უეშმაკო ხრიკის დახმარებით უთოს ნამწვს და ნაქაფს 2-3 წუთში მოაშორებთ

უთო, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, დიდხანს ახალი არ რჩება. თანდათან უთოს ძირი ჭუჭყიანდება, მასზე ნამწვი ჩნდება. ასე დაუთოების დროს ტანსაცმელზე კვალი რჩება, ზოგჯერ საერთოდ გამოუსადეგარი ხდება. ეს მთელი პრობლემა არაა. უთოს შიდა რეზერვუარში წყალი გროვდება, რაც ნაქაფს წარმოქმნის. ნაქაფი დანამვისას ტანსაცმელზე თეთრ კვალს ტოვებს და მოწყობილობასაც აზიანებს. იმედი არ გაიცრუოთ და მით უფრო უთო არ გადააგდოთ, რადგან Novate გასწავლით, როგორ მოიშოროთ მთელი ეს ჭუჭყი 2-3 წუთში.

1. უთოს ძირის გაწმენდა

დაგჭირდებათ მხოლოდ სოდა და სველი, სუფთა პირსახოცი. სოდა პირსახოცზე დაყარეთ, შემდეგ უთო საშუალო ტემპერატურაზე ჩართეთ და დააუთოვეთ.

დაუთოების პროცესზე 2-3 წუთს დახარჯავთ. ეს დრო საკმარისია, რომ ნამწვი უთოს ძირიდან პირსახოცზე გადავიდეს. შემდეგ უთო დენის წყაროდან გამორთეთ. როგორც კი, ოდნავ გაგრილდება, იმავე პირსახოცით დარჩენილი ჭუჭყი მოაშორეთ.

2. უთოს შიდა ნაწილის გაწმენდა

მოწყობილობის რეზერვუარში წყლის ნაცვლად 100 მლ ძმარი ჩაასხით. როგორც წინა შემთხვევაში უთო ჩართეთ და საშუალო ტემპერატურის რეჟიმი დააყენეთ. სალფეთქი ან ქსოვილის ნაჭერი აიღეთ და კარგად დააუთოვეთ, რეგულარულად დანამვის ღილაკს დააჭირეთ. უთოში დაგროვებული ნაქაფი და ჭუჭყი სალფეთქზე გადმოვა.

თუ მსგავს პროფილაქტიკურ მეთოდებს მუდმივად შეასრულებთ, უთო არასდროს გიმტყუნებთ, ხოლო მისი გამოყენების ვადა მნიშვნელოვნად გაიზრდება.