4 მეთოდი ზოლების გარეშე სარკის გასაწმენდად

სარკე უნიკალური ნივთია, რომელსაც სახლის ინტერიერის გამოკვეთა ან გაფუჭება შეუძლია. მის გარეშე თავის მოწესრიგების არც ერთი რიტუალი არ სრულდება. გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნას, ვისაც წამიერად მაინც სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის არ შეუხედავს. დროთა განმავლობაში სარკის ზედაპირი იბინდება. მასზე სხვადასხვა ლაქა, თმის ლაქის წვეთი, კოსმეტიკის კრემი, კბილის პასტის შხეფი, თითის ცხიმიანი ანაბეჭდები ჩნდება. Novate გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც ნებისმიერი ჭუჭყის გამკლავებაში დაგეხმარებათ.

1. კარტოფილი, ხახვი, ლიმონი, ჩაი და რძე

მაღაზიის დახლებზე სარკის გასაწმენდად ბევრ პროდუქტს იპოვით. ისინი შემადგენლობის და გამოყენების მეთოდის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი სარკის ზედაპირზე ზოლებს და ლაქებს ტოვებს.

მარტივი ხრიკები საწმენდი საშუალების კვალს გაუმკლავდება და სარკეს ბზინვარებას დაუბრუნებს.

1. კარტოფილი. ბოლქვი ორ ნაწილად გაჭერით. ერთი ნახევრით სარკე გახეხეთ. 5-7 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამორეცხეთ. პროცედურის შემდეგ სარკე მიკროფიბრის ჩვრით და დაჭმუჭნული ქაღალდით გაამშრალეთ.

2. ხახვი. ხახვი შუაზე გაჭერით. ერთი ნაწილით სარკე კარგად გახეხეთ. ხახვის წვენი სარკეს ბზინვარებამდე აპრიალებს. მიკროფიბრის ჩვარი სარკეს სიპრიალეს შემატებს.

3. ლიმონი. ციტრუსის ნაჭერი ჩამჯდარ და ცხიმიან ლაქებს წაუსვით და სარკეზე მათი კვალიც გაქრება.

4. ჩაი. წინასწარ ძლიერი ჩაის ნაყენი მოამზადეთ. როგორც შავი, ასევე მწვანე ჩაი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნაყენში 1 ს/კ მარილი გახსენით. მიღებული საშუალება სარკეს ნეილონის წინდით წაუსვით. დამატებით სხვა არაფრით გაწმენდა საჭირო არაა.

5. რძე. ჩვარი მსუბუქად რძით დაასველეთ. სასურველია, მიკროფიბრის ჩვარი გამოიყენოთ. სარკე კრისტალურ ბზინვარებამდე გაწმინდეთ. სხვათა შორის, რძეს დაბინდულ სარკეზე ბზინვარების დასაბრუნებლად იყენებენ.

2. გაზეთი, არა მხოლოდ ინფორმაციის წყარო

ნაბეჭდი მასალის გამოსვლასთან ერთად ხალხმა წაკითხული გაზეთ–ჟურნალის გამოყენების ბევრი მეთოდი გამოიგონა. ერთ–ერთი მათგანი სარკის ბზინვარების შენარჩუნების ხრიკია.

სარკე რომ ბზინავდეს, მხოლოდ გაზეთი ან ჟურნალი დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ სარკე პრიალა არ იყოს. გაზეთის ფურცელი კარგად დაჭმუჭნეთ და ოდნავ წყლით დაასველეთ. ამით სარკე გააპრიალეთ, ჭუჭყიან ადგილებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. გაზეთი ზოლებს და ჭუჭყს სწრაფად აშორებს. როგორც ვარიანტი, სარკეს სითხე პულვერიზატორით წაუსვით და შემდეგ გაზეთით გაამშრალეთ.

3. “ძმრის კოქტეილი“ ჭუჭყიან სარკეს მარტივად უმკლავდება

ძმარი არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ საყოფაცხოვრებო მიზნით გამოიყენება. ძმარი ცხიმს კარგად აშორებს. ძმრის გამოყენების შემდეგ ნებისმიერ სარკიან ზედაპირზე ზოლები არ რჩება. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ შინაურულ საწმენდ საშუალებაში ძმრის კოქტეილს იყენებენ.

  1. ძმარი, წყალი და ეთერზეთი. სითხეები თანაბარი პროპორციით აურიეთ. მიღებულ ნარევს არომატისთვის რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. „ძმრის კოქტეილი“ სარკეს პულვერიზატორით წაუსვით. შემდეგ მიკროფიბრის ჩვრით გაწმინდეთ.
  2. ძმარი და არაყი. ორი საწმენდი საშუალება თანაბარი პროპორციით აურიეთ. ხსნარში ბამბის დისკი ჩაალბეთ და ამით სარკე გაწმინდეთ. ასეთი შემადგენლობა თმის ლაქის და კბილის პასტის შხეფებს კარგად უმკლავდება.
  3. ძმარი, წყალი, კბილის პასტის ფხვნილი ან ცარცი. ყველა ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით აურიეთ. პასტის მოსამზადებლად თითო სუფრის კოვზი ინგრედიენტი საკმარისია. ნარევი შეათბეთ და 15-20 წუთით დააყენეთ. შემდეგ სითხის ნარჩენები გადაასხით. პასტა დახურულ კონტეინერში შეინახეთ. მცირე რაოდენობა საკმარისია, რომ სარკეს სისუფთავე და ბზინვარება დაუბრუნოთ.

ძმრით მომზადებული საშუალება სარკეზე კოსმეტიკის, ტუჩსაცხის, ცხიმის ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება.

4. ჯენტლმენის ნაკრები და სუფთა სარკე

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ საპარსი ქაფი სარკეს კრისტალურ ბზინვარებას უბრუნებს, მაგრამ ჯენტლმენის ნაკრებში კიდევ ორი პირადი ჰიგიენის საშუალება შედის, რომლებიც სარკის გასაწმენდ ხრიკებში გამოიყენება.

  1. კბილის პასტა. სახლში ყველას აქვს. კბილების გაწმენდის გარდა, შეგიძლიათ სარკის ზედაპირის ბზინვარების და სიპრიალისთვის გამოიყენოთ. კბილის პასტა კირის ნადებს შესანიშნავად უმკლავდება. ასეთი ნადები სააბაზანო ოთახში სარკეზე ხშირად ჩნდება.
  2. საპონი. ხმელი ნატეხით სარკე გახეხეთ. შემდეგ საპნის კვალი გაზეთით ან მიკროფიბრის ჩვრით მოაშორეთ. ასეთი მეთოდი სააბაზანო ოთახში დაორთქლილ სარკეს გაუმკლავდება.