რემონტი უპრობლემოდ ან მარტივი ხრიკები რთული სიტუაციების მოსაგვარებლად

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გარდაუვალ რემონტთან შეჯახება უწევს. ერთი შეხედვით, ბინის გადაკეთებაში ცუდი არაფერია, მაგრამ სარემონტო სამუშაოებს მხოლოდ სამშენებლო და გასავალი მასალების მრავალსაათიანი ძებნა არ ახლავს. მტვერი, ჭუჭყი, უსიამოვნო სუნი, ჩაქუჩით დაზიანებული თითები – ეს ყველაფერი პრობლემის მხოლოდ ნაწილია, რომელსაც რემონტი მალავს. Novate გიზიარებთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

1. როგორ მოვიშოროთ საღებავის სუნი სწრაფად

ადამიანებმა ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით პრაქტიკულად უსუნო ლაქის შემცველი საღებავების შექმნა ისწავლეს. რემონტის დროს მხოლოდ ასეთი საღებავი არ გამოიყენება. ფითხი, გრუნტი, სხვადასხვა გასაზავებელი სითხე შენობას უსიამოვნო არომატებით ავსებს. ოთახის განიავება ყოველთვის შესაძლებელი არაა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, წასმული საშუალების შემადგენლობის წესების დაცვით დაწყებული და არახელსაყრელი ამინდის პირობებით დამთავრებული.

ამ შემთხვევაში წლების მიერ გამოცდილი „ბებისეული მეთოდი“ დაგეხმარებათ. ჭურჭელში წყალი ჩაასხით და ჩვეულებრივი მარილი გახსენით. ის სუნს შთანთქავს და ინარჩუნებს. მარილწყლის რეზერვუარად შეგიძლიათ გამოიყენოთ თასი, ქვაბი, ვედრო და გადაჭრილი წყლის ბოთლიც.

რაც უფრო მეტ კონტეინერს დააწყობთ ოთახის სხვადასხვა ნაწილში, მით უფრო სწრაფად გაქრება უსიამოვნო არომატი.

2. როგორ ებრძვის პლასტმასის ბოთლი ჭუჭყს

კედლების და ჭერის გაბურღვისას ბევრი მტვერი წარმოიქმნება. ბეტონის ან აგურის წვრილი ნაწილები არა მხოლოდ ზედაპირზე ილექება, არამედ ადამიანს სახესა და ტანსაცმელზე ხვდება. ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლით (ხუთლიტრიანი) შეგიძლიათ ჭუჭყს ეფექტურად გაუმკლავდეთ.

ამისთვის ბოთლი წრეზე 2 ნაწილად გაჭერით. ბოთლის ყელიანი ნაწილი საბურღის მასრას მიამაგრეთ. ბურღვის დროს პლასტმასის ყუთი კედელს მიაბჯინეთ. მტვერი და წვრილი ნაწილაკები ბოთლში დაგროვდება. ასეთი მეთოდი ჭერის გაბურღვისას განსაკუთრებით ეფექტურია.

3. როგორ დაგეხმარებათ ფენი რემონტის დროს

ზოგჯერ პლინტუსის, ზღურბლის, მილის და რემონტისთვის საჭირო სხვა ნივთების ზედაპირზე წებოვანი საინფორმაციო იარლიყია მიმაგრებული. პირველივე ჯერზე მისი მოშორება ყოველთვის არ გამოგვდის.

„წებოვანის“ მარტივად მოშორებაში ფენი დაგეხმარებათ. თბილი ჰაერის ნაკადი ერთ წუთში წებოვან ბაზას „გაადნობს“ და ეტიკეტს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და უკვალოდ მოიშორებთ.

4. როგორ შევღებოთ ზედაპირი სწორად და არ დავსვაროთ კედლები და კარის ანჯამა

ზედაპირს საღებავის ფენა იდეალურად თანაბრად რომ წაუსვათ, ზედაპირი აუცილებლად უნდა მოამზადოთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მტვრის და ნამსხვრევების მოშორებაში მტვერსასრუტი დაგეხმარებათ. ამის შემდეგ ზედაპირი სველი ჩვრით გადაწმინდეთ. როგორც კი ზედაპირი გაშრება, შეღებვა დაიწყეთ.

თუ კარს ან ფანჯარას აახლებთ, ანჯამები, სახელურები და მინა საღებავის ლაქებისგან შეგიძლიათ სამღებრო სკოჩის გარეშეც დაიცვათ. კარის ფურნიტურას ვაზელინი კარგად წაუსვით. მისი ცხიმიანი ბაზა საღებავის გაშრობის შემდეგ კარგად შორდება.

მინის დასაცავად ქაღალდი ან გაზეთი გამოგადგებათ. ქაღალდის ზოლები წყალში კარგად სველდება და მინის ზედაპირს ეკვრის. შეღებვის შემდეგ ქაღალდი მოაშორეთ, მის ქვეშ მინა სუფთა რჩება.

5. როგორ დავჭედოთ ლურსმანი ძნელად მისადგომ ადგილას და თითების დაზიანების გარეშე

იმის მიუხედავად, რომ თვითხრახნები ლურსმენს ავიწროებენ, ზოგჯერ ეს რკინის „დამჭერი“ შეუცვლელია. ზოგჯერ ლურსმნის დაჭედება ძნელად მისადგომ ადგილებში გვიწევს. მით უფრო, თუ კიბეზე ასვლა გვიწევს. ლურსმნის და ჩაქუჩის ხელში დაჭერა – ტრავმსახიფათოა. შეიძლება თავი ვერ შეიკავოთ და კიბიდან გადმოვარდეთ. ჯიბიდან ლურსმნის ამოღება მოსახერხებელი არაა.

ამ შემთხვევაში 2 ნივთი დაგეხმარებათ: იზოლენტი და მაგნიტი. მათი პოვნა საკმაოდ ადვილია. ჩაქუჩის სახელურს მაგნიტი მიაკარით. მაგნიტზე ლურსმენი დაამაგრეთ. ძნელად მისადგომ ადგილთან მისვლისას, ინსტრუმენტები დააცალკევეთ.

პატარა ლურსმნის დაჭედებისას თითები რომ არ დაიზიანოთ, ქაღალდი დაგჭირდებათ.

ლურსმნით ქაღალდი ისე გახვრიტეთ, რომ „ქუდის“ ქვეშ აღმოჩნდეს. ასეთი მოწყობილობა საჭირო ადგილას მოათავსეთ. ერთი ხელით ქაღალდი დაიჭირეთ, მეორეთი ჩაქუჩი. ლურსმნის დაჭედების შემდეგ ქაღალდს ადვილად მოაშორებთ.