იტალიელი დიასახლისები სახლში იდეალურ სისუფთავეს იცავენ, ოჯახში არაფერი იკარგება

იტალიური სახლები ბევრ ვიზიტორს მინიმალიზმით და სისუფთავით აოცებს. ძალიან ბევრი ქალი იტალიაში დიასახლისია და სახლში წესრიგზე სათანადოდ ზრუნავს. რა თქმა უნდა, საქმის გასამარტივებლად რამდენიმე წესს იცავენ. ბევრი ფიქრობს, რომ ოფისში მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე საოჯახო საქმეების გაკეთება. ასე არაა! დიდი სახლი და ბევრი შვილი უზარმაზარ ძალას და დროს მოითხოვს.

იტალიური სახლი

სამწუხაროდ, იტალიაშიც უმუშევრობა გავრცელებული პრობლემაა. ეს არა მხოლოდ ქალებს, არამედ კაცებს ეხება, თუმცა სახლში მუშაობა მხოლოდ ქალებს აწვებათ მხრებზე. იტალიური ოჯახები ტრადიციული ცხოვრების წესს იცავენ. რა თქმა უნდა, ბევრი თანამედროვე ოჯახიც ცხოვრობს, მაგრამ ჯერჯერობით უმცირესობაში არიან.

მოკლედ, გავარკვიეთ, რომ იტალიაში ბევრი დიასახლისია. თითქმის ყველა დიასახლისი მკაფიო წესების წყალობით თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. Novate-მ თქვენთვის იტალიელი დიასახლისების დაუწერელი წესები გაარკვია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში აქტუალური ვერ იქნება, მაგრამ რამდენიმე მათგანი შეგვიძლია გავითვალისწინოთ.

1. მომავალი წლის მკაფიო გეგმა

არანაირი მოულოდნელი მსხვილი შენაძენი! იტალიელი ქალები ყველაფერზე ფიქრობენ და გეგმავენ. ეს ბრძენი ქალები ერთ დღეზე რამდენიმე მძიმე საქმეს არ ჩაწერენ. მაგალითად, ფანჯრის გაწმენდა და გენერალური დალაგება. ფიზიკურად რომ არ გადაიწვათ და თავი კარგად იგრძნოთ, ბალანსი უნდა დაიცვათ.

2. დასვენება მნიშვნელოვანია

იტალიელები 24/7 გრაფიკით თავს არასდროს დაიტვირთავენ. საქმის დანაწევრებისას საკუთარ თავს დროს აუცილებლად დაუთმობს: აბაზანას მიიღებს, წაიკითხავს ან მეგობრებს შეხვდება. სახლში საქმეც სამსახურია, რომელიც ძალას და დროს მოითხოვს. ბრძენი ადამიანი საკუთარ საქმეს არასდროს გააუფასურებს.

3. გარეგნობას მნიშვნელობა აქვს

იტალიელ ქალებს საკუთარი თავი ძლიერ უყვართ, რომ ისევე ლამაზად გამოიყურებოდნენ, როგორც მათი სახლი. ისინი სილამაზის და სპა სალონებს სტუმრობენ, ნიღბებს იკეთებენ და თმას ივარცხნიან. სახლში დიდი ხნით ყოფნა მიზეზი არაა, რომ გარეგნულად არ მოწესრიგდეთ. საშინაო საქმეების შესრულებისას შეგიძლიათ ლამაზად ჩაიცვათ და ცოტა შეიღებოთ, თუ განწყობა გაქვთ.

4. ტრადიციები და კიდევ ერთხელ ტრადიციები

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყველა სახლი დასუფთავების თანამედროვე საშუალებებსა და ტექნოლოგიებზე გადადის. აი, იტალიაში ამ ინოვაციებს სკეპტიკურად უყურებენ. მაგალითად, ქალები ნატურალურ შემადგენლობას და თეთრეულის ბუნებრივად გაშრობას უპირატესობას ანიჭებენ. ეს არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ კარგი ეკონომიაა. ყველას არ აქვს საშუალება, რომ კონდიციონერი შეიძინოს, განსაკუთრებით ისეთ ცხელ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა.

5. სურნელოვანი ყვავილები ყველა სახლში

თითქმის ყველა სახლში, აივანსა თუ ეზოში ცოცხალი ყვავილების კომპოზიციას იხილავთ. ყველაზე პატარა ბინაშიც აივანზე ბაღის მოწყობა შეიძლება. ასეთი პრაქტიკა უზომოდ მომწონს. ღია ფერები განწყობას და დიდი ხნის წინ აშენებული სახლის გარემოს ახალისებს.

მზად ხართ, რომელიმე წესი თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად გაითვალისწინოთ? მოგვწერეთ თქვენი საიდუმლო მეთოდები სახლის სწრაფად და ხარისხიანად დასალაგებლად!