ხელმისაწვდომი და საიმედო საძირკველი სამეურნეო შენობისთვის, რომელიც მკაცრ თოვლიან ზამთარსაც გაუძლებს

საკუთარი ხელით მშენებლობა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი საქმიანობაა. თქვენ შეგიძლიათ რაღაც აბსოლუტურად ახალი თავად შექმნათ, არქიტექტურის სხვადასხვა სირთულეები შეისწავლოთ და ფულიც დაზოგოთ. მაგალითად, საკუთარ ნაკვეთზე პრაქტიკული სამეურნეო შენობის გაკეთება. აგარაკზე ან კერძო სახლის მახლობლად ნამდვილი ხსნა იქნება. Novate მშენებლობის რამდენიმე საიდუმლოს გიზიარებთ.

მშენებლობა საკუთარი ხელით

ასეთი შენობის აშენებას მოყვარული მშენებელიც შეძლებს. ეს მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია. გამოცდილები ამბობენ, რომ მის ქვეშ ავტომობილის შენახვაც შეიძლება. უფრო მეტიც, თუ ცოტა მეტად გაირჯებით, შეგიძლიათ რამდენიმე სექციად დაყოთ და მასში შეინახოთ შეშა, ბაღის ინვენტარი და სხვადასხვა ინსტრუმენტი.

არქიტექტორების საიდუმლოებები

ვიღაც იტყვის: „როგორ შეძლებს მოყვარული ასეთი მასშტაბური კონსტრუქციის დამოუკიდებლად აშენებას?“ სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩანს. რა თქმა უნდა, ასეთი შენობა ყველაზე გამძლე ვერ იქნება, მაგრამ მისი ჩამოწერაც არ ღირს. ეს ხომ უბრალო ფარდულია საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის და არა ზეახალი ცათამბჯენი.

რა არის ასეთი კონსტრუქციის საიდუმლო? ხელმისაწვდომი მასალა და მომავალი ფარდულის საყრდენის დამონტაჟების ეშმაკური მეთოდი. ხელმარჯვე ხელოსნები გირჩევენ, რომ ყველაფერი კარგად გაზომოთ და გამოთვალოთ. რამდენი უნდა იყოს ფარდულის სიმაღლე, სიგანე, საყრდენებისთვის მომავალი ორმოს სიღრმე. ეს მთავარი მომენტია, რომლის გარკვევის შემდეგ შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.

ბეჯითად მუშაობა

თავდაპირველად მომავალი ფარდულის საყრდენების ადგილები მონიშნეთ. ასე სიგრძის და სიგანის გადამოწმებას, ასევე ორმოების ამოთხრის დაწყებას შეძლებთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან რაც უფრო ღრმაა საყრდენის ორმო, მით უფრო გამძლეა შენობა.

რამდენად ღრმა ორმოა საჭირო? ეს დამოკიდებულია შემდეგ მაჩვენებლებზე: ნიადაგის თავისებურებები, ნიადაგის გაყინვის სიღრმე, მიწისქვეშა წყლების დონე. თუ მიწა კლდოვანია, შესაძლოა არასაკმარისად ღრმა ორმო გააკეთოთ, რაც შენობაზე უარყოფითად აისახება. პროფესიონალები გირჩევენ, რომ მსუბუქი კონსტრუქციისთვის საყრდენების სიგრძის მესამედი მიწაში ჩაარჭოთ.

მარტივი მეთოდით ფარდულის ასაშენებლად საკმარისია ორმოები გაბურღოთ (მომავალი საყრდენის სიმაღლის გათვალისწინებით). საყრდენ ელემენტებად ლითონის კუთხეები აარჩიეთ. მათ სპეციალურ მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ. შემდეგ ბეტონის ხსნარი მოამზადეთ, კუთხე ორმოში ჩადეთ და ხსნარი ჩაასხით. ყურადღება მიაქციეთ, რომ კუთხე სწორად იყოს მოთავსებული. გადახრა მომავალი შენობისთვის დამღუპველია.

ხელმისაწვდომი მშენებლობა საკუთარი ხელით

ბეტონის გამაგრების შემდეგ კუთხე თითოეულ მხარეს 3 ადგილას გახვრიტეთ.  ამ ხვრელებში შემდეგ ხის ძელები თავსდება და ჭანჭიკებით ფიქსირდება. თუ გსურთ, კუთხეები შეგიძლიათ ხის ფერში შეღებოთ. ეს მანამ გააკეთეთ, სანამ ძელებს დაამონტაჟებთ.

ახლა უნდა გააკეთოთ კონსტრუქციის შემოსაკრავი, ირიბულას და ნივნივის დამაგრება, ასევე მოლარტყვასა და ჭერზე იზრუნეთ. ყველა ამ ეტაპის შესრულებამდე მითითებულ პროცესებს გაეცანით. ინტერნეტ სივრცეში ბევრ სასარგებლო ინფორმაციას იპოვით.

ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მარტივი მეთოდით საყრდენების დამონტაჟება თქვენთვის საინტერესოა. ასე ხომ პრაქტიკული ფარდულის საკუთარი ხელით აშენებას ნამდვილად შეძლებთ. ყოველდღიურობაში ნამდვილად გამოგადგებათ.