2021 წლის ინტერიერის ტრენდები: მოდური ბინის 10 ნიშანი

დრო სწრაფად გადის და მასთან ერთად ტენდენციებიც იცვლება. Novate გიზიარებთ 2021 წლის მოდური ინტერიერის ნიშნებს.

ბუნებრივი ფერები

თუ გასულ ათწლეულში დიზაინერები კაშკაშა ფერების მიღებას ცდილობდნენ, რომელიც ზოგჯერ ფერადი ფანქრით ბავშვების ნახატს ჰგავდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

ახლა წვეულებას რთული ფერები მართავს. ფერები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ელფერს აერთიანებს. ბუნებაში სუფთა მწვანე ან კრემისფერი არ არსებობს. სინამდვილეში ნებისმიერი ნატურალური მასალა რამდენიმე ელფერს მალავს. ოთახის მცენარის უბრალო ფოთლებიც ფერების ფართო გამას მოიცავს: სალათისფერიდან ზეთისხილამდე და მოწითალო–ნაცრისფერსაც კი.

მსოფლიო პანდემიის და კარანტინის პერიოდში ბევრს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა მოუწია, ზოგი იძულებულია, მთელი დრო სახლში გაატაროს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ბუნებრივ ფერებს გამოიყენებთ, მით უფრო კომფორტული იქნება ოთახში დიდხანს ყოფნა.

სწორი ფორმები

“ბუნებრივი” ტრენდის გაგრძელება. ბუნებაში იდეალური სწორი 90° კუთხე პრაქტიკულად არ არსებობს. თუ გსურთ, რომ ინტერიერმა ეს განწყობა გადმოსცეს, შეარჩიეთ ავეჯი სწორი ფორმებით და მომრგვალებული კუთხეებით. ასე ბინა უფრო „რბილი“ გამოჩნდება, თუნდაც მკაცრ შავ–თეთრ ფერში იყოს გაფორმებული.

ბუნებრივი მასალები

ტრენდი დაახლოებით 2-3 წლის წინ პოპულარული გახდა და პოზიციებს კიდევ დიდხანს არ დათმობს. თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ნივთი შეგიძლიათ შემცვლელისგან დაამზადოთ: ხელოვნური აბრეშუმის თეთრეულით დაწყებული და ხელოვნური ქვის ნიჟარით დამთავრებული.

გარეგნულად, ნატურალურ მასალას ჰგავს, მაგრამ მათი თვისებები სრულიად განსხვავდება. სწორედ ამიტომ, მოდაში ბრუნდება ხე, ქვა, კერამიკა, აბრეშუმი, ბამბა, სელი და ა.შ.

მინიმალიზმი

ტრენდი, რომელიც ინტერიერის მოდაში 10-იან წლებში გაჩნდა, დღემდე ჩვენთან რჩება. პანდემიამ და იზოლაციამ ხალხს სახლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა აიძულა. ახლა ძუნწიც თავისუფლებას და სივრცეს აფასებს და ზედმეტ ნივთებს იშორებს.

მინიმალიზმის ინტერიერის მთავარი მოთხოვნა: თითოეულ ნივთს ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. თუ ნივთი „ისე უბრალოდ“ დევს, სასარგებლო ფუნქციის მქონე ნივთით ჩაანაცვლეთ.

მცენარე

ახალი დროის მოდა ბუნებრიობაა. ამ ტრენდში ცოცხალი მცენარეები იდეალურად ჯდება. უფრო მეტიც, მცენარეები მინიმალიზმის მოთხოვნებზე პასუხისმგებელნი არიან, რადგან ჰაერს ჟანგბადით ამდიდრებენ.

მცენარე ოთახის ფუნქციის და ზომის მიხედვით შეარჩიეთ. განსაკუთრებით პოპულარულია მოსავლელად მარტივი ქლოროფიტუმი, ბენჯამინის ფიკუსი, სანსერვიერია (დედამთილის ენა), კრასულა (ფულის ხე) და კვიპაროსი.

გარემოზე ზრუნვა

თანამედროვე ინტერიერში მეორადი მასალების განმეორებით გამოყენებას ხშირად იხილავთ. თუ გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული სასაპნით ვერავის გააკვირვებთ, ფილები „ტერაცო“, რომელიც კერამოგრანიტის ფილებისგან მზადდება, გვხიბლავს.

ასევე „გამძლეობის“ ტრენდში ჯდება მარტივი ბუნებრივი მასალები, რომლებიც თქვენს მხარეში მოიპოვება. სატრანსპორტო ჯაჭვის შემცირება ნახშირბადის კვალს ამცირებს და ბუნებას უფრო სუფთას ხდის.

ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე

თუ ძველი ნივთი კარგ მდგომარეობაშია, მისი გადაგდება საჭირო არაა. თანამედროვე რესტავრაციით სასწაულის მოხდენა შეიძლება. ახალი ფურნიტურა და განახლებული ფერი მოსაწყენ ტუმბოს ან მაგიდას წარმოუდგენლად ცვლის.

თუ ნივთის რესტავრირება შეუძლებელია, მეორად მასალად ჩააბარეთ. ასე სრულიად ახალ ნივთს „სიცოცხლეს მისცემს“ და „ბუნებაზე ზრუნვის“ ტრენდს მოერგება.

ზონების დაყოფა

დაახლოებით 10-20 წლის წინ „ღია სივრცე“ პოპულარულობის პიკზე იყო. ასე ერთ დიდ ოთახში რამდენიმე ფუნქცია ერთიანდება. ამისთვის კედლებს და ტიხრებს შლიდნენ. დროთა განმავლობაში ტრენდი ბინაზე გადავიდა: ჯერ კიდევ 5-7 წლის წინ ყველა ცდილობდა ოთახების რაოდენობას შემცირებასს და „უზონო სივრცის“ შექმნას.

პანდემიამ აქაც თავისი ცვლილებები შეიტანა. თუ 2-3 წლის წინ ბევრი სივრცის დაყოფაზე მხოლოდ ფიქრობდა, ახლა უტიხრო ოთახში კონცენტრაციის სირთულემ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

2021 წლის ინტერიერის ერთ–ერთი მთავარი ტრენდი: ზონების მკაფიო დაყოფა. ახლა ერთოთახიან ბინაშიც სამუშაო და სახლის ზონები გამოიყოფა. ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ: მოსაპირკეთებელ მასალას, თაროს, ტიხრებს. თუ შენობის ფართობი საშუალებას იძლევა, ოთახებს შორის ახალი კედელი აღმართეთ.

სტილების მიქსი

კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც წარსულის ტენდენციებს უპირისპირდება. თუ 2000–იან და 10-იან წლებში „სუფთა“ ინტერიერს ერთ სტილში აკეთებდნენ (თუნდაც ეს მობინადრეების შიდა განწყობას არ შეესაბამებოდა), ახლა ყველაფერი უფრო ინდივიდუალური გახდა.

რამდენიმე თვე ზედიზედ სახლში ყოფნამ ხალხს სურვილი აღუძრა, რომ „უსისცოცხლო ყუთში“ არ იცხოვრონ. ახლა ინტერიერი ბინის მფლობელის გემოვნების ასახვის საშუალება გახდა. დიზაინერები ამას ითვალისწინებენ  და მათ სტილების მიქსის პოვნაში ეხმარებიან, რომელიც მათ განწყობას უკეთ ასახავს.

სივრცის რაციონალური გამოყენება

ტრენდი იმავე სურვილით დაიბადა, როგორც მინიმალიზმი: რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცის მიღება. უფრო მეტ დაგეგმილი ნივთების შენახვის სისტემას ელოდეთ. ჭერამდე ჩაშენებული კარადა ან ავეჯი „ორი ერთში“ ახლა პოპულარულია.

2021 წლის მთავარი ტრენდი თვითგამოხატვის სრული თავისუფლებაა. ახლა ავეჯის რეგულარულად შეცვლა საჭირო არაა, რომ ცვალებადი ტენდენციები შეინარჩუნოთ. ინტერიერის თანამედროვე ტრენდები აჩვენებს, რომ მთავარია საკუთარ თავთან და ბუნებასთან ჰარმონიულად იცხოვროთ.

მოდური და ფუნქციური ინტერიერი რომ მიიღოთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ინდივიდუალური დიზაინის პროექტი შეუკვეთეთ. სპეციალისტები საოცნებო სახლის შექმნაში დაგეხმარებიან, სადაც დაბრუნების სურვილი ყოველთვის გექნებათ.

„მოდა ციკლურია, ამიტომ ბუნებრიობის ტრენდი უკვე დიდი ხანია მწიფდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველა ახალი ნამუშევარი შესრულებულია ბუნებრივი მასალით, როგორიცაა ხე და მარმარილო და რთული ფერები, მაგალითად, „მომწვანო–ნაცრისფერი“ ან „პასტელური ცისფერი“. ჯერ კიდევ პროექტის ეტაპზე ვგეგმავთ სივრცის ერგონომიკას, ფარული შენახვის სისტემებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას შეასრულებს“ – ამბობს ქსენია სემენოვა, კომპანია „რეგამის“ მენეჯერი.