მარტივი ხრიკები დიდ ბოთლში მწვანე ნადების სწრაფად და უპრობლემოდ მოსაშორებლად

შეგინიშნავთ, როგორ იბინდება და მწვანდება დიდი ბოთლები დროთა განმავლობაში? ამას მათ კედლებზე წყალმცენარეების დასახლება იწვევს, რომლებიც სველ გარემოსა და სინათლეზე გიჟდებიან. ვიწრო ყელიდან ბოთლის გაწმენდა ადვილი არაა. როგორ ვებრძოლოთ მწვანე ნადებს? Novate მარტივ ხრიკებს გიზიარებთ.

1. აბრაზიული ნაწილები

ბოთლის ძირიდან ნადების მოსაშორებლად აბრაზიული ნაწილები გამოიყენეთ. ჯერ ბოთლში წყალი ჩაასხით, რომ ჭუჭყი დალბეს. ახლა აბრაზიული საშუალება გამოიყენეთ, რომელიც ბოთლის კედლიდან ნადებს ეფექტურად აშორებს, ამასთან ზედაპირზე ნაკაწრებს არ ტოვებს. სხვა შემთხვევაში წყალმცენარე კვლავ დასახლდება და მისი მოშორება უფრო გაგიჭირდებათ.

აბრაზიული ნაწილების ვარიანტები:

  • ხორბალი, ბრინჯი, ფეტვი, წიწიბურა. მარცვლეული ბოთლში ჩაყარეთ და დაუყონებლივ ბოთლის აქტიურად ტრიალი დაიწყეთ, სანამ ფეტვი არ გასივებულა.
  • სოდა, სუფრის მარილი. სითხეში გააზავეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ.
  • ხელით დატეხილი კვერცხის ნაჭუჭი. ოღონდ ფხვნილის მიღებამდე არ დაფშვნათ, უბრალოდ წვრილად დატეხეთ, რომ ბასრი კბილები დარჩეს.
  • მსხვილი ქვიშა. წვრილი ქვიშის გამოყენება არ შეიძლება, რადგან უფრო ბასრია და ზედაპირს კაწრავს.
  • კარტოფილი, მსხვილ სახეხზე გახეხილი. მსუბუქი ჭუჭყის და ბავშვის ბოთლებისთვის გამოგადგებათ. როგორი აბრაზიული საშუალებაც არ უნდა აირჩიოთ, წყალი აუცილებლად გამოიყენეთ, შემდეგ ბოთლი 10-15 წუთით აქტიურად ანჯღრიეთ.

2. საყოფაცხოვრებო ქიმია

  • ცოტაოდენი მათეთრებელი ბოთლში ჩაასხით და ცოტა ხნით გააჩერეთ. ქლორი ორგანულ ნადებს ეფექტურად შლის. ისღა დაგრჩენიათ ბოთლს წყალი კარგად გაავლოთ.
  • წყალბადის ზეჟანგიც ზუსტად ასევე მუშაობს. დაასხით, დაელოდეთ, გარეცხეთ და მწვანე ნადები მოიშორეთ.
  • კიდევ ერთი ვარიანტი – წყალში გაზავებული ლუდის საფუარი. საფუარი ნადებს ფაქტიურად „ჭამს“. მთავარია, შემდეგ ჭურჭელი კარგად გარეცხოთ, რომ საფუარის არომატი არ დარჩეს.

ხრიკი: ბოთლი რომ არ გამწვანდეს, მუქი ქეისი ჩამოაცვით. უბრალო საფარითაც შეგიძლიათ დაფაროთ. ასე წყალმცენარეებისა და მათი გამრავლებისთვის არახელსაყრელ გარემოს შექმნით.