5 იდეა სტუდიოს ბინის „ჭკვიანი“ ზონირებისთვის, რომელიც სივრცეს მაქსიმალურად აფართოებს

სტუდიოს ტიპის ბინა თანამედროვე ევროპელების გადაწყვეტილებაა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი არჩევანს ასეთ ბინაზე აკეთებს: მისი დალაგება მარტივია, მასში ცხოვრება კომფორტულია, აქ, ყველაფერი ხელთ გაქვთ. Novate გთავაზობთ 5 იდეას, როგორ დაყოთ თანამედროვე ინდივიდუალისტების საცხოვრებელი ფართი.

1. დივანი სამზარეულოს ზონისკენ ზურგით

თანამედროვე დივანი არა მხოლოდ დასასვენებლად გამოგადგებათ, არამედ შერეული ზონების საზღვრების გამოყოფაში დაგეხმარებათ. ასე სტუდიოს მფლობელი სასარგებლო ფართობის ერთ სანტიმეტრსაც არ კარგავს და შირმის შესაძენად ფულს არ ხარჯავს. საკმარისია, მაგალითად, დივანი სამზარეულოს ან სასადილო ზონისკენ ზურგით დადოთ და გასაგები გახდება, სად გადის მათ შორის ზღვარი.

2. ბარის დახლი დივნის ზურგთან მიდგმული

შესანიშნავი გადაწყვეტილება: ბარის დახლი, რომელიც სამზარეულოს ზონას მისაღებისგან ყოფს, ასევე სასადილო მაგიდის და დამატებითი სამუშაო ზედაპირის (ნოუთბუქზე სამუშაოდ) როლს ასრულებს. სიტყვაზე, მის ქვეშ შეგიძლიათ რაიმე შეინახოთ. ამრიგად, სასადილო, ჟურნალის, სამუშაო და ყავის მაგიდა ახლა ერთ მაგიდაშია.

3. მაღალი მოძრავი თარო, რომელიც კედლის და ნივთების შენახვის როლს ასრულებს

მაღალი მოძრავი თარო საძინებლის და მისაღების ოთახების გამოყოფაში დაგეხმარებათ, ამასთან შეასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას, ნებისმიერი საჭირო ნივთის შენახვა. კედლის ილუზია აბსოლუტურია, თან კომოდისთვის სივრცის დაკარგვა არ მოგიწევთ. ასე სივრცე უფრო ეკოლოგიურია, თუმცა მტვრის გადაწმენდაზე მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ.

4. პოდიუმით ზონირება

საწოლი შეგიძლიათ პოდიუმზე მოათავსოთ. ასე საძინებელ ზონას გამოყოფთ, ასევე საწოლის ქვეშ ნივთების შესანახად დამატებით ადგილს შექმნით. ასე ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერთ: ზონირება შესრულებულია და საწოლის ქვეშ ნივთების შესანახი სისტემა თავის ტკივილს გაშორებთ.

5. ხალიჩით ზონირება

ხალიჩით ზონირებისას ბინის კონკრეტული სივრცე არ ფიქსირდება: მისი გადაადგილება მარტივია, მთავარია, ხალიჩა გადაადგილოთ. ხალიჩის და ავეჯის ფერები ერთმანეთს შეუხამეთ. ასეთი ზონირება მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, მთელი ავეჯი ერთი ხალიჩის გარშემო მოათავსეთ.