მარტივი მეთოდი ცემენტის გარეშე ცეცხლმედეგი ხსნარის გასაკეთებლად

ადამიანი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს ავითარებს და სამშენებლო მიმართულება გამონაკლისი არაა. სპეციალისტების პირველი ამოცანაა მასალის ხარისხის გაუმჯობესება, სამუშაო პროცესის გამარტივება და საშუალებების კარგად დაზოგვა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ რაისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბათქაშის წასასმელად ცემენტის გარეშე ცეცხლგამძლე ხსნარის მომზადებაში გარღვევა მოახდინეს. Novate გიზიარებთ ხრიკს, როგორ მოამზადოთ ცეცხლმედეგი ხსნარი ცემენტის გარეშე.

ქვანახშირის ან ხის ნაცარი ხსნარებში ცნობილი ცემენტის შესანიშნავი ალტერნატივაა. მაგალითად, ბათქაშისთვის ნაცარი ხსნარს სიმტკიცეს, ცეცხლმედეგობას შემატებს, ცეცხლგამძლეს და ეკოლოგიურად სუფთას გახდის. ხსნარი კედელზე წლები კარგად გაჩერდება.

ნაცრის ხსნარი ცემენტის გარეშე

ნაცარში შემავალი ერთ–ერთი მთავარი ელემენტია კალციუმის ოქსიდი, რომელსაც მაღალი ცემენტირების თვისებები აქვს. ის ხსნარის სტრუქტურას, მის ელასტიურობას, ცეცხლმედეგობას, ასევე გამძლეობას აუმჯობესებს. ასეთი ხსნარი ძალიან მაღალი ტემპერატურის რეჟიმსაც კარგად უძლებს. მშენებლობაში ნაცრის ხსნარი საუნის, ბუხრის, აბანოს, ღუმელის მშენებლობაში გამოიყენება. მისი გამოყენება შეგიძლიათ ფილების დაგებისას, რომ ხვრელები და წარმოქმნილი ბზარები ამოავსოთ.

ასეთი ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 6 ლ ნაცარი (როგორც ქვანახშირის, ასევე ხის შეგიძლიათ გამოიყენოთ)
  • 4-5 ლ თხელი ჩამქრალი კირი
  • 800 გრ სუფრის მარილი

თავდაპირველად, ჩამქრალი კირი გააზავეთ, ზუსტად ისე, როგორც შეთეთრების შემთხვევაში. მაგალითად, 10 ლ წყალზე 2,3 კგ კირი აიღეთ. იდეალურია, თუ ამის შემდეგ გადაწურავთ.

ახლა ნაცარი აიღეთ, გაცერით, რომ მასში მსხვილი ნაწილები და ჭუჭყი არ დარჩეს. მომზადებული ნაცარი მარილთან ერთად ჭურჭელში გადაიტანეთ და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ კირი დაუმატეთ, ოღონდ ძალიან ნელა, ნაწილ–ნაწილ. ხსნარს მუდმივად აურიეთ, რომ მზა ხსნარი ერთგვაროვანი იყოს. თავისი სტრუქტურით ხსნარი ჩვეულებრივ ცემენტს ძალიან ჰგავს, აი, ხარისხით და თვისებებით გაცილებით უკეთესი გამოდის, ვიდრე პორტლანდცემენტი.