ამერიკელმა იპოვა სამალავი, რომელმაც ძველი სახლის ყიდვისა და რემონტის ხარჯები აუნაზღაურა 

ძველი სახლის შეძენა ბევრს არ სურს, რადგან თანამედროვე საცხოვრებელ ფართად ან ოფისად მისი გადაკეთება დიდ ხარჯებს მოითხოვს. არის შემთხვევები, როცა სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს და მსგავს გარიგებას უნდა დათანხმდეთ. ზოგჯერ სწორედ ძველმა შენობამ შეიძლება მოგიტანოთ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზები სამალავის სახით. სწორედ ასე დაემართა იურიდიული ფირმის მფლობელს, რომელსაც ქალაქის ძველ ნაწილში ოფისი დასჭირდა.

დევიდ უიტკომბმა, რომელიც ქალაქ ჯენივაში, ნიუ–იორკის შტატში, იურიდიული ფირმის მფლობელია, 2020 წლის დეკემბერში ქალაქის ისტორიულ ნაწილში ოფისის შეძენა გადაწყვიტა, რომ თანამშრომლებისთვის უფრო კომფორტული გარემო და სამუშაო სივრცე შეექმნა. ძველი შენობის ყიდვისას, რომელიც არა ერთი ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის ოფისად გამოიყენებოდა, არაფერს ელოდნენ, რადგან საცხოვრებელ შენობას არ წარმოადგენდა.

სახლის შეძენამდე დათვალიერებისას სხვენი ვერც შეამჩნია, რადგან ბოლო (მესამე) სართულზე კიბე ან კარი არ იყო. აქ, ყოფილი მფლობელების დროს საცავი და არქივი იყო, სადაც თანამშრომლები უკიდურეს შემთხვევაში ადიოდნენ. შენობის წინა ორი მფლობელი რემონტს არ ჩქარობოდა, ამიტომ წლები ხელშეუხებელი დარჩა. მხოლოდ შემთხვევითობის და ახალი მფლობელის ცნობისმოყვარეობის წყალობით საიდუმლო ოთახის არსებობის შესახებ გაიგეს, რომელიც 100 წლის წინ ცნობილი ფოტოგრაფის, ჯეიმს ჰეილის სახელოსნოს წარმოადგენდა. ფოტოგრაფი ცნობილი იყო იმით, რომ ამერიკელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ოფიციალურ პორტრეტებს იღებდა.

საინტერესო ფაქტი: მესამე სართულზე გადამწვარმა ნათურმა ჭერის უცნაურობაზე ყურადღება მიიქცია. დევიდ უიტკომბს არ დაეზარა და ჭერი დეტალურად შეისწავლა. აქ, ორმაგი ჭერი აღმოჩნდა, რომლის დემონტაჟის შემდეგ სხვენში ასასვლელი გამოჩნდა. ახალი მფლობელი საიდუმლო შენობაში შესვლისთანავე მიხვდა რომ ეს არა უსარგებლო ხარახურის შესანახი ადგილი, არამედ ფოტოსტუდია იყო. ძველი ფოტოაპარატები, სპეციალური სარკე, ძველი ლინზები, ფოტოგანათება, ბევრი ნეგატივი, ჩარჩო, ფოტოები და რეკვიზიტებიც კი, რომლითაც მე-19-20 საუკუნეებში ფოტოების გადაღებას უპირატესობას ანიჭებდნენ.

„პირველი, რაც დავინახე ერთმანეთზე დაწყობილი სურათების ჩარჩოები იყო, ეს დიდებული რამ იყო. სწრაფი გადახედვა საკმარისი იყო იმის გასარკვევად, რომ იშვიათი ნივთები საუკუნის ბოლოს შეიქმნა. ოქროს და მოოქროვილი ჩარჩოები ისე ბრწყინავდა, რომ ვიფიქრე „ბალბესების საგანძური“ ვიპოვე“ – აღფრთოვანებით ჰყვება ახალგამომცხვარი მფლობელი.

