მშენებლები ამის წყალობით დამკვეთებს დიდ ფულს სძალავენ

მშენებლობაში თაღლითობის სქემა ზოგჯერ ძალიან ეშმაკურია, თუმცა არაკეთილსინდისიერი ხელოსნების ზოგიერთი ხრიკის ამოცნობა მარტივია. ეს უფრო ცხადია, ვიდრე ფიქრობთ. მაშინაც კი, თუ სამშენებლო პროცესების გურუ არ ხართ, ამაში გარკვეული მაინც უნდა იყოთ, რომ სხვებს მოტყუების უფლება არ მისცეთ. Novate გირჩევთ, ეს მარტივი ხრიკები დაიმახსოვროთ.

თაღლითობის სქემა

დაიმახსოვრეთ, რომ პატიოსანი მშენებლები მხოლოდ მოხარული იქნებიან, თუ დამკვეთი მშენებლობის პროცესს თავად გააკონტროლებს. მას ეცოდინება, თუ როგორ მიდის საქმე, რომელი მასალა არის შესაძენი და რომელი ზედმეტია. მოკლედ, ადამიანი საქმის ყველა პროცესს ეცნობა.

თაღლითს კი დოკუმენტზე ხელი მოაწერინე, ფული მიეცი, შემდეგ მიდი და ეძებე. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, რადგან ყველა მასალა დათვლილია, ყველა დოკუმენტი შედგენილი, ფული გადახდილი, ოღონდ თაღლითებისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ისევე სწრაფად ქრებიან, როგორც ჩნდებიან. გთავაზობთ დამკვეთების მოტყუების ყველაზე პოპულარული სქემების განხილვას. ნახეთ, როდის სჯობს ფრთხილად იყოთ.

„უფასო ყველი“ მხოლოდ არამზადებს

ვაი მშენებლებს უფრო ძვირადღირებული მასალით გამდიდრება მოუნდებათ. ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან. იმიტომ, რომ მომწოდებელი საიმედო არაა ან რაიმე ინსტრუმენტის შეძენა სჭირდებათ. დამკვეთი თანხმდება, რადგან თვლის, რომ კარგი მომწოდებლისგან ხარისხიანი მასალა ისაა, რაც სჭირდება. სად არის მუხთლობა?

სამუშაო ძალაში. ყალთაბანდებს რაღაცაზე დაზოგვა სჭირდებათ. აი, ობიექტზე ჩნდებიან პირები, რომლებიც დასვენებასა და ლანჩს განსაკუთრებით აფასებენ. რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება პროფესიონალები იყვნენ, თუმცა საქმის ოპერატიულად შესასრულებლად ასეთი რაოდენობის ხელოსნები საკმარისი არაა. თითოეული ეს მომენტი მენარდესთან აუცილებლად განიხილეთ.

დამთავრება სჭირდება

განსაკუთრებით საწყენია, რომ თავიდან თაღლითები ნდობის მოპოვებას აქტიურად ცდილობენ და წესიერი ადამიანების შთაბეჭდილებას ქმნიან. თითქოსდა, საქმე გაჩაღებულია. ყველაფერი განხილული, ხარჯი აღრიცხული, სადავო მომენტები შეთანხმებული. მშენებლობა მიდის, დამკვეთს საძირკვლის დასანახად იწვევენ. მიდიხართ, ამოწმებთ და თითქოსდა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ოღონდ ბევრ ოფისს ხარჯის სწორად გამოთვლა არ შეუძლია. აუცილებელი სამუშაოს რეალური მოცულობა შეიძლება ქაღალდზე მითითებულ ციფრს ბევრად აღემატებოდეს. მაგრამ დამკვეთმა ხომ ნახა რას აწერდა ხელს? ნახა. შეამოწმა საძირკველი? შეამოწმა. ახლა, თანხის დამატება მოუწევს ან დაუმთავრებელი მშენებლობა შერჩება. თუ სურს, ახალი გუნდი მოიწვიოს, მაგრამ დიდ ხარჯს თავს ვერ აარიდებს.

სანამ რომელიმე გუნდს დაიქირავებთ, დოკუმენტს ხელს მოაწერთ და ფულს გასცემთ, ამ თემაზე ინფორმაცია მოიძიეთ. ასე გაიგებთ, დამკვეთები მათი მუშაობით კმაყოფილნი დარჩნენ თუ არა, რა არ მოეწონათ, რამდენი გადაიხადეს. ასეთი ინფორმაცია მანამ მოიძიეთ, სანამ მშენებლობას დაიწყებთ და არა მაშინ, როცა პრობლემები წარმოიშვა.

კატის კუდით დაჭერა

ეს შეიძლება ზემოთ მოცემულ თაღლითობებთან შედარებით ყველაზე უწყინრად მოგეჩვენოთ. დამკვეთი შეიძლება ჩაბარების ვადაზე მოტყუვდეს. დიახ, ამის მოლაპარაკება წინასწარ ხდება, მაგრამ არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. მით უფრო, ბევრმა დამკვეთმა არ იცის, სინამდვილეში რამდენი დრო სჭირდება ამა თუ იმ ნაკვეთის მშენებლობას.

შედეგად, კლიენტი დროს კარგავს, თუმცა ადრე პირდებოდნენ, რომ უფრო სწრაფად იმუშავებდნენ. დამკვეთი ფიქრობს, რომ სწრაფად მუშაობაში ფული გადაიხადა, მაგრამ შედეგად ეს ვერ მიიღო. ვინაიდან რაღაც ვერ მოიტანეს, ვერ იყიდეს, ვიღაცას სამსახური დაავიწყდა (ჩაეძინა, არ მოვიდა). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ მენდეთ, ასეთი რამ ხდება.

ექსპერტები გირჩევენ, რომ საქმეში სამშენებლო კონტროლი ჩართოთ. ის ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს, დაპირებულ და განხორციელებულ საქმეს შეადარებს, შესაძლო რისკებს გამოთვლის. რა თქმა უნდა, სჯობს საქმე გეგმის მიხედვით განვითარდეს და დამკვეთი თაღლითების კლანჭებში არ აღმოჩნდეს.