ლუის კანის, გეომეტრიის, სინათლის და დინამიკის ოსტატის 5 არქიტექტურული შემოქმედება

ლუის კანი, ლეგენდარული მოდერნისტი, მე-20 საუკუნის ერთ–ერთი გამორჩეული არქიტექტორი და გავლენიანი დიზაინერია, რომელმაც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში კაცობრიობის შექმნის პრინციპის მარადიული ძალის რწმენა შეინარჩუნა. მისი ნამუშევრები მასშტაბის და დიდებული გეომეტრიის წყალობით მონუმენტურად ითვლება, მაგრამ თავად შემოქმედი სინათლის და ჩრდილის გამოყენების უბადლო ოსტატი იყო, მარტივი ფორმებით და დინამიკით მათ ხაზგასმას ახერხებდა. ლუის კანი თავისი უნარის დამსახურებით, რომ ნებისმიერი შენობიდან ტაძარი შექმნას, დიდების უმაღლესი დონემდე და უკვდავებამდე ავიდა. Novate გიზიარებთ ლუის კანის 5 არქიტექტურულ შემოქმედებას, რომლებიც აღგაფრთოვანებთ.

1. ეროვნული ასამბლეის შენობა (დაკა, ბანგლადეში)

ლუი ისიდორ კანი (Louis Isadore Kahn) „ახალი არქიტექტურის“ ფუძემდებლად სამართლიანად ითვლება. მისი ენერგიის და ძიების ნათელი მაგალითია ეროვნული ასამბლეის შენობის არქიტექტურული კომპლექსი დაკაში (The National Parliament House in Dhaka), რომლის შექმნაზე პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა მთელი 20 წელი დახარჯა.

გარეგნულად ბანგლადეშის რესპუბლიკის მთავარი შენობა ბრუტალიზმის სტილში მოდერნისტულ ნაგებობას ჰგავს, მაგრამ თითოეული დეტალი ადგილობრივ კულტურას ასახავს და მიმდებარე შენობების არქიტექტურულ სტილს შეესაბამება. ლეგენდარულმა ხუროთმოძღვარმა უდაბნოს კლიმატიც გაითვალისწინა და ნაგებობა ისე დაგეგმა, რომ შიდა სივრცეში ბუნებრივი სიგრილე მაქსიმალურად უზრუნველყო.

2. სალკის ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი სან–დიეგოში (კალიფორნიის შტატი, აშშ)

სან–დიეგოს ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი დამოუკიდებელი, არაკომერციული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც 1960 წელს ჯონას სალკმა დაარსა. მეცნიერი ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც პოლიომელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა. რა თქმა უნდა, ინსტიტუტს დასჭირდა შენობა, რომელიც თავისი ფორმებით მსოფლიოს საუკეთესო მკვლევარებს მოიზიდავდა. სწორედ ამიტომ, პროექტში ლუის კანი ჩართეს – ლეგენდარული არქიტექტორი, რომელმაც ფილადელფიის ურბანული დაგეგმვის გეგმა შეიმუშავა.

გენიალურმა დიზაინერმა თავისი სტუდიის თანამშრომლებთან ერთად შენობის უნიკალური სტრუქტურა შეიმუშავა, რომელიც მონუმენტურობის ეტალონი გახდა და იდეის ავტორს მსოფლიო დიდება მოუტანა. ლუის კანმა პროექტირებისას გადაწყვიტა, რომ ბრუტალისტური სტილის მკაცრი მონუმენტური შენობა ორ ნაწილად გაეყო და მათ შორის წყალი გაეშვა. ლანდშაფტის და სიმეტრიის შემოქმედებითი გამოყენებით კამპუსში სულიერი ატმოსფერო იქმნება და გარედან თვალწარმტაცი სურათი იშლება.

საინტერესო ფაქტი: სალკის ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის შენობამ ბევრი ჯილდო მიიღო, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე წონიანი 25 წლის ჯილდო (The Twenty-five Year Award) აღმოჩნდა. ეს ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 1969 წლიდან აჯილდოებს ამერიკული ინსტიტუტების არქიტექტურებს, რომელთა ნაგებობებმა დროს გაუძლეს (მინიმუმ 25-35 წელი) და შესანიშნავი ფუნქციური თვისებები გამოავლინეს. ამასთან, დროის გასვლის შემდეგ შენობამ და ნებისმიერმა სხვა არქიტექტურულმა პროექტმა აქტუალურობა უნდა შეინარჩუნოს და შემოქმედებით ასპექტში ეტალონი იყოს. ლუის კანის შემოქმედებამ ასეთი ჯილდო 5-ჯერ მოიპოვა.

