მეთოდები ხის და პლასტმასის ფანჯრების დასათბუნად, ასევე ზამთრის რეჟიმზე გადასაყვანად

ფანჯარა ოთახს მზის სინათლით ავსებს, ასევე ზამთრის პერიოდში თერმორეგულაციის პროცესში მონაწილეობს. თუ ჩარჩო ცუდად დათბუნულია, მიკრო ბზარიდანაც შეიძლება სითბო დაიკარგოს. ზამთრისთვის როგორც კლასიკური ხის ფანჯარა, ასევე თანამედროვე პლასტმასის ფანჯარა უნდა მოამზადოთ. Novate ამ ამოცანის მოსაგვარებლად მარტივ ხრიკებს გთავაზობთ.

1. როგორ გადავიყვანოთ პლასტმასის ფანჯარა „ზამთრის რეჟიმზე“

ყოველწლიურად მეტალოპლასტმასის ფანჯარა თავის ხის „ძმებს“ უფრო და უფრო აქტიურად ავიწროებს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზამთრისთვის მომზადება მასაც სჭირდება. თუ პლასტმასის ფანჯრის საგდულს გააღებთ, ტორსზე სპეციალურ ლითონის მოწყობილობას, ექსცენტრიკს დაინახავთ. მისი დახმარებით საგდულის მთავარ ჩარჩოზე მიმაგრება რეგულირდება.

A4 ფორმატის ქაღალდით შეგიძლიათ გაარკვიოთ, როგორ ეხება ფანჯრის ნაწილები ერთმანეთს. საგდული გააღეთ, მასსა და მთავარ ჩარჩოს შორის ქაღალდი მოათავსეთ. ფანჯარა დახურეთ. თუ ქაღალდი ადვილად გამოაძვრეთ, ფანჯრის ნაწილები ერთმანეთს ცუდად ეხება. ასეთი რამ ზაფხულში კარგია, მაგრამ ზამთარში სითბოს დაკარგვას იწვევს.

საგდულის და მთავარი ჩარჩოს დასათბუნად პოჭოჭიკი გადაატრიალეთ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. პოჭოჭიკები – ექსცენტრიკები ფანჯრის საგდულის ტორსზე მდებარეობს. მას სხვადასხვა ფორმა აქვს. პოჭოჭიკის ცენტრში ექვსკუთხას, სახრახნის ან ვარსკვლავას ბუდე უნდა იყოს. ინსტრუმენტით ექსცენტრიკის ელემენტი სააათის ისრის მიმართულებით, რამდენიმე მილიმეტრით გადაატრიალეთ. ქაღალდით ტესტი ჩაატარეთ. პოჭოჭოკი მანამ ატრიალეთ, სანამ საგდულსა და მთავარ ჩარჩოს შორის ქაღალდის გამოღებას ვერ შეძლებთ.

პოჭოჭოკის გარკვეული მდგომარეობა პლასტმასის ფანჯარაზე „ზამთრის რეჟიმს“ რთავს.

2. პლასტმასის ფანჯრის დათბუნვის ეფექტური მეთოდები

მეტალოპლასტმასის ფანჯრის ზამთრისთვის მომზადება „ზამთრის რეჟიმის“ გარდა სხვა პროცედურებსაც გულისხმობს. სასურველია, პროცედურები გარკვეული თანმიმდევრობით შეასრულოთ.

1. გაწმენდა. მშრალ, თბილ ამინდში ჩარჩოებს და მინას საპნიანი ხსნარით ან სპეციალური საწმენდი საშუალებით ჭუჭყი მოაშორეთ.

2. ფურნიტურა. დაგროვებული ჭუჭყისა და მტვრისგან ფრთხილად გაწმინდეთ. სრულად გააშრეთ. თუ ფანჯარა რამდენიმე წელია დაყენებულია, ფურნიტურას სპეციალური საშუალება წაუსვით. მას საყოფაცხოვრებო ან სპეციალურ მაღაზიებში იპოვით. სილიკონზე დაფუძნებული შემადგენლობაც გამოგადგებათ.

3. დათბუნვა. დროთა განმავლობაში რეზინის საფენები ცვდება. თუ დამათბუნებელი დასკდა, მისი გამოცვლა აუცილებელია. რეზინა ჭუჭყისგან გაწმინდეთ და სილიკონზე დაფუძნებული საცხით დაამუშავეთ.

4. ფანჯრის ნაკერები. ზოგჯერ პლასტმასის ფანჯრის ნაწილები ერთმანეთს ცუდად ეხება. პატარა ხვრელებიდან სითბო იკარგება. თუ ასეთი ხვრელი იპოვეთ, ჰერმეტიკით დალუქეთ. ოპტიმალურია, თუ მისი შემადგენლობა გარე გამოყენებისთვის განკუთვნილია. ხვრელები როგორც შიგნით, ასევე გარეთ უნდა დალუქოთ.

და როგორც ალუბალი ტორტზე – ორმაგი მინა. უპირატესობა ენერგოდამზოგავ ვარიანტს მიანიჭეთ. ის რეგიონის კლიმატურ თავისებურებებს უნდა გაუმკლავდეს.

