თუნუქის ფარდულის კედლების მიღმა იდეალური ადგილი იმალება ცივილიზაციისგან შორს დასასვენებლად

ამ უცნაური კონსტრუქციის შემხედვარე, რომელიც გარეგნულად დაუმთავრებელ ფარდულს ან ნახევრად დანგრეულ სათივეს ჰგავს, რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანის საცხოვრებლად არის განკუთვნილი. უტილიტარული დიზაინის და საინჟინრო კომუნიკაციებთან მიერთების გარეგნული ნიშნების არ ქონის მიუხედავად, მინი სასტუმროს „ჰოთორნის ქოხი“ ყველა პირობა აქვს, რომ ქალაქგარეთ განმარტოებით და კომფორტულად დაისვენოთ.

სოლისებრი ქოხი, რომელიც მადჯში (მდინარე კადჯეგონგის ნაყოფიერი ხეობა, ავსტრალია) მდებარეობს, ნებისმიერ მოგზაურში ნახევრად დანგრეული სათივეს ან დაუმთავრებელი ფარდულის ასოციაციებს გამოიწვევს. მოგზაურებს გაუჭირდებათ იმის წარმოდგენა, რომ ეს კეთილმოწყობილი აპარატამენტია, რომელიც ქირავდება. ჰოთორნის ქოხის (Gawthorne’s Hut) უტილიტარულ ექსტერიერს, რომელიც სტუდია Cameron Anderson Architects–ის სპეციალისტებმა შექმნეს, მხოლოდ შეცდომაში შეყავხართ.

კონსტრუქციული თავისებურებები: სახურავის კუთხური ფორმა (კუთხე საკმაოდ მკვეთრია – 30 გრადუსი) წარმოადგენს როგორც ბეღელის ან ფარდულის დიზაინის მითითებას, ასევე კლიენტის სურვილს, რომ სახლის ბრტყელ მხარეს მზის პანელები დაეყენებინა (ჩრდილოეთით). აი, მოპირდაპირე მხარეს შეუზღუდავი გადახურვა უხვი მინით მაქსიმალურ მზის სინათლეს უზრუნველყოფს და თვალწარმტაცი ხედებით შეუფერხებლად ტკბობას გპირდებათ. იმავეს გპირდებათ აღმოსავლეთის შემინული მხარე, სადაც ტერასა და წყალსაცავთან ახლოს დასასვენებელი ზონა მდებარეობს. სახლის კარკასი ხისგან არის აგებული. ფოლადის ფურცლებით დაფარეს, რომ ინდუსტრიული ექსტერიერი შეექმნათ. ერთადერთი აგურის ობიექტი საყრდენები და ბუხრის კარკასია. ამ ადგილას აუცილებელი სამშენებლო ნორმების და წესების თანახმად, ობიექტს ტყის ხანძრის ასაცილებლად გაუმჯობესებული დაცვის კონსტრუქციული ელემენტები აქვს.

შიდა სივრცის ფართობი 40 მ², მაგრამ საცხოვრებელი ზონა ღია დაგეგმარების ხარჯზე ვიწრო ან პატარა არ ჩანს. აპარტამენტის ნაწილი, რომელიც მინის კედელთან მდებარეობს, განკუთვნილია მისაღები ზონისთვის თავისი რბილი ტყავის დივნით და ნამდვილი ბუხრით. მის უკან მდებარეობს საძინებელი ზონა, სადაც მხოლოდ ორადგილიანი საწოლია მოთავსებული ზედმეტი ავეჯის და აბეზარი აქსესუარების გარეშე.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სამზარეულო საწოლის გვერდით მდებარეობს, რაც არც თუ ისე მოსახერხებელია, თუ განსხვავებული ბიოლოგიური რიტმის მქონე წყვილი დაისვენებს. და მაინც, სამზარეულო აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინსტრუმენტით, რომ სხვადასხვა კერძები მოამზადოთ: პროპანზე მომუშავე ორკომფორიანი გაზქურა, ნიჟარა, კარადა და მაცივარი.

სამუშაო ზედაპირის გაგრძელებაზე ბარის დახლი მდებარეობს, რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი. ის მხოლოდ უამინდობის შემთხვევაში გამოიყენება, სხვა დროს უფრო შესაფერისი ადგილია ტერასა, რომელზეც გასასვლელი პირდაპირ მისაღები ოთახიდან არის ან ბარბექიოს ზონა.

ცალკე მდგომი აბაზანა და ტროპიკული საშხაპე საერთო ზონაში მდებარეობს, თან ფანჯარასთან. მოკლედ, საოცარი პეიზაჟებით ტკბობას დაბანის დროსაც შეძლებთ. არ ინერვიულოთ, რომ ცნობისმოყვარე მოგზაური ამ პროცესის ყურებას გადაწყვეტს, სახლი ხომ ბუნებრივ ზონაში მდებარეობს და მეზობლები ან საფეხმავლო ბილიკები ახლოს არაა.

„ჰოთორნის ქოხში“ ერთადერთი იზოლირებული ზონა სველი წერტილია, სადაც უნიტაზის გარდა ნიჟარა სარკით და ტუალეტის აქსესუარების შესანახი ტუმბო დევს.

დიზაინერები ინტერიერის გაფორმებისას მხოლოდ ნატურალური ხის გამოყენებას ცდილობდნენ, რის გამოც საცხოვრებელი სოფლის ქოხს ჰგავს სასიამოვნოდ შესაგრძნები ზედაპირებით, რომელიც სითბოს და სიმშვიდეს იწვევს.

თანამედროვე კომფორტიც არ დაივიწყეს, რადგან ხელუხლებელ ბუნებაში დასვენების სურვილის მიუხედავად ხალხს ჩვეული კომფორტის დავიწყება არ შეუძლია. აპარტამენტში კონდიციონერი გათვალისწინებული არაა, მაგრამ ჭერის ვენტილიატორი მაინც დამონტაჟებულია, რომელიც სწორი დაგეგმარებით საჭირო დაჩრდილვას უზრუნველყოფს, ხოლო სწორი მასალების გამოყენება კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას ხელს უწყობს. ელექტროენერგიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (განათება, დამატებითი გათბობა, ცხელი წყალი და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ელექტროკვება) დააყენეს მზის პანელები, ბატარეები და გენერატორები.

ქოხი ცენტრალურ კომუნიკაციებთან დაკავშირებული არაა, ამიტომ შემქმნელებმა წვიმის წყლის შესაგროვებლად და შესანახად კონტეინერები დააყენეს (40 ათასი ლიტრი). ასევე დააყენეს წყლის გამწმენდი სისტემა და ავტონომიური საკანალიზაციო სისტემა ნარჩენების გადასამუშავებლად. „მთავარი საზრუნავი ყველა სანიტარული საინჟინრო აღჭურვილობის და კომუნიკაციების დამალვა იყო ისე, რომ სახლის საერთო გარეგნობა არ გაფუჭებულიყო და მინაშენის შთაბეჭდილება შექმნილიყო“ – აღიარებენ პროექტის ავტორები.

ამ დროისთვის Gawthornes Hut–ის მფლობელი სახლს ინტერნეტ–პლატფორმის Airbnb-ის საშუალებით აქირავებს, რომ ჩადებული ინვესტიცია ამოიღოს და ტურისტული ბიზნესი განავითაროს, რომელიც დამატები შემოსავალს მოუტანს.