9 ჩვეული საყოფაცხოვრებო მოქმედება, რომელიც უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო

ზოგიერთი ჩვენი მოქმედება, რომელიც საოჯახო საქმეს ეხება, იმდენად ავტომატურია, რომ ვერც ვამჩნევთ, თუ დღითიდღე როგორ ვზრდით უწესრიგობას და ვაუარესებთ განწყობას. დრო მოვიდა, ზოგიერთ ჩვევას გადახედოთ, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. Novate მათ შესახებ უფრო დეტალურად გიამბობთ.

ჩვევა 1: ჭურჭლის შენახვა ღუმელში

ღუმელი კერძის მოსამზადებლად არის შექმნილი. ეს კარადა არაა, ამიტომ მასში არ შეინახოთ ჭურჭელი, რომელიც უჯრაშიც ჩაეტევა. გასაგებია, რომ პატარა სამზარეულო გაქვთ, სადაც მოსაბრუნებელი არსადაა და თითოეული ნივთი შესაძლო შენახვის სისტემად აღიქმება, თუმცა ღუმელის შემთხვევაში ეს უსიამოვნო შედეგებს იწვევს. მაგალითად, შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ შიგნით თეფში ან ქვაბი დევს და ღუმელი ჩართოთ. მსგავსი უყურადღებობა ჭურჭლის დაზიანებას ან დაწვას იწვევს.

ჩვევა 2: შხაპის დიდხანს მიღება

ზოგიერთი ადამიანი აბაზანას საათობით იღებს, სხვებს თბილი წყლის შხეფების ქვეშ დიდხანს გაჩერება სიამოვნებთ. ეს ჩვევა ისეთი უვნებელი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წყალი, რომელიც აბაზანაში დიდხანს მოდის, განსაკუთრებით ცხელი წყალი, სველ გარემოს ქმნის, რომელიც ობის წარმოსაქმნელად და გასავითარებლად იდეალურია. ამის თავიდან ასაცილებლად ცხელი შხაპი მაქსიმუმ 15 წუთით მიიღეთ. აბაზანის მიღების შემდეგ ფანჯარა გააღეთ და ვენტილაცია ჩართეთ, რომ სითხე სწრაფად აორთქლდეს.

ჩვევა 3: საშხაპე ფარდის შეკვრა

ჩვეულებრივ, აბაზანის პროცედურების შემდეგ საშხაპე ფარდას გვერდზე ვკრავთ, პირსახოცს ვიფარებთ და ოთახიდან გამოვდივართ. ყველაფერი „ავტომატურად“ ხდება და არავინ ფიქრობს, რომ ფარდა თოკის ერთ ბოლოში შეკრული რჩება და შეიძლება მასზე ობი გაჩნდეს.

მინის ტიხრისგან განსხვავებით, რომელიც უფრო ჰიგიენურია, ქსოვილის, პოლიესტერის ან ვინილის საშხაპე ფარდა სწორ მოვლას მოითხოვს. კერძოდ, ყოველი შხაპის მიღების შემდეგ საშხაპე ფარდა გაშლილი უნდა დატოვოთ, რომ სწრაფად გაშრეს. სააბაზანო ოთახის კარის კარგად დახურვა არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი ტენი მთელ ბინაში არ გავრცელდეს.

ჩვევა 4: ყუთების გადაყრა

ბინაში ნივთების შენახვის სისტემის საკითხი ყოველთვის მწვავედ დგას. ჩვეულებრივ, კარადაზე, კომოდზე, სტელაჟზე, უჯრებზე უფრო დიდ იმედს ვამყარებთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ნივთების ნახევარი თავის ადგილს ვერ პოულობს და ოთახებში სწრაფად ვრცელდება. ასე ერთგვარ საკიდად იქცევა სკამი, სავარძელი, დივანი და სხვა ავეჯი.

შენახვის სისტემის დეფიციტის პრობლემას უბრალო ყუთი და კალათა მოაგვარებს. მასში სეზონური ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, დოკუმენტი, წვრილი ნივთები შეინახეთ, რომელიც ყოველთვის იკარგება. მაგალითად, დამტენი და ა.შ. ტექნიკის, სათამაშოს ან სასაჩუქრე ცარიელი ყუთები არ გადაყაროთ, თუ შესანახად გამოსადეგია. თუ ყუთის ფორმა და ზომა თქვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, გადააგდეთ და ახალი კონტეინერი იყიდეთ, რომელიც ამოცანას გაუმკლავდება.

ჩვევა 5: ხალიჩაზე ჩაჭყლეტილი ადგილების უგულებელყოფა

ჩვეულებრივი სიტუაცია – როცა ავეჯი ხალიჩაზე დევს, ის ჩაჭყლეტილ ადგილებს ტოვებს. ორი ვარიანტი არსებობს: ან ამ მომენტს ყურადღებას არ აქცევთ და ცოტა ხანში უშნო კვლის მოშორება შეუძლებელი ხდება ან სპეციალური სადგამით ან რეგულარული გადაადგილებით მათ გაჩენას თავიდან იცილებთ.