3. “ბებისეული“ მეთოდი ხის ჩარჩოს დასათბუნად

ხის ფანჯარას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ხის ფანჯრის ზამთრისთვის მომზადება წინასწარ იწყება. ხის ნაწარმი შეიძლება გაშრეს ან გასივდეს. ყველაფერი ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე ხის ფანჯარა ტექნიკურად დაათვალიერეთ. იქნებ, ფითხის წასმა ან გაღებვა სჭირდება. ხის ფანჯარას დროში გამოცდილი „ბებისეული მეთოდებით“ ათბუნებენ.

1. გაზეთი. მისგან მილებს აკეთებენ, რომლითაც ხის ფანჯრის საგდულებს შორის ხვრელებს ავსებენ. ეფექტის გასაუმჯობესებლად გაზეთის „დამათბუნებელს“ წყლით ასველებენ. ასე მილი საგდულს უფრო მჭიდროდ ეკვრის და სივრცეს ავსებს. როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ გაზეთი პატარა ნაწილებად დააქუცმაცოთ და წყლით დაასველოთ. მიღებული ფაფა ფანჯრის ხვრელებს წაუსვით. მეთოდს ერთი მინუსი აქვს: ტიპოგრაფიული საღებავი შეღებილ ჩარჩოზე რჩება.

2. ქაღალდი და დიასახლისის საპონი. ჩვეულებრივი თეთრი ფურცელი გამოგადგებათ. 5-6 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით. ჭურჭელში ცოტა წყალი ჩაასხით. ეს საპნის ნატეხების დასასველებად საჭიროა. სველი საპნით ქაღალდის ზოლები ორივე მხრიდან გასაპნეთ. შემდეგ ფანჯრის პირაპირზე მიამაგრეთ. გაშრობის შემდეგ მასზე თხელი საპნის ფირი რჩება, რომელიც ჰაერის გამტარობას აფერხებს. შედეგად, ფანჯარა დათბუნულია. ქაღალდის ზოლები ადვილად იხსნება, თუ წყლით კარგად დაასველებთ.

3. ბამბა, პოროლონი და ნაჭერი. მასალა ფანჯრის ჩარჩოში ხვრელების დასალუქად გამოიყენება. თუ ბამბით და პოროლონით ხვრელებს მარტივად ამოავსებთ, ქსოვილის რამდენიმე ნაწილად დაჭრა მოგიწევთ. ხვრელების ამოვსების შემდეგ საპნიანი ქაღალდის ზოლებით ან მარლის სკოჩით დაფარეთ. სხვათა შორის, საყოფაცხოვრებო მაღაზიებში წებოვან საფუძველზე პოროლონის მზა ზოლები შეგიძლიათ შეიძინოთ.

4. პარაფინი. გაადნეთ და ფანჯრის ჩარჩოს ფრთხილად წაუსვით. გამაგრებისას პარაფინი ფირს ქმნის და სითბოს გამტარობას ხელს უშლის.

„ბებისეულ“ მეთოდს ერთი ნაკლი აქვს. გასანიავებლად ფანჯარას ვერ გააღებთ. გარდა ამისა, მარლის სკოჩის მოშორებისას შეიძლება საღებავიც აძვრეს.

4. რა გავაკეთოთ, თუ ფანჯარა იყინება

ზოგჯერ, ზამთარში ფანჯრები ყინვის ლამაზი ნიმუშებით იფარება. მინა რომ არ გაიყინოს, პატარა ხრიკები გამოიყენეთ. მარტივი ხრიკები ფანჯრის დაორთქვლასაც თავიდან აგაცილებთ.

  1. მარილი. ფხვიერი მინერალი სითხეს იწოვს და აკავებს. თუ ფანჯარაზე ორმაგი საგდულია, მარილით სავსე ჭურჭელი მათ შორის ჩადეთ. როგორც ვარიანტი, ბამბის ფენა დააფინეთ და მასზე მარილი დაყარეთ. პლასტმასის ფანჯრისთვის მარილით სავსე კონტეინერები ფანჯრის რაფაზე რამდენიმე ადგილას დადეთ. სურვილის შემთხვევაში, დეკორით გააფორმეთ. გარდა ამისა, მინა პერიოდულად მარილიანი ხსნარით გაწმინდეთ.
  2. კომბინირებული დათბუნვა. მეთოდი მუშაობს, თუ ჩარჩო ორმაგია. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ორიდან ერთი ვარიანტი გამოიყენეთ. პირველი – ფანჯრის ჩარჩოს მხოლოდ შიდა ნაწილი დაფარეთ. გარე ნაწილი დათბუნვის გარეშე დატოვეთ. მეორე ვარიანტი ორივე ჩარჩოს დათბუნვას გულისხმობს. გარე ფანჯარა ქარისგან დაცვის გარეშე რჩება, თუ ეს ფანჯრის დიზაინით გათვალისწინებულია.