10 სასარგებლო ხრიკი ქაღალდის პირსახოცით ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის

ქაღალდის პირსახოცი ის ნივთია, რომელიც ყველას სამზარეულოში უნდა ჰქონდეს. მისი დახმარებით ჭუჭყს სწრაფად მოიშორებთ, კერძის მზადებისას დაღვრილ სითხეს გადაწმენდთ. გარდა ამისა, ერთჯერადია და მის რეცხვაზე დროის ხარჯვა არ მოგიწევთ. Novate გიამბობთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცი ყოველდღიურობაში.

1. ცხიმის მოშორება

ზოგჯერ ამა თუ იმ კერძის, მაგალითად, ბულიონის მომზადებისას ცხიმის ზუსტად გათვლა შეუძლებელია. არ ინერვიულოთ, ქაღალდის პირსახოცით ზედმეტ ცხიმს მარტივად მოაშორებთ. ამისთვის ქაღალდი დიდ საწურზე გაშალეთ, ქვაბს დაადეთ და ნელ–ნელა ბულიონი გადაასხით. პირსახოცი ცხიმის ნაწილებს დაიკავებს და კერძი უფრო დიეტური გახდება.

2. ზეთის ლაქების მოშორება

ნებისმიერი სამზარეულოს ყოველდღიურობა: სხვადასხვა ზეთოვანი ლაქა, რომელიც მაგიდაზე, გაზქურაზე, სახელურსა და ზეთის ბოთლზე რჩება. ამის თავიდან ასაცილებლად, ბოთლს ცოტა ქაღალდის პირსახოცი შეამოახვიეთ, რეზინით დააფიქსირეთ. რამდენიმე წვეთი რომც დაიღვაროს, ქვემოთ არ ჩამოვა – ზეთს პირსახოცი დააკავებს, ანუ სამზარეულოს ზედაპირი სუფთა დარჩება.

3. საღებავის და ფანქრის ლაქების მოშორება

თუ სახლში ბავშვები გყავთ, მათი შემოქმედების კვალს ვერ აიცილებთ. ფანქრის ან აკვარელის კვალი გვხდება იატაკზე, ფილებზე, კარადის კარსა და სამზარეულოს გარნიტურზე. თუ ლაქები დროულად აღმოაჩინეთ და ჯერ კიდევ გამხმარი არაა, უბრალოდ სამზარეულოს პირსახოცით შეიარაღდით. ჭუჭყიან ადგილს დააფინეთ, შემდეგ უთო რამდენჯერმე გადაატარეთ – ფერადი კვალი ქაღალდზე გადავა.

4. სალათის სითხის მოშორება

ყველაზე უსიამოვნო რამ სალათის მომზადებისას – ტენიანობის ან წვენის მოულოდნელი რაოდენობა, რაც არა მხოლოდ კერძის გარეგნობას, არამედ გემოს აფუჭებს. არ ინერვიულოთ: უბრალოდ დიდ საწურზე ან საცერზე ქაღალდის პირსახოცი დააფინეთ, შემდეგ მასზე ბოსტნეული მოათავსეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ქაღალდი სწრაფად შეიწოვს სითხეს, რომელიც საკვების მიღებაში ხელს გიშლით.

5. გაფილტვრა

ყავის და ფოთლოვანი ჩაის მოყვარულებს ხშირად სასმელის მოსამზადებელი საწური არ აქვთ. ამ მარტივ როლს უბრალო ქაღალდის პირსახოცი მარტივად გაუმკლავება. ამისთვის ქაღალდი რამდენჯერმე გაკეცეთ, შემდეგ სასმელი მოამზადეთ და ქაღალდში გაატარეთ. მისი სიმკვრივე ნალექის აცილებაში დაგეხმარებათ და ერთგვარი ფილტრის როლს შეასრულებს.

6. ბეკონის მომზადება

სახლში მომზადებული ბეკონი მაღაზიის ბეკონისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ ნაკლებად ხრაშუნობს. ამას რომ მიაღწიოთ და კერძი სწორად მოამზადოთ, პირსახოცი გამოიყენეთ. სანამ ხორცის ნაჭერს ტაფაზე მოათავსებთ, პირსახოცით გაამშრალეთ. შემწვარი ბეკონი პატარა პირსახოცზე დადეთ, რომ ზედმეტი ცხიმი დაიწუროს. მოშორებული სითხე და ცხიმი ხორცს უფრო გამოაშრობს და ხრაშუნა ქერქს მიიღებთ.

7. ახალი მწვანილის შენახვა

ყველასთვის ცნობილია შეძენილი მწვანილის სწრაფად ლპობის და ჭკნობის პრობლემა. მისი გახმობა ან გაყინვა აუცილებელი არაა, ამით ხომ გემოს კარგავთ და ოხრახუშს, კამას თუ სალათის ფურცლებს სასარგებლო ნივთიერებებს ართმევთ. უბრალოდ ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ. ქაღალდი სითხეს შეაკავებს, ფოთლებიდან აორთქლების საშუალებას არ მისცემს, რის ხარჯზეც მწვანილი ახალი დარჩება და არ დალპება.

8. ბოსტნეულის მომზადება

ბოსტნეული ის, რაც ყოველთვის და ნებისმიერ სეზონზე უნდა მოხარშოთ, რომ რაციონში აუცილებელი მრავალფეროვნება შეიტანოთ. ერთ–ერთი მარტივი მომზადების მეთოდი, რომელსაც კულინარიული გამოცდილების არ მქონე ადამიანიც ადვილად აითვისებს: მიკროტალღურ ღუმელში მომზადება. თუმცა მასში მომზადებული ყველა პროდუქტი რეზინის კონსისტენციას იღებს. ამის თავიდან ასაცილებლად ბოსტნეულით სავსე კონტეინერი ან თასი ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ.

9. სტეიკის მომზადება

იდეალური სტეიკი ყველა მზარეულის ოცნებაა, რომელსაც ერთხელ მაინც ხორცი მოუხარშავს. სტეიკი იდეალურად რომ შეწვათ ხრაშუნა ქერქით და უხვი ტენიანობის გარეშე უბრალო პირსახოცი გამოიყენეთ. გარეცხილი ხორცი ყველა მხრიდან პირსახოცით გაამშრალეთ და ტაფაზე თამამად გაუშვით. ასე ხორცი შიგნით წვნიანი, გარედან ხრაშუნა დარჩება.

10. შაქრის რეანიმაცია

ლერწმის შაქრის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რაღაც მომენტში ფხვიერობას წყვეტს და კონსისტენციას იცვლის. მის აღსადგენად მთელი შაქარი პატარა თასში გადაიტანეთ. ზემოდან ოდნავ სველი ქაღალდის პირსახოცი დააფინეთ, შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში ან ჩვეულებრივ ღუმელში ერთი წუთით მოათავსეთ. ტემპერატურა და სითხე შაქარს ბუნებრივ ფხვიერობას დაუბრუნებს.