ხორვატიაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მთაში, საუკუნოვანი ზეთისხილის ხევნარის ქვეშ დამალეს

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ხმელთაშუა ზღვისპირეთზე უნიკალურ დასასვენებელ ადგილს ეძებს. ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო–ბუტიკი Villa Nai 3.3 გამოცდილ მოგზაურებზეც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ეს მოდური კომპლექსი დალმაციის კუნძულებზე, ადრიატიკის ზღვასთან ახლოს დამალეს. ბუნებრივ ბორცვში „ჭკვიანურმა“ გაერთიანებამ საშუალება მისცათ, რომ სასტუმრო თვალწარმტაც ლანდაშაფტთან შეერწყათ. ასე დამსვენებლებს უნიკალური შესაძლებლობას აძლევენ, რომ კომფორტულ პირობებში ბუნებასთან ჰარმონიაში და განმარტოებით დაისვენონ.

ხორვატია შესანიშნავი ქვეყანაა შვებულების გასატარებლად ან ზაფხულში დასასვენებლად. კრისტალურად სუფთა ადრიატიკის ზღვა, თვალწარმტაცი ბუნება, შესანიშნავი კლიმატი, შეუდარებელი გასტრონომია და მოკრძალებული სტუმართმოყვარეობა – ეს ყველაფერი დასასვენებელი ადგილის არჩევისას გადამწყვეტი არგუმენტი გახდება. თუ ამ ყველაფერს შემატებთ კარგ სასტუმროს, რომელიც სტუმრებს სიხარულით ხვდება, მაშინ უკეთეს ადგილზე ვერც იოცნებებთ.

ახლახანს გახსნილი ბუტიკი–სასტუმრო გამონაკლისი არაა, რომელიც არა მხოლოდ დასასვენებლად იდეალურ პირობებს, არამედ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გთავაზობთ. თქვენ ცხოვრება მოგიწევთ ბორცვში „დამალულ“ ნომრებში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ზეთისხილის ხევნარი მდებარეობს. ახალი სასტუმრო Villa Nai 3.3 ულამაზეს კუნძულ დუგი ოტოკზე მდებარეობს, რომელიც ბუნებრივი პარკებით და უსასრულო ადრიატიკის ზღვით გარშემორტყმულია. მისი შემქმნელი ცნობილი ხორვატიელი არქიტექტორი ნიკოლა ბაშიჩია, რომელმაც ბუნებასთან მაქსიმალური პატივისცემით ვილის აშენება შეძლო.

ულამაზეს ბორცვში იდეალურმა ინტეგრაციამ საშუალებას მისცათ, რომ არქიტექტურული ობიექტი მისი ფორმებისა და მოხრებისთვის მოერგოთ. სასტუმრო განსაკუთრებული ატმოსფეროთი და ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შეგრძნების შესაძლებლობით გამოირჩევა.

სასტუმრო–ბუტიკი მდებარეობს ბორცვზე, სადაც ოდესღაც ზეთისხილის ხევნარი იყო, ამან მისი დიზაინი განსაზღვრა. უსწორმასწორო კედლები, რომლებიც ბორცვის ფორმებს იმეორებს, ადგილობრივი ქვებით და ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიით არის აშენებული. ტექნოლოგია მოიცავს უძველეს დალმატურ მეთოდს, რომელიც ხსნარის გარეშე მონუმენტური ქვის კედლის აღმართვას გულისხმობს. ლამაზი კედლები შეგიძლიათ იხილოთ არა მხოლოდ გარეთ, არამედ თითოეული ნომრის გარშემო, რომელიც პერსონალურ ტერასებს ქმნის, და სასტუმროს შიგნით.

საინტერესო ფაქტი: Villa Nai 3.3 მდებარეობს სამი ეროვნული პარკის და ერთი ბუნებრივი პარკის საზღვარზე, ასობით დალმაციის კუნძულების გარემოცვაში. სასტუმრო მთლიანად ბუნებაში ჩაძირულია, ამავდროულად, კონტინენტის და ადრიატიკის ზღვის სანაპიროს ნაწილია. ზეთისხილის ხევნარი, რომელიც სასტუმროს კომპლექსის ნაწილი გახდა, არა მხოლოდ კოლორიტული დანამატი, არამედ ისტორიის ნაწილია, რომელსაც ამ სასტუმროს შექმნა ეფუძნება. ახალ სასტუმროს სახელი დაერქვა მრავალი ჯილდოს მქონე ზეითუნის ზეთის Nai 3.3–ის საპატივცემულოდ, რომლის მწარმოებლებმაც ამ მდიდრული სასტუმროს მშენებლობა გადაწყვიტეს.

სასტუმრო ფერდობზე მდებარეობს, ამიტომ თითოეული ნომრიდან წარმოუდგენელი პეიზაჟი იშლება, მათ შორის ზეთისხილის ხევნარზე, რომელიც თითქმის 5 საუკუნისაა. გარდა ამისა, დამსვენებლებს შეუძლიათ ზღვის წყლით სავსე პანორამული აუზის მახლობლად, რომელიც ზეთისხილის ხეებს შორის მდებარეობს, ან უბრალოდ საწოლში ნებივრობისას დატკბნენ ზღვის სანაპიროთი, ბალახების მათრობელა სურნელით და ჭრიჭინების სიმღერით. სასტუმროს კიდევ ერთი აუზი აქვს, რომელიც გამაჯანსაღებელ ცენტრში მდებარეობს. აქ მოწყობილია ბიო–საუნა და სპა–სალონი, რომელიც გთავაზობთ ზეითუნზე დაფუძნებულ საფირმო პროცედურებს და არა მხოლოდ.

სასტუმროში მხოლოდ 8 ნომერი და ლუქსია, თითოეული განუმეორებელი სტილით. ინტერიერის პასტელური ფერები, ძვირადღირებული ხის ხელნაკეთი ავეჯი, ნატურალური ქსოვილები, ორადგილიან საწოლზე ბალდახინი, პანორამული ფანჯარა იატაკიდან ჭერამდე, სურნელოვანი სააბაზანო ოთახი, საკუთარი ტერასა დასასვენებელი ზონით – ასე იდეალური პირობებია შექმნილი, რომ ნებისმიერ სეზონზე განმარტოებით იდეალურად დაისვენოთ და სრულად მოდუნდეთ.

Novate–ს ინფორმაციით, სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ზეთისხილი შეაგროვონ და დააკვირდნენ, როგორ ამუშავებენ ზეთის საწარმოებლად, რომელიც პირდაპირ სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს. გარდა ამისა, დამსვენებლებს საშუალება აქვთ, სასტუმროს რესტორანსა და ბარტში Grotta 11000 უგემრიელესი, საავტორო კერძები დააგემოვნონ. კერძებს ღია ცეცხლზე ამზადებენ, როგორც ამას საუკუნეების წინ კუნძულის მაცხოვრებლები აკეთებდნენ.