3. პირველი უნიტარული ეკლესია როჩესტერში (ნიუ–იორკი, აშშ)

ლუის კანის ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შემოქმედება რელიგიური ობიექტების შექმნის ასპარეზზე. მასში გაერთიანებულია თანამედროვე დიზაინის ესთეტიკა და ტრადიციული უნიტარული ღირებულებები, რომელიც საზოგადოებას და ერთიანობას ხელს უწყობს. როგორც რელიგიურ შენობას შეეფერება, მთავარი არქიტექტურული ელემენტი უნდა იყოს საკურთხეველი, რომელიც შენობის ცენტრში მდებარეობს, აი, შენობის დანარჩენი ნაწილი, მათ შორის სამრევლო სკოლის საკლასო ოთახები მის ირგვლივ მდებარეობს.

სივრცის ასეთი დაყოფა ყოველთვის მთავარი დარბაზის შუქით განათების პრობლემას იწვევდა, მაგრამ კანმა გამოსავალი იპოვა. ნოვატორმა საკურთხევლის თითოეულ კუთხეში 4 სინათლის კოშკი წარმოადგინა, რომლებიც ფილტრების როლს ასრულებენ და დარბაზს მზის სინათლით ავსებენ. სინათლის და ჩრდილის თამაშის წყალობით სივრცის აღქმა იცვლება, რაც განსაკუთრებულ ატმოსფროს ქმნის.

4. კიმბელის ხელოვნების მუზეუმი ფორტ–უერთში (ტეხასის შტატი, აშშ)

ზოგს შეიძლება კიმბელის ხელოვნების მუზეუმი უბრალოდ მოეჩვენოს და კასრის მსგავსი კამარების არქიტექტურული ანსამბლით არ მოიხიბლოს, მაგრამ ჭეშმარიტი სილამაზე შიდა სივრცის წარმოუდგენელ ორგანიზაციაში იმალება. რიჩარდ ფარგო ბრაუნმა, კიმბელის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელმა, არქიტექტორებს შემდეგი ამოცანა დაუსვა: „ახალი მუზეუმი ისეთივე ძვირფასი უნდა იყოს, როგორც რემბრანდტის ან ვან დიკის შედევრები, რომლებიც აქ განთავსდება“.

ლუის კანმა ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და 30,5 მ სიგრძის და 6 მ სიმაღლის 16 კამარა შექმნა. ასე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესაძლებელია სხვადასხვა სივრცის შექმნა, მათ შორის დაინახავთ ღია კამარას, რომელიც მუზეუმის წინა ნაწილში ერთგვარი კარიბჭის როლს ასრულებს, მასშტაბურ მანსარდულ ფანჯრებს, გამჭვირვალე კედლებს და იატაკს (ზოგიერთ მოდულში), ჩაშენებულ ამრეკლავს, რომელიც მზის პირდაპირი სხივების მოხვედრას ხელს უშლის, ამასთან ხელოვნების ნიმუშების წარმოსაჩენად იდეალურ განათებას ქმნის. Novate–ს ინფორმაციით, კიმბელის ხელოვნების მუზეუმი „პლანეტის „ერთ–ერთი ულამაზეს ადგილად“ ითვლება.

5. ოთხი თავისუფლების პარკი რუზველტის კუნძულზე ნიუ–იორკში (აშშ)

ოთხი თავისუფლების პარკმა გადაწყვიტა უკვდავეყო 1941 წელს აშშ–ს პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის მიერ წარმოთქმული ცნობილი გამოსვლა, სადაც საუბრობდა „სიტყვის, რწმენის, სურვილის და შიშის თავისუფლებაზე“. მისი შექმნა მონუმენტურ არქიტექტურს მნათობს, ლუის კანს დაავალეს იმის მიუხედავად, რომ დიდი შენობის ან შთამბეჭდავი ანსამბლის შექმნა არ იგეგმებოდა.

პროექტი წარმოადგენს თეატრალურ მსვლელობას ძეგლთან ორი რიგის ცაცხვის ყვავილებით, რომელიც გიგანტურ სამკუთხედებს ქმნის. მისი ნებისმიერი წერტილიდან გაეროს შტაბზე, ულტრათანამედროვე ცათამბჯენებზე, ხიდებსა და სხვა ღირშესანიშნაობებზე თვალწარმტაცი ხედები უნდა გაშლილიყო. სამწუხაროდ, შემოქმედმა თავისი დიდებული ჩანაფიქრის ხილვა ვერ შეძლო, რადგან პროექტის განხორციელება მხოლოდ 38 წლის შემდეგ დაიწყეს. 2010 წელს ისტ–რივერის სანაოსნო სრუტეში მაინც გამოჩნდა პარკი, რომელიც რუზველტის ძეგლისკენ მიდის.