გლემფინგი დიდ კანიონზე: კეთილმოწყობილი გამჭვირვალე პირამიდა „კარვები“

ლას–ვეგასთან ახლოს, დიდი კანიონის ეროვნულ პარკში უჩვეულო სასტუმროს კომპლექსი შენდება. აქ, თითოეული ნომერი მინის პირამიდის სახით იქმნება. სრულიად გამჭვირვალე „კარვების“ თანამედროვე მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ კომფორტულ პირობებში გლამურული დასვენების ყველა სიამოვნებით დატკბეთ. მინის კედლები დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ბუნებასთან ჰარმონიას უზრუნველყოფს. იმის მიუხედავად, რომ ნომრის შიდა სივრცე გარედან თვალსაჩინოა, მშენებლები სრულ კონფიდენციალობას გპირდებიან. განმარტოების მოყვარულმა უბრალოდ ერთ ღილაკს თითი უნდა დააჭიროს.

გადატვირთული მეგაპოლისების ყოველდღიური ქაოსიდან გაქცევა ისეთი მოდური და მიმზიდველი არასდროს ყოფილა, როგორც ეკოსასტუმროს ახალ ნომრებში, რომელიც დიდი კანიონის სამხრეთ ფერდობზე, ლას–ვეგასთან ახლოს მდებარეობს. მშენებლები, რომლებიც სასტუმროს დიდი კანიონის პატარა ქალაქის, ჯანკშენის აუთვისებელ მიწაზე აშენებენ, გპირდებიან ბუნებასთან უსაზღვრო შერწყმას, რომელიც საუკუნოვანი ფიჭვის და ღვიის ხეებით გარშემორტყმულია.

ამ დროისთვის სასტუმროს მშენებლობა სრული ტემპით მიმდინარეობს და მალე სტუმრები პირამიდის ფორმის გამჭვირვალე სახლებში დაუვიწყარი დასვენების მოწყობას შეძლებენ. მინის პირამიდის ფორმის „კარვები“ სახელად Nomad’s Pad („მომთაბარე კიდობანი“) 37 მ² ფართობია და 360 გრადუსით ხილვადობას უზრუნველყოფს. ასეთი სასტუმროს ნომრის დიდი პლიუსია ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შეუფერხებლად ტკბობა. რა თქმა უნდა, სტუმრებმა თავი ხელისგულზე რომ არ იგრძნონ, გამჭვირვალე კედლის შექმნისას ინოვაციური ტექნოლოგია Smart Glass გამოიყენეს, რომელიც სრულ კონფიდენციალობას უზრუნველყოფს.

ინოვაციური დანერგვა: თითოეული პირამიდა Nomad’s Pad შექმნილია პასიური სახლის პრინციპებზე მაქსიმალური ეფექტურობისა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებისთვის (მზის პანელები, წყლის შეგროვების და გაწმენდის სადგურები, ასევე მინი–საკანალიზაციო სისტემა). აი, ტექნოლოგია Smart Glass კარგია იმით, რომ სტუმრებს საშუალებას აძლევს ნომერში ყოფნისას გარემოს პეიზაჟის ნაწილად დარჩნენ. ამის წყალობით კომფორტულ პირობებში განთიადი, მზის ჩასვლა ან ვარსკვლავების ციმციმი არ გამოგრჩებათ.

საკმარისია, ღილაკს თითი დააჭიროთ, რომ „ჭკვიანი“ მინა დაიბურება და სტუმრებს სრულ კონფიდენციალობას სთავაზობს. ინოვაციური მინა ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლეა და შენობაში სითბოს შენარჩუნება შეუძლია, მაგრამ ძალიან ცხელ დღეებში კონდიციონერს გვერდს ვერ აუვლით.

Novate–ს ინფორმაციით, 8 ჰა ტყის ნაკვეთზე მხოლოდ 10 პირამიდის აშენება იგეგმება, რომ სტუმრებს მინის შემინვის ფუნქციის გამოყენება არ მოუნდეთ. ეს კი არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენება სურთ, რადგან „დაბლარული“ კედლები და ჭერი მასთან სრულ ერთიანობას უზრუნველყოფს. ნომერში მცხოვრებთ არ მოუწევთ იმაზე ფიქრი, როგორ დაიცვან თავი მწერებისგან, როცა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შემყურე ოცნებებში იძირებიან ან ზაფხულის სიცხეში ან ზამთრის სიცივეში უფრო კომფორტული პირობების მოძებნა არ მოუწევთ. ამაზე ეკო–სასტუმრომ და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შემქნელებმა იზრუნეს. მათ ყველაზე მიყრუებულ ადგილებშიც თანამედროვე კომფორტის შექმნა შეძლეს.

24 საათიანი 360 გრადუსიანი ხედი, ტემპერატურის რეგულირება, კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი, დიდი საძინებელი, საკუთარი ეზო და პატიო ბარბექიოს ზონით და ბაღის ავეჯით, ჰამაკით, ჰიდრომასაჟორი აბაზანით და ბუხრით – ეს ყველაფერი ელოდება დამსვენებელს, რომელიც ნანატრ დასვენების დღეებს გამჭვირვალე პირამიდაში Nomad’s Pad გაატარებს.

სასტუმროს შემქმნელები გპირდებიან დამატებით პირობებსაც: მდიდრული თეთრეული, უფასო ცხელი სასმელები და საუზმე, ასევე აბაზანის და კოსმეტიკის უფასო საშუალებები ცნობილი ბრენდებისგან, რომელიც მხოლოდ ნატურალური მოვლის პროდუქტებზე, ორგანულ კვებაზეა (ფერმიდან მაგიდამდე პრინციპით) ორიენტირებული, კინოთეატრი ღია ცისქვეშ, იოგის და ხატვის გაკვეთილები, დამამშვიდებელი ხმოვანი აბაზანა და მასაჟი, ლაშქრობა, ჯიპებით ტური მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავით გასეირნება და საჰაერო ექსკურსია.

„სტუმრები ველური დასავლეთის ნაწილი გახდებიან. დილით ჩიტების ჭიკჭიკს მოისმენენ, ღამით კოიოტის კივილს და ქარის სტევანს. ფიჭვის ხეების და ღვიის კენკრის სუფთა არომატს ისუნთქავენ, როგორც გამაჯანსაღებელი ჭიქა ჯინი კბენის გარეშე, უბრალოდ სუფთა ბუნება. ამით ყველაფერი ნათქვამია“ – ასე აღწერენ სტუმრების მომავალ შვებულებას ჯენი და ვიქტორ პეგანუები, ეკო სასტუმროს მფლობელები.

შენიშვნა: ამ დროისთვის ნომრების დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს. მსურველებს შეუძლიათ ორ ადამიანზე გათვლილი თანამედროვე, გლამურული, გამჭვირვალე „კარავი“ დაკავშნონ. ერთი ღამის ფასი 579 დოლარიდან იწყება (დამატებითი მომსახურებისთვის თანხის დამატება მოგიწევთ).