე უნდა ავიდეს. უფრო მეტიც, საქმრომ პატარძალი ხელით უნდა აიყვანოს. ამ გზას წყვილის ოჯახური ბედნიერების გარანტიად მიიჩნევენ.

6. საბერძნეთი – პონტიკონისი

ამ ადგილს მეორე სახელიც აქვს „თაგვის კუნძული“. ასე პატარა ზომის გამო მონათლეს – კუნძული 1 ჰექტარს არ აღემატება. ზემოთ აღწერილ კუნძულებს თუ შევადარებთ, არც ისეთი პატარაა.

კუნძული ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს და ნამდვილი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. ამ კუნძლზე მე-11-12 საუკუნეში ბიზანტიური სამლოცველო პანტოკრატორი ააშენეს. კუნძულიდან მშვენიერი ხედი იშლება თავად ზღვაზე, ადგილობრივ დასახლებულ პუნქტებზე, ვლახერნის მონასტერზე, რომელიც ვიწრო ხიდით თავად კუნძულს უკავშირდება. ამ მონასტერში მსოფლიოში ცნობილ ხატებს წერენ.

7. დიდი ბრიტანეთი – პიტკერნი

კუნძული წყნარ ოკეანეში, მის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი 4,6 კმ². კუნძული ვულკანური წარმოშობისაა, საკმაოდ მდიდარი ფაუნა, ფლორა აქვს და რთულად მისადგომია. ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პანამის არხი გაიხსნა. კუნძულის მოსახლეობა – ბრიტანული ხომალდის „ბაუნტის“ მეამბოხეების შთამომავლები. ზოგადად, მათი რიცხვი მხოლოდ 49-ს შეადგენს.

კუნძულს საკრუიზო გემები წელიწადში მხოლოდ 4-ჯერ სტუმრობს. დგომის ხანგრძლივობა რამდენიმე საათია და ეს საკმარისია, რომ მთელი კუნძული დაათვალიეროთ და ადგილობრივებს გაესაუბროთ. მოსახლეობის მხოლოდ 1/3 ნაწილია შრომისუნარიანი. ქვეყნის ხელისუფლებამ მუდმივად დასახლებისთვის ხალხის მოზიდვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, მაგრამ მსურველები არასდროს ჩნდებიან.