დახვეწილი, სწრაფი და მარტივი მეთოდი ტაფაზე ძველი ცხიმის და ნამწვის მოსაშორებლად

რა შეიძლება იყოს ძველ, კეთილ, დროში გამოცდილ „ბებისეულ“ ტაფაზე უკეთესი, რომელიც ჯერ კიდევ სსრკ–ს პერიოდში დაამზადეს? დიდი, მძიმე და საიმედო. მასზე მომზადებული კერძი ყოველთვის განსხვავებულად გემრიელია. თითქმის ნებისმიერ ტაფას და მით უფრო ასეთს ერთი დიდი ნაკლოვანება აქვს: გამოყენებისას მასზე ცხიმი და ნამწვი გროვდება. ასეთი „საჭმლის ჭუჭყის“ მოშორება მარტივი არაა, მაგრამ Novate გასწავლით შინაურულ მეთოდს, რომ ტაფას ცხიმი და ნამწვი საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშე მოაშოროთ.

დაგჭირდებათ: დიდი ქვაბი, სუფრის კოვზი, წყალი, სოდა, ზუმფარის ქაღალდი, დანა

ტაფის გასაწმენდად პრინციპულად არაფერი რთულის გაკეთება არ მოგიწევთ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი წმენდის მეთოდი უნივერსალურია და ნებისმიერი ჭურჭლის გასაწმენდად შეგიძლიათ ეფექტურად გამოიყენოთ. პირველ რიგში, ისეთი ზომის ქვაბი აიღეთ, რომელშიც ჭუჭყიანი ტაფა თავისუფლად ჩაიძირება. შემდეგ ქვაბში წყალი ჩაასხით და გაზქურაზე დადგით.

ცხელ წყალში ბინძური ტაფა ჩადეთ, 2–3 სუფრის კოვზი სოდა დაუმატეთ. წყალს კარგად აურიეთ. ქვაბში ზუსტად 1 საათით ხარშეთ. ამ დროში წყალში ბუშტები გაჩნდება. სოდა წყალსა და ცხიმთან რეაქციაში შევა, ცხიმს დაარბილებს. სოდის ბუშტები ჯერ კიდევ დუღილის ბუშტებამდე გამოჩნდება. 1 საათში, როცა წყლის ზედაპირზე დამახასიათებელი ქაფი გამოჩნდება, ტაფა წყლიდან ამოიღეთ და გაზქურა გამორთეთ.

დუღილის დროს ნამწვი არაერთგვაროვანი და სოდის ზემოქმედებით მყიფე უნდა გახდეს. დანა აიღეთ და ნამწვის ზოლები ტაფას ფრთხილად მოაშორეთ. მჭრელი ინსტრუმენტით ნამწვი ფენა–ფენა მოაშორეთ, პრობლემურ ადგილებში კარგად აფხიკეთ. დანით ნამწვის დიდი ნაწილის მოშორების შემდეგ ტაფა ტრადიციული საშუალებებით გარეცხეთ და თავდაპირველი ბზინვარების დასაბრუნებლად ზუმფარის ქაღალდით გააპრიალეთ.