6 მტვრის შემგროვებელი ადგილი სახლში, რომელზეც დროა იზრუნოთ

მტვერი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ჩნდება. განსაკუთრებით თბილ ამინდში, როცა ფანჯრებს ვაღებთ და მტვერი სივრცის თითოეულ სანტიმეტრს ითვისებს. სახლის დალაგებისას ზოგიერთი ადგილი გვავიწყდება და იქ ნამდვილი მტვრის კლონდაიკია შექმნილი. Novate გიამბობთ, სად უნდა შეიხედოთ ჩვრით ხელში ხშირად და როგორ მოიშოროთ მტვრის შემგროვებელი ადგილები.

1. ჭაღი

პირველი წესი: რაც უფრო რთული და დახვეწილია კონსტრუქცია, მით უფრო მეტი მტვერი გროვდება. მუდმივი მტვრის წყარო რომ მოძებნოთ, უბრალოდ თავი მაღლა ასწიეთ. თუ ეს გააკეთეთ, პირდაპირ ახლა სკამი და ჩვარი აიღეთ და დალაგებას შეუდექით. რატომ ხდება ასე? ჭაღი ზემოთ მდებარეობს, მტვერს კი მაღლა ასვლა უყვარს. დამატებით, ელექტრომოწყობილობა ახლომდებარე ყველა თავისუფალ მტვრის ნაწილს იზიდავს. მტვერი როგორც ერთ ნათურაზე, ასევე ორნამენტულ კონსტრუქციაზე გროვდება. საკითხი მხოლოდ მტვრის მოშორების სიმარტივეშია.

2. ქილები აბაზანაში

ტენიანობის მიუხედავად, მტვერი სააბაზანო ოთახშიც გროვდება. აქ, ღია თაროებსა თუ აბაზანის გვერდებზე ბევრი ქილა, ფლაკონი, ტუბი დევს. მტვერი სწორედ მათზე გროვდება. რა გავაკეთოთ? პირველ რიგში, სივრცე არ გადატვირთოთ და ახალი საშუალება მანამ არ შეიძინოთ, სანამ ძველს ბოლომდე არ გამოიყენებთ. მეორეც, გამოყენების ვადა რეგულარულად შეამოწმეთ და ყველაფერი ზედმეტი გადაყარეთ. მესამეც, დახურული შენახვის სისტემა მოაწყვეთ ისე, რომ ქილებზე ნაკლები მტვერი დაგროვდეს.

3. უსარგებლო ნივთები ანტრესოლზე

ანტრესოლი მტვრის ერთ–ერთი საყვარელი ადგილია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მასზე რამდენიმე ყუთი, ჩემოდანი, ჩანთა და ქოლგა დევს. დარწმუნებული იყავით: ყველა ეს სიკეთე სწრაფად დაიმტვერება, შემდეგ თითოეული ნივთის გაწმენდა მოგიწევთ. როგორ ავიცილოთ თავიდან? პირველ რიგში, ნივთებს პარკი ან გაზეთი გადააფარეთ. ასე მტვრის დიდი ნაწილი მასზე დაგროვდება და მოგვიანებით შეგიძლიათ უბრალოდ ქაღალდი გადააგდოთ. მეორეც, ნივთები პარკებში ჩადეთ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში პარკი გადააგდეთ.

5. სავენტილაციო გისოსი

განსაკუთრებით, სამზარეულოს გისოსი, სადაც მტვერს ცხიმი ერევა. ეს ჭუჭყი ვენტილაციიდან მთელ ბინაში ვრცელდება. სწორედ ამიტომ, გისოსი ყოველ კვირას (და არა წელიწადში ერთხელ) მოხსენით და გაწმინდეთ. თუ გისოსი არ იხსნება, მოსახსნელი მოდელით ჩაანაცვლეთ, რომ თქვენთვის უფრო კომფორტული იყოს.

5. ჟალუზი

ჟალუზზე უფრო მეტი მტვერი გროვდება, ვიდრე ტექსტილის ფარდაზე. ოღონდ სარეცხ მანქანაში ვერ გარეცხავთ, ხელით წმენდა მოგიწევთ. ჟალუზი პირველი ადგილია, სადაც მტვერი ფანჯრის გაღებისას გროვდება. ღრუბელი და რთულად მისადგომი ადგილისთვის ჯაგრისი მოიმარაგეთ და ჟალუზი რეგულარულად გაწმინდეთ, რომ მტვრისგან დაიცვათ.

6. სივრცე ავეჯის უკან

თუ სახლში მოდულური კედელი გაქვთ, ალბათ, ავეჯს ადგილს არ უცვლით, რომ მის უკან სივრცე დაალაგოთ. არადა აქ ნამდვილი მტვრის კლონდაიკია. რა თქმა უნდა, ყოველ კვირა ავეჯის გადაადგილება საჭირო არაა. ამის ნაცვლად მტვერსასრუტს ჭვრიტიანი საცმი გაუკეთეთ და კედელსა და ავეჯს შორის ადგილი შესაძლებლობის მიხედვით გაწმინდეთ. ამის წყალობით თქვენი სახლი უფრო სუფთა გახდება.