ამერიკაში მაღალი ღობის აშენება არ შეიძლება. ეს და კიდევ რამდენიმე აკრძალვა კერძო სახლის მფლობელთათვის

რამდენიმე წლის წინ დასავლეთში ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა. რეალობაზე წარმოდგენა მხოლოდ მოგვიანებით შეგვექმნა. აშშ–ში ძალიან ბევრი აკრძალვა არსებობს, რომელთა გაგება ჩვენ ხალხს ძალიან უჭირთ, ხოლო მიღება კიდევ უფრო რთულია. მაგალითად, კერძო სექტორში საცხოვრებელი ისეთი არაა, როგორიც წარმოგვიდგენია. საკუთარ სახლსა თუ ნაკვეთზე მფლობელს ყველაფრის გაკეთების უფლება არ აქვს. Novate გიამბობთ რამდენიმე აკრძალვის შესახებ, რომელიც ამერიკაში კერძო სახლის მფლობელებმა უნდა დაიცვან.

1. შეუთანხმებელი რემონტი

ჩვენ, სახლში დაგეგმარების შეცვლა ან კაპიტალური რემონტი ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ამისთვის შესაბამის ორგანოში ნებართვის აღება არ გვჭირდება. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ. ამერიკაში ასე არაა. თუ ადამიანს შიდა დანაყოფის შეცვლა ან დამატებითი სივრცის შექმნა, იატაკის საფარის შეცვლა, რამდენიმე როზეტის დაყენება სურს, ჯერ ლიცენზიის ასაღებად შესაბამის ორგანოს უნდა ეწვიოს და სავარაუდო ცვლილებები მათთან შეათანხმოს. რა თქმა უნდა, ამას ბევრი ფული და დრო სჭირდება.

თუ კაპიტალური რემონტის შემდეგ სახლი სრულად იცვლება, გადასახადი შეიძლება გაიზარდოს. ითვლება, რომ საცხოვრებელ სახლი მოდერნიზებულია. როზეტის ჩუმად დაყენებას ვერ შეძლებთ. მეზობლები ამაზე იზრუნებენ. როგორც კი ხმას გაიგებენ ან შემთხვევით გაიგონებენ, რომ რაღაცას უნებართვოდ აკეთებთ, შესაბამის პირებს საქმის კურსში ჩააყენებენ.

2. სახლის წინ მაღალი ყრუ ღობე

ბევრ შტატში კანონი სახლის წინ ყრუ და ძალიან მაღალი ღობის აშენებას კრძალავს. მხოლოდ დაბალი და აუცილებლად არაკაპიტალური ღობეა დაშვებული. ამერიკაში სახლების უმეტესობა კარკასულად არის აგებული, ხოლო ასეთი კონსტრუქციები სწრაფად ალდება. ამასთან დაკავშირებით, სახანძრო უსაფრთხოების წესების მიხედვით, მათ შენობასთან წვდომაში დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ. ასეთი ღობეები დარღვევების დონეს ამცირებს. მეზობლები ყველაფერს ხედავენ და თუ რამე მოხდება, მაღალ ორგანოებში დროულად იჩივლებენ.

3. კერძო სახლის თვითნებური გარეგნობა

სახლის და ნაკვეთის, გაზონის, კლუმბის გარეგნული გაფორმება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა. უბნის რეიტინგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურება. რეიტინგი კი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ფასზე გავლენას ახდენს. ბუნებრივია, ადმინისტრაცია თითოეული ნაკვეთის და ზოგადად მთელი უბნის მდგომარეობას მკაცრად აკონტროლებს. დიდი ალბათობით, დარღვევისთვის დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

ყველაზე საინტერესო: სახლის სხვა ფერში გადაღებვას ვერ შეძლებთ. სახლის ფერი კერძო ადმინისტრაციის დოკუმენტის წესებში მკაცრად გაწერილია. თუ ქუჩაზე ყველა სახლი მწვანეა, თეთრ სახლზე ოცნება შეწყვიტეთ. თუ ეზოში კლუმბი უნდა იყოს, ხახვის კვლებზე ლაპარაკიც ზედმეტია.