5 სამშენებლო ხრიკი, რომელსაც ციმბირელები იყენებდნენ

ციმბირი ლამაზი და მკაცრი, მდიდარი და საფრთხით სავსე მიწაა. მხოლოდ ყველაზე ძლიერ ადამიანს შეუძლია ამ ადგილას ცხოვრება და გადარჩენა. ციმბირი მჭიდროდ დასახლებული არაა. მისი ათვისება მე-16 საუკუნიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ, ადამიანები საუკუნეების განმავლობაში საცხოვრებლად მოდიოდნენ. ციმბირში სახლის აშენება შესაძლებელი არასდროს ყოფილა. პირველ რიგში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

ადრე ციმბირში მთავარი სამშენებლო მასალა ხე იყო, რომელიც ამ რეგიონში დღემდე პოპულარულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შორეულ და პატარა სოფლებზე ვსაუბრობთ. რუსეთის ევროპულ ნაწილში მიწის ნაკლებობას გაქცეული მიგრანტები ახალ პირობებს ადვილად მოერგენ და სახლებისა და ღობეების ასაშენებლად ორიგინალური ტექნიკური გადაწყვეტილება მოიფიქრეს. Novate გიზიარებთ 5 სამშენებლო ხრიკს, რომელსაც ციმბირელები იყენებდნენ.

სახლი ანჯამების გარეშე. მკაცრად რომ ვთქვათ, სახლი და ღობე რკინის ანჯამის გარეშე. ანჯამას აკეთებდნენ, მაგრამ ლითონის ნაცვლად ხეს იყენებდნენ. ასეთი ანჯამის გაკეთება შეეძლო ნებისმიერ გლეხს, ვინც სადურგლო ინსტრუმენტებს მოხერხებულად იყენებდა. ასეთი ანჯამა გამძლე არაა, სამაგიეროდ საერთოდ არაფერი ღირს.

სახურავი ლურსმნის გარეშე. სურვილის შემთხვევაში სახლი შეგიძლიათ ერთი ლურსმნის გარეშეც ააშენოთ. ეს სახურავზეც ვრცელდება. სახურავს ან ძელებისგან აკეთებდნენ ან პატარა ფიცრებისგან, რომელთაც ერთმანეთს ადებდნენ. ასე წყალის ჩამოსვლას აფერხებდნენ.

სახლი საძირკვლის გარეშე. ციმბირელ ახალმოსახლეებს შორის, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში, შენობის აგება ლარიქსის ბოძებზე, მიწის ან ქვის საძირკვლის ნაცვლად, პოპულარული იყო. მეთოდს იყენებდნენ ისეთ ადგილებში, სადაც სიმაღლე ძლიერ განსხვავდებოდა ან წყალთან ახლოს.

პატარა ფანჯარა. თანამედროვე ადამიანს, რომელიც პლასტმასის ფანჯრებით და ცენტრალური გათბობის სისტემით განებივრებულია, ეს წვრილმანად მოეჩვენება. თუმცა პატარა ფანჯარა გლეხის სახლში სითბოს დიდხანს შენახვის გარანტია იყო.

ხის ფენილი. მეტნაკლებად შეძლებულ მოსახლეს შეეძლო არა მხოლოდ ხის სახლის აგება, არამედ ეზოში ხის ფენილის დაგება.  ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ ჭუჭყი საცხოვრებელ შენობაში არ შეეტანათ. დაფენამდე ხეს კარგად წვავდნენ.