შემოდგომაზე გირჩები შეაგროვეთ. ნამდვილი აღმოჩენა საშემოდგომო დეკორისთვის

ჯერ კიდევ მწვანე გირჩებს ვაგროვებ, რადგან გახმობისას არ იხსნება, უბრალოდ ფერს იცვლის. გირჩებიდან ხელნაკეთი ნივთების გაკეთება ბავშვობიდან მიყვარს, ახლა ამის გაკეთება ქალიშვილთან და ვაჟთან ერთად უფრო სასიამოვნოა.

ვემხრობი მოსაზრებას: თუ რაიმეს გაკეთება გსურთ, გააკეთეთ! მნიშვნელობა არ აქვს, რას იფიქრებენ სხვები თქვენი გირჩების ნაძვზე სექტემბერში. სინამდვილეში, დრო სწრაფად გადის და ზამთრისთვის მოსამზადებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. აი, საშემოდგომო დეკორის გასაკეთებლად გირჩები ნამდვილი აღმოჩენაა.

ნაძვის ხის გირჩები

დღეს Novate გთავაზობთ ნაძვის ხის, ფიჭვის გირჩებით გაკეთებული ნივთების ულამაზესს ნაკრებს. უმეტესობა მათგანის შესასრულებლად ცოტა დრო, სურვილი და ათობით გირჩი დაგჭირდებათ.

ჩემი მეზობელი გასულ წელს ზაფხულსა და ნაადრევ შემოდგომაზე ტყეში გირჩებს აგროვებდა და სახლში ტომრებით მოჰქონდა, რომ ღობის მიღმა სასწაული შეექმნა.

როგორი გირჩი შევაგროვოთ? თუ სამუშაოსთვის დახურული გირჩი გჭირდებათ, უკვე შემოდგომაზე შეგროვება დაიწყეთ. ამ დროს გირჩი ჯერ კიდევ სველია, ამიტომ მასში თესლი ფარფლებით დაფარულია. თუ ღია გირჩები გჭირდებათ, სჯობს გაზაფხულზე შეაგროვოთ. ამ შემთხვევაში გირჩიდან თესლი უკვე გამოსულია, გახსნილია და ფორმას აღარ შეიცვლის. ღია გირჩის მისაღებად საკმარისია კარგად გააშროთ და გაზაფხულს არ დაელოდოთ.

როგორ მოგწონთ ასეთი გირჩების თაიგული?

გირჩების გვირგვინი – შესანიშნავი ალტერნატივა მათთვის, ვისაც ხელოვნური წიწვი არ უყვარს, მაგრამ სურს აქსესუარი არა ერთი წელი გამოიყენოს.

მინიმალიზმის მოყვარულებისთვის!

თეთრად შეღებილი გირჩები კომპოზიციაში ლამაზად გამოიყურება!

გირჩების თეთრ ფერში შესაღებად სჯობს თხელ ფარფლიანი გირჩები (ნაძვის, ლარიქსის) აიღოთ. ასეთი გირჩი უფრო ადვილად თეთრდება. რა გავაკეთოთ? გირჩები გარეცხეთ, ამ მიზნით ფუნჯი გამოგადგებათ. მისი დახმარებით ყველა ფარფლს გარეცხავთ. სველი გირჩის ფარფლები იხურება, ამიტომ არ შეგეშინდეთ.

მინის ქილა აიღეთ და მასში გარეცხილი გირჩები მოათავსეთ, მათეთრებელი დაასხით. ბნელ ადგილას შეინახეთ. აქ, დაკვირვება აუცილებელია, გირჩები შეიძლება 3 საათში გათეთრდეს ან ერთ დღეში (ყველაფერი მათეთრებელზეა დამოკიდებული).

მას შემდეგ, რაც შედეგით კმაყოფილი დარჩებით, მათეთრებელი გადაასხით და გირჩები გამდინარე წყალში გარეცხეთ. შემდეგ ქაღალდზე დააწყვეთ და გასაშრობად დატოვეთ: გაიხსნა, ანუ გაშრა. თუ სუნი დარჩა, ნაძვის ხის ეთერზეთით და წყლით უსიამოვნო სუნს მარტივად მოიშორებთ. ხსნარი სპრეი ბოთლში ჩაასხით და გირჩები დანამეთ.

გირჩის დეკორის ელემენტები ინტერიერს ადვილად მოერგება და ბუნებრივ სილამაზეს შემატებს. კედლის სააათი ფიჭვის გირჩებით და თეთრი გლუვი ეპოქსიდის ფისით უჩვეულოდ გამოიყურება. ის ჯადოსნურ ზამთრის ტყეს ჰგავს.

როგორ მოგწონთ ნაძვის ხის ასეთი ალტერნატივა?

შესანიშნავი იდეა ბავშვთან ერთად გასაკეთებლად. დაგჭირდებათ მუყაოს ქაღალდი, ფერადი ქაღალდი, თვალები, მარკერები, გირჩები და წებო. პირველ რიგში, მუყაოს ქაღალდზე წრე დახაზეთ, გამოჭერით და ღრიჭო დატოვეთ.

ქაღალდიდან ორი გული გამოჭერით: შავიდან – პატარა, თეთრი – უფრო დიდი. მიამაგრეთ, ეს სახე და ცხვირი იქნება. თვალები და ირგვლივ გირჩები მიამაგრეთ. ყურები გამოჭერით და მიაკარით.

პლასტილინით და გირჩებით ასეთი საყვარელი ბუები შეგიძლიათ გააკეთოთ.

ან სასაცილო თაგვი!

როგორ მოგწონთ ასეთი საშემოდგომო თაიგული ბუნების საჩუქრებიდან და მუყაოდან?

ასეთი კომპოზიცია მისაღები ოთახის ან სამზარეულოს შესანიშნავი დეკორი გახდება.

ასეთი სამაგიდე კომპოზიცია ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის ნათელი ხიბლი გახდება.

როგორც ხედავთ, ნაძვის ხის გირჩები შემოქმედებისთვის შესანიშნავი მასალაა. სხვათა შორის, თავად გირჩების არომატიც მომწონს. სპეციალურად, ნაძვის ხის ეთერზეთსაც ვყიდულობ. როგორც ერთმა ქალმა, ეზოთერიკოსმა მითხრა, ნაძვის ხის გირჩების არომატი კეთილდღეობის არომატია. ასევე ურბანული სინდრომის საწინააღმდეგოა, როცა სიხარულის დაკარგვას ვგრძნობთ, როცა სახეზე ყალბი ღიმილი ჩნდება, მატერიალური მდგომარეობა ღარიბდება. ამ ეთერზეთის ფსიქოემოციური ქვეტექსტი ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ.

იმედი გვაქვს, იდეები მოგეწონათ, შთაგონება იპოვეთ და მათ გამეორებას სახლში ეცდებით. შთაგონებას და სასიამოვნო შემოქმედებას გისურვებთ!