3 ხელმისაწვდომი საშუალება პლასტმასის ფანჯარას და მის რაფას ძველებურ სითეთრეს დაუბრუნებს

ადრე თუ გვიან თეთრი პლასტმასის ფანჯრის რაფა და ჩარჩო ყვითლდება, თუ სათანადო ზომას არ მიიღებთ. გარეგნულად, ეს კარგად არ გამოიყურება, ამიტომ სიყვითლის გაჩენა არ დაუშვათ. Novate გთავაზობთ მარტივ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ფანჯრის რაფას და ჩარჩოს ძველებურ სითეთრეს დაუბრუნებთ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სპირტის შემცველი საშუალება და პლასტმასი ერთმანეთთან ვერ მეგობრობს. სწორედ ამიტომ, სპირტი არ გამოიყენოთ. მისი ზემოქმედებით პლასტმასის ზედაპირი გლუვდება, რაც ვიზუალურად თვალსაჩინოა. სპირტი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა ჭუჭყი ძალიან ჩამჯდარია.

კიდევ ერთი პრევენციული მომენტი: სტანდარტული დალაგება. პერიოდულად პლასტმასის ზედაპირების გადაწმენდა იმის გარანტიას არ გაძლევთ, რომ სიყვითლე საერთოდ არ გაჩნდება, მაგრამ პრობლემა უფრო გვიან შეგაწუხებთ.

№1 საშუალება

თანაბარი პროპორციით წყალი და ძმარი აიღეთ და აურიეთ. ასეთი ხსნარი ნებისმიერ ჭუჭყს, მათ შორის ცხიმსაც უმკლავდება და მსუბუქ მათეთრებელ ეფექტს უზრუნველყოფს. საკმარისია, ხსნარი წელიწადში რამდენჯერმე გამოიყენოთ. რაც შეეხება ჩვარს, სჯობს პლასტმასის გადასაწმენდად ღრუბელი ან მიკროფიბრი გამოიყენოთ. მის შეძენას ნებისმიერ სუპერმარკეტში შეძლებთ.

№2 საშუალება

მელამინის ღრუბელი, რომელსაც უპრობლემოდ შეიძენთ, პლასტმასს, და არა მხოლოდ მას, იდეალურად წმენდს. ეს ვარიანტი ყველას არ მოსწონს. ბევრი თვლის, რომ მელამინის ღრუბელი პლასტმასს აზიანებს, ოღონდ უცნობია, რითი. ეს ვარიანტი მოყვარულებისთვისაა.

№3 საშუალება

ყველასთვის კარგად ცნობილი მათეთრებელი ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება. საშუალება იაფი და ეფექტურია, მაგრამ უსაფრთხო არაა, კერძოდ მათთვის, ვინც ალერგიულია, დამატებით ძლიერი სპეციფიკური სუნი აქვს. მათეთრებლის, როგორც ნებისმიერი ქიმიური საშუალების გამოყენების დროს აუცილებლად ხელთათმანები გაიკეთეთ. შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.