ნაპოვნი ნივთების გაწმენდას და გამოკვლევას დიდი დრო დასჭირდა. რა თქმა უნდა, კარგად შენახული ძველი ნივთების მნიშვნელობას და ღირებულებას მხოლოდ სპეციალისტები დაადგენდნენ. დევიდ უიტკომი თავდაპირველად ჟენევის ისტორიულ საზოგადოებას დაუკავშირდა, აქედან ყოფილი პრეზიდენტის, დენ ვეინსტოკის საზოგადოებასთან გადაამისამართეს, რომელიც ჰეილის მუშაობას იკვლევდა და იმ ეპოქის ფოტოგრაფიის ხელოვნებაში კარგად ერკვეოდა.

ამ ადამიანმა რამდენიმე პორტრეტი გადაარჩა, რომელთაც დიდი ისტორიული ღირებულება ჰქონდათ, მათ შორის სუფრაჟისტების ლიდერის, სიუზენ ენტონის პორტრეტი, რომელიც წლების განმავლობაში ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. სწორედ ეს ფოტო გახდა სიუზენ ენტონის მემორიალური ასოციაციის ოფიციალური ფოტოსურათი, რომლის ასლებს გრავიურად და ღია ბარათებისთვის ყიდდნენ.

Novate–ს ინფორმაციით, მისი ასლი აშშ–ს კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექციაშიც ინახება. აი, საიდუმლო სხვენში იპოვეს რამდენიმე ნეგატივი, რომელზედაც უმცირესი დეტალები, მათ შორის ქინძისთავი ასოციაციის დროშით შეგიძლიათ იხილოთ (ფოტოები რამდენიმე კუთხიდან გადაღებულია).

მკვლევარების თქმით, ჰეილი ნიუ–იორკის შტატში ქალთა ხმის უფლების ასოციაციასთან მჭიდრო კავშირში იყო, რომელთა შეხვედრები ჯენივეში ხშირად იმართებოდა. ამ მიზეზით სტუდიაში აქტივისტების ბევრი ფოტო იპოვეს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს იდენტიფიცირება შეძლეს.

სხვენში, რომლის არსებობა არც ისტორიკოსებმა/მკვლევარებმა, არც წინა ორმა მფლობელმა არ იცოდა, ადგილობრივი სპორტული გუნდის ბევრი ფოტო, სამხედრო ფორმაში მყოფი მამაკაცების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები, ასევე გამოპრანჭული ქალების და საოცარი ბავშვების ფოტოები იპოვეს, რომლებიც ცნობილები არ გამხდარან, მაგრამ ამით ისტორიული ღირებულება არ დაუკარგავთ. არაფერს ვამბობთ სპეციალურ მოწყობილობაზე, იშვიათ რეკვიზიტებზე, ავეჯსა და ფონებზე, რომლებიც იმ დროს ფოტოსტუდიებში პოპულარული იყო, და ბევრი სხვა ნივთი, რომლებიც მკვლევარებს და კოლექციონერებს აუცილებლად დააინტერესებთ.

ყველაზე დიდი ბონუსი სახლის ახალმა მფლობელმა მიიღო, რადგან შეუძლია ნაპოვნი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს. ამ დროისთვის ყველაზე საინტერესო ნივთები მტვრისა და გვერდითა სახლში ხანძრის ჭვარტლისგან გაწმენდილია და ადგილობრივ სააუქცინო კომპანიაში მდებარეობს, სადაც ამ შემოდგომას აუქციონის გამართვა იგეგმება. კომპანიის მფლობელის თქმით, კოლექციის საერთო ღირებულების განსაზღვრა ახლა შეუძლებელია, რადგან ყველა ნივთი უნიკალურია. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სხვენში ნაპოვნი კოლექციით 150-200 ათასი დოლარის მიღებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ დევიდ უიტკომბა ძველი სახლი 100 ათას დოლარად იყიდა, რადგან შენობა მთლიანად კაპიტალურ რემონტს მოითხოვს. ბედნიერი მფლობელი პირობას იძლევა, რომ შენობის სრული გარემონტის შემდეგ სხვენს გახსნის და ავეჯის და მოწყობილობის ნაწილს დატოვებს, რომ ჯეიმს ჰეილის პატარა მუზეუმი–სტუდია მოაწყოს, რომელიც ამ სახლში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.