ჭკვიანი ავეჯი, რომელიც ბევრ ფუნქციას ასრულებს და სივრცეს ზოგავს

თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილება მრავალ ვარიანტს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით სივრცის მოწყობა შესაძლებელია. მრავალფუნქციური ავეჯი ძალიან პატარა ბინებში ადგილს ათავისუფლებს და ამასთან თქვენს სურვილებს არ ზღუდავს. Novate გთავაზობთ საინტერესო ავეჯის ნაკრებს, რომელთან ერთად ცხოვრება უფრო კომფორტული და სასიამოვნოა.

1. Kali duo sofa

ტრანსფორმერი დივანი, რომელიც რამდენიმე წამში ორსართულიან საწოლად გადაკეთდება. დაკეცილი ავეჯი ჩვეულებრივ ორადგილიან დივანს ჰგავს. ამ მომენტში მეორე საწოლი კედელში შენიღბულია. თუ გადააბრუნებთ, მყუდრო საძინებელს მიიღებთ უსაფრთხოებისთვის რბილი ტიხრებით და პატარა კიბით ზემოთ ასასვლელად. ქვედა საწოლსაც ტიხრები აქვს. მთელი კონსტრუქცია შევსებულია ნივთების შესანახი თაროებით.

2. Living cube

ამ ჭკვიანი ავეჯის დახმარებით სივრცის თითოეულ სანტიმეტრს მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებთ და ბინას მოდურად მოაწყობთ. გვერდზე საკმაოდ ბევრი თარო და ღია ნიშა აქვს, სადაც წიგნების, დეკორის, დოკუმენტების, ტანსაცმლის ან რაიმე აუცილებლის, ტელევიზორის ან მუსიკალური ცენტრის შენახვა შეგიძლიათ. მეორე მხარეს კიბე მდებარეობს, რომლითაც ზედა ღია ზონაზე ახვალთ. აქ, ნივთების შესანახად დამატებითი სივრცე და რაღაც საწოლის მსგავსი მდებარეობს.

კიბის გვერდით მდებარეობს კარი კუბის შიგნით შესასვლელად. აქ, შეგიძლიათ შეინახოთ მტვერსასრუტი, სახლის საწმენდი საშუალებები ან პატარა გარდერობი ან სააბაზანო მოაწყოთ. ყველაფერი ძალიან მოსახერხებელი და კომპაქტურია. მოწყობის მრავალი ვარიანტი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ის, რომელიც თქვენს ბინას საუკეთესოდ შეეფერება.

3. Slumbersheles

იდეალური გამოსავალი პატარა ბინისთვის. მისაღებ ოთახში შეგიძლიათ ტელევიზორი და ღია თაროები კომფორტულ საწოლს შეუთავსოთ. საწოლის ჩამოსაღებად, რომელიც ავტომატურ მექანიზმზე მუშაობს და ძალა არ სჭირდება, თაროდან ნივთების (თუნდაც მტვრევადის) აღება საჭირო არაა. ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ზონები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეცვალოთ: მბრუნავი მექანიზმით იცვლება. კომფორტული ორადგილიანი საწოლი ერთოთახიან ბინაში ნამდვილი სამოთხეა. ასე ყველა აუცილებელ ნივთს თავისუფლად დაატევთ.

4. Parisot space-up

კომფორტული საწოლი დიდი შენახვის სისტემით. ის ოდნავ შემაღლებულია, რის წყალობით საწოლის ქვეშ საკმაოდ დიდი შენახვის სისტემა ჩნდება. მასში არა მხოლოდ ღია ღაროები, არამედ ყუთები, ტანსაცმლის საკიდი და სხვადასხვა ზომის სტელაჟი მდებარეობს. საწოლის ქვეშ შეგიძლიათ მოაწყოთ გარდერობი, შეინახოთ ჩემოდნები ან სხვა დიდი ნივთები, ასევე კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებები, სასწავლო წიგნები და რვეულები, თუ საწოლი ბავშვის ოთახში დევს. გვერდებზე საწოლს ღია თაროები აქვს, რომელიც ერთდროულად კიბის და წიგნების, დეკორის, ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის შესანახ ადგილს წარმოადგენს.

სასარგებლო ინფორმაცია: კომფორტისთვის საწოლის ლეიბი ხარისხიანი და მსუბუქი დასაკეც მოწყობილობაზე მდებარეობს, რომელსაც ბავშვიც გაუმკლავდება. საწოლი ორი კაცისთვის საკმარისია.

5. ჭკვიანი სამზარეულო

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოველდღე დიდ დროს ვატარებთ. მაქსიმალური ფუნქციის და ეფექტურობის მიღება სწორედ მისგან გვსურს. ამ მიზნით თანამედროვე მოწყობილობა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, შენიღბული როზეტები პირდაპირ სამუშაო ზედაპირში მოძრავი მექანიზმით ან დამალული ტექნიკა. ძალიან კომფორტულია სამზარეულოს გარნიტურა მოძრავი თაროებით, რომელიც წინ, ქვემოთ და გვერდზე გადის. სივრცის სწორად დასაგეგმად  სხვადასხვა ზომის მოძრავი კარგო გამოიყენეთ.

ერთ უჯრაში შეიძლება ერთდროულად რამდენიმე შენახვის ზონა არსებობდეს, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს და საჭიროების შემთხვევაში მოძრაობს. სამზარეულოს კუთხე, სადაც ორი კედელი მდებარეობს, ყველაზე უსარგებლო სივრცედ ითვლება, რომელიც შეგიძლიათ გონივრულად გამოიყენოთ, თუ მომრგვალებული თაროებით მოძრავ კონსტრუქციას დააყენებთ, რომელიც თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს.

6. Smart living

კედელი თაროებით, უჯრებით და ტელევიზორის ადგილით, რომელიც ჩვეულებრივ მისაღებ ოთახშია დამონტაჟებული. ტელევიზორის მიღმა ფარულ ნიშაში დასაკეცი სკამების ნაკრები და საკმაოდ დიდი მაგიდა მდებარეობს, რომელიც სასადილო ზონად შეგიძლიათ გადააკეთოთ. ამ მრავალფუნქციური გადაწყვეტილებით ყველა მთავარ მოთხოვნას ერთ ავეჯში გააერთიანებთ. მისი დახმარებით ოჯახის წრეში დროს უფრო საზეიმო გარემოში გაატარებთ და სტუმრების დიდ კომპანიას მიიღებთ.