ამ ხრიკით ჩვეულებრივი ელემენტი შეგიძლიათ დატენოთ და დიდხანს გამოიყენოთ

ოჯახში აკუმულატორების გამოყენება მომგებიანია, რადგან უფრო დიდხანს ძლებს. გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ მისი განმეორებით დამუხტვა შესაძლებელია. ჩვეულებრივი ბატარეა? ის ხშირად გვშველის, როცა აკუმულატორის დატენვას ვერ ვახერხებთ. ორივე კვების ელემენტი ერთმანეთს ისე ჰგავს, როგორც წყლის ორი წვეთი. რატომ არ დავტენოთ ჩვეულებრივი ბატარეაც აკუმულატორივით?

შეიძლება თუ არა ბატარეის დატენვა? ამ კითხვაზე სრული პასუხის გასაცემად ბატარეის აგებულებაში უნდა ერკვეოდეთ. ასეთი კვების ელემენტი შედგება კათოდისგან (კორპუსი). მასში მოთავსებულია გრაფიტის ანოდი, რომელიც ერთი პლიუსიდან მეორესკენ მიდის. ანოდის გარშემო ელექტროლიტებია ჩასხმული. ბატარეის მოწყობილობაში ჩასმისას ჯაჭვების შერთვა ხდება, ხოლო კვების ელემენტში ქიმიური რეაქცია იქმნება, შედეგად, ელექტროდენს ვიღებთ.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების მიხედვით კათოდი იშლება როგორც ქიმიურად, ასევე ფიზიკურად. კორპუსი ოქსიდური ფირით იფარება, რომელიც ქიმიურ რეაქციას ხელს უშლის. ბატარეა ჯდება. ლოგიკურია, თუ ოქსიდურ ფირს მოვაშორებთ ბატარეა კვლავ უნდა ამუშავდეს. ნამდვილად ასეა. კათოდიდან ოქსიდური ფირის მოშორება გახურების ხარჯზე ხდება. მაღალი ტემპერატურა ოქსიდური ფირის დაშლას იწვევს, რაც საშუალებას გაძლევთ ბატარეა კიდევ ცოტა ხნით გამოიყენოთ.

ბატარეის დამუხტვის მცდელობა ზუსტად ისე, როგორც აკუმულატორის შემთხვევაში, წარმატებით დასრულდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კვების ელემენტი „დამუხტვის დროს“ ძლიერ ხურდება. წინათ ბატარეებს 70-80 გრადუსამდე აცხელებდნენ, რაც ოქსიდურ ფირს შლიდა და კვების ელემენტის კვლავ გამოყენების საშუალებას იძლეოდა. სწორედ ეს წარმოადგენს „განმეორებით დამუხტვას“. თუმცა აქ, ერთი დიდი „მაგრამ“ არსებობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქიმიური რეაქციების შედეგად კათოდი არა მხოლოდ ქიმიურად ცვდება და ფირით იფარდება, არამედ ფიზიკურად იშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან მასში რღვეული ჩნდება, საიდანაც ელექტროლიტები წვეთას იწყებს. ამ შემთხვევაში ბატარეა არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ წარმოუდგენლად საშიშია, რადგან მისი შემადგენლობა ადამიანისა და ცხოველისთვის ძალიან სახიფათოა. სწორედ ამიტომ, ბატარეის განმეორებით „დამუხტვა“ მაღალ ტემპერატურაზე შესაძლებელია, მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. კვების ელემენტი „დამუხტვაზე“ არ უნდა დაგრჩეთ, რადგან შეიძლება დაიწვას. კარგი კათოდის შემთხვევაში ბატარეა კიდევ 2-3-ჯერ შეგიძლიათ აღადგინოთ. მართალია, ყოველჯერზე კათოდი სულ უფრო და უფრო სწრაფად დაიჟანგება.