5 საშუალება თქვენი სამზარეულოდან, რომელიც ზედაპირიდან სტიკერის კვალს აშორებს

სხვადასხვა პროდუქტის თანამედროვე მწარმოებლები თავიანთ პროდუქტს ყველა სახის სტიკერს აკრავენ, ლოგოთი და შტრიხ–კოდით დაწყებული და ფასებით დამთავრებული. ზოგიერთი მათგანი ადვილად შორდება, წებოვან კვალს არ ტოვებს, ზოგის მოშორება ნამდვილი პრობლემაა, შემდეგ კი წებოს მოშორებაზე უნდა იზრუნოთ. ეს კი, კიდევ უფრო რთულია.

შეუძლებელი არაფერია და პრობლემის გამკლავებას ყველა შეძლებს, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მაღაზიაში ამ მიზნით სპეციალური სპრეიც იყიდება. ნივთი კარგია, სასარგებლოა, მაგრამ ყველგან არაა და თან ფასიც ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ, Novate გირჩევთ მარტივი და იაფი საშუალებები გამოიყენოთ, რომელთა პოვნას სახლში შეძლებთ ან სუპერმარკეტებსა თუ აფთიაქებში თეთრად შეიძენთ.

1. 9%–იანი ძმარი

სუფრის ძმარი თითქმის ყველას სახლში აქვს. სტიკერის მოსაშორებლად ბამბის დისკი ძმარში დაასველეთ და ზედაპირი გაწმინდეთ. ეს კარგად გააკეთეთ. ძმარი სტიკერს არბილებს, ამიტომ დამუშავებიდან 2-3 წუთში უპრობლემოდ მოაშორებთ. წებოც არ დარჩება.

2. დიმექსიდი

გავრცელებული საშუალება, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება. მართალია, მასთან მუშაობისას ხელთათმანი აუცილებლად უნდა გაიკეთოთ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. სხვათა შორის, დიმექსიდი სამონტაჟო ქაფთან და სუპერწებოსთან შესანიშნავად მუშაობს.

3. მცენარეული ზეთი

სტიკერის შემდეგ დარჩენილი წებოს მოსაშორებლად რაფინირებული მზესუმზირას ზეთი, სელის ან ზეითუნის ზეთი გამოგადგებათ. მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, თუ მასალა ზეთს არ იწოვს, მაგალითად, მინის, კერამიკის და პლასტმასის ზედაპირებზე.

წებოს კვალს ზეთი თანაბრად წაუსვით. რამდენიმე წუთში, როცა ქაღალდი და წებო ზეთით გაიჟღინთება, დანით მარტივად მოაშორეთ. ახლა ისღა დაგრჩენიათ მასალა გაწმინდოთ და ზეთი მოაშოროთ. სხვათა შორის, მცენარეული ზეთი შეგიძლიათ მაიონეზით ჩაანაცვლოთ. მსგავს შედეგს მიიღებთ.

4. სპირტი

უფრო ზუსტად, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს, მაგალითად, არაყი ან ოდეკოლონი. რაც უფრო მაღალია სპირტის შემცველობა, მით უფრო მარტივია სტიკერის და წებოს კვალის მოშორება. სუფთა სალფეთქი სითხეში დაასველეთ და სტიკერის ადგილი კარგად გახეხეთ. წებო არ დარჩება. მეთოდი ფრთხილად გამოიყენეთ, რადგან სხვადასხვა მასალა და საღებავი სპირტზე განსხვავებულად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, ჯერ შეუმჩნეველ ადგილას ტესტი ჩაატარეთ.

5. სველი სალფეთქი

სველი სალფეთქით მინაზე ან კერამიკაზე უმნიშვნელო წებოვან კვალს მოაშორებთ. თუ წებო ძალიან ბევრია და თან სტიკერის ქაღალდიც დარჩა, ზემოთ აღწერილი რომელიმე სხვა მეთოდის გამოყენებას გირჩევთ.