თუ ხალიჩაზე ჩაჭყლეტილი ადგილი უკვე გაჩნდა, მაგრამ ჯერ „გამყარება“ ვერ მოასწრო, პოპულარული მეთოდი ყინულის კუბებით გამოიყენეთ. მეორე მეთოდი: დაასველეთ, შემდეგ ფენით გააშრეთ, თბილი ჰაერის ნაკადი ჩაჭყლეტილი ადგილისკენ მიმართეთ. ასევე შეგიძლიათ 1 წუთის განმავლობაში დააუთოვოთ და შემდეგ სველი ჩვარი დააფაროთ. ყველაფერი რომ გამოგივიდეთ, საშუალო ტემპერატურა უნდა იყოს.

ჩვევა 6: დალაგების წინ თეთრეულის გამოცვლა

საძინებელი ოთახი გარკვეული წესების შესაბამისად უნდა დაალაგოთ. კერძოდ, თეთრეული არ გამოცვალოთ, სანამ მტვერს არ მოაშორებთ, ფანჯარას და იატაკს არ გაწმენდთ. არ შეგეშინდეთ, რომ მტვერი ბალიშისპირზე ან თეთრეულზე დაჯდება – მათი გარეცხვა რთული არაა. აი, თუ ლეიბი დაზიანდა, მხოლოდ პროფესიონალური წმენდა უშველის. ამასთან, ბინძურ ლეიბზე სუფთა თეთრეულის გადაკვრა, როგორც მინიმუმ, ჰიგიენური არაა. უკიდურეს შემთხვევაში, საწოლს რაიმე გადააფარეთ, ასე პრობლემას თავიდან აიცილებთ.

ჩვევა 7: უნიტაზში წყლის ჩარეცხვა სახურავის დახურვის გარეშე

სანამ უნიტაზში წყალს ჩარეცხავთ, სახურავი დაახურეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარეცხვისას წყლის წვეთები საჯდომზე, ნიჟარაზე და ოთახში მდებარე სხვა ნივთებზე მოხვდება და მიკრობებს გაავრცელებს. უნიტაზთან შეხების შესამცირებლად ავტომატური სახურავი ნელი დახურვის ფუნქციით შეიძინეთ.

ჩვევა 8: მაცივრის პროდუქტების გამოვსება

განსაკუთრებული ხიბლია, როცა სამსახურიდან გვიან მოდიხართ და მაცივრიდან მზა პროდუქტი ან ახალი შედევრის მოსამზადებლად აუცილებელი პროდუქტები გამოგაქვთ. მაცივრის საჭმლით გამოვსება, ყველა თაროს და უჯრის გადავსება ცუდი იდეაა. საქმე არა მხოლოდ იმაშია, რომ პროდუქტები შეიძლება გაფუჭდეს, რადგან მათ ჭამას ვერ ასწრებთ. გადავსებულ მაცივარში ჰაერის ნორმალური მოძრაობა ირღვევა, შედეგად, მაცივარი ცუდად მუშაობს და კერძები პრაქტიკულად არ გრილდება. თუ მაცივრის ზედა თაროზე პროდუქტებს მჭიდროდ დააწყობთ, კომპრესორზე დატვირთვა გაიზრდება და მაცივარი მეტ ელექტროენერგიას დახარჯავს.

ოპტიმალური ვარიანტი: კვირის მენიუ შეადგინეთ და პროდუქტები ამის შესაბამისად შეიძინეთ. ამრიგად, მაცივარში უსარგებლო პროდუქტები არ მოხვდება, რომელიც შეიძინეთ „ფასდაკლებით“, „შესანახად“ ან „იქნებ გამომადგეს“. მაცივარს ცოტა პროდუქტით შეავსებთ, რომლებიც 7 დღის განმავლობაში გჭირდებათ. ასეთ მიდგომას კიდევ ერთი პლიუსი აქვს: პროდუქტებს მთელი კვირისთვის იყიდით და მაღაზიაში ზედმეტად შესვლა არ მოგიწევთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასე ფინანსებს კარგად დაზოგავთ.

ჩვევა 9: იდეალური სისუფთავისკენ სწრაფვა

ყველა დიასახლისს სურს, რომ მის ბინაში იდეალური წესრიგი სუფევდეს. ამის მიღწევა რეგულარული წმენდით აუცილებელი არაა. სარეცხი მანქანა ქსოვილს და, შესაბამისად, ნივთების გარეგნულ იერს აზიანებს, ასევე მისი გამოყენების ვადას ამცირებს. რაც შეეხება რეცხვას, ეს ხახუნს ქმნის და ბოჭკოებს აზიანებს. და მაინც, ბევრი ქალი 1–2 გამოყენების შემდეგ ტანსაცმელს რეცხავს, ყოველთვე ხალიჩას წმენდს და 3-4 კვირაში ერთხელ ფარდას სარეცხ მანქანაში რეცხავს.

მოლოდინის მიუხედავად, შედეგი სავალალოა. დროს და ფულს კარგავთ: ფხვნილზე, საწმენდ საშუალებაზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე. ცოტა ხანში ახალი ტანსაცმლის, ტექტილის შეძენა მოგიწევთ, რადგან ძველი ნივთი წყლის მუდმივ ზემოქმედებას, მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს. სწორედ ამიტომ, გრაფიკი შეადგინეთ. ასე კარგად გამოჩნდება, როდის სჯობს ნივთების გარეცხვა თუ გაწმენდა.