ევროპასა და ამერიკაში ნაგვისგან შთამბეჭდავ არტ–ობიექტებს ქმნიან და ეკლექტიკურ სასტუმროებს აშენებენ

კაცობრიობა საკუთარ პლანეტას იმდენად უმოწყალოდ ეპყრობა, რომ ვერც ამჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ნაგავში დაიხრჩობა. ეკოლოგები განგაშს ტეხენ, მაგრამ როგორც ჩანს სიტუაციის გამოსწორებას მხოლოდ აქტიური გარემოსდამცველები ცდილობენ. გარდა იმისა, რომ გულისხმიერი ადამიანები უახლოესი სანაპიროების, გზების გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობენ, დიზაინერები, მხატვრები და უბრალოდ ნიჭიერი ადამიანები ეკლექტიკურ სასტუმროებს აშენებენ ან არტ–ობიექტებს ქმნიან, რომ სხვებს რესურსების ირაციონალური გამოყენების შედეგი თვალნათლივ აჩვენონ. Novate ასეთი არტ–ობიექტების რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს გთავაზობთ.

1. ნაგვისგან გაკეთებული სასტუმრო Save the World Hotel მადრიდის ცენტრში (ესპანეთი)

მსგავსი ობიექტების მშენებლობით მასობრივი გატაცება მას შემდეგ დაიწყო, რაც მადრიდის ცენტრში ენთუზიასტმა ეკოლოგებმა ჰანს იურგენ შულტთან ერთად (გერმანელი მხატვარი–კონცეპტუალისტი, ეკოლოგიური ხელოვნების და აქციონიზმის ნათელი წარმომადგენელი, ცნობილია, როგორც HA Schult) ნაგვის სასტუმროს აშენება არ გადაწყვიტეს, რომელსაც Save the World Hotel („სასტუმრო გადაარჩინე სამყარო) დაარქვეს. მის შექმნაზე 14 ტონა ნაგავი და ხარახურა დაიხარჯა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა კუთხეში იპოვეს. Novate–ს ინფორმაციით ყველაზე მეტად ტურისტული ქალაქები და ქვეყნები, ასევე პოპულარული კურორტების და სანაპიროების ტერიტორია გამოირჩა.

შემაძრწუნებელი სტატისტიკა: როგორც მოხალისეები ირწმუნებიან, რომლებიც სანაპიროებს, გზებს და ნაგავსაყრელებს წმენდენ, დაბინძურებული ტერიტორიების კუთხით პირველ ადგილზეა იტალია, კერძოდ, მისი სამხრეთ სანაპირო. უკეთესი ვითარება არ გვხდება სამოგზაუროდ მოდურ ქვეყნებში, როგორიცაა დანია, მალტა, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ფინეთი და თავად ესპანეთი, რომელთა მაცხოვრებლებს უკვე სანაპიროზე ბანაობის ეშინიათ.

შთამბეჭდავ პერფორმანსში სახელწოდებით Save the World Hotel რამდენიმე ათასი ადამიანი იყო ჩართული, რომელთაც შეგროვებული ნაგავი მოჰქონდათ. ნაგავს ხის კარკასებზე ამაგრებდნენ, სქელ კედლებს და თავისებურ ინტერიერს ქმნიდნენ. Garbage hotel-ის („სანაგვე სასტუმრო“, ამ სახელით უფრო ცნობილია) ნომრებში მთავარ მოსაპირკეთებელ მასალად უსარგებლო ხარახურა გამოიყენეს, რომელთაც ხალხი ყველგან ყრიან, სადაც არ უნდა წახვიდეთ. ამ მიზეზით ინტერიერის დიზაინი არა მხოლოდ პლასტმასტის ბოთლებით არის სავსე.

5 ნომერსა და დარბაზში საათობით შეგიძლიათ ისეირნოთ და სხვების ცხოვრების ნამსხვრევები შეისწავლოთ: გატეხილი სარკე, გატეხილი თოჯინა და სათამაშო, მუსიკალური ინსტრუმენტი, ჭაღი, აბაჟური, ჭურჭლის ნატეხები, ჟურნალ–გაზეთის ნაგლეჯები, მაგიდის და სკამის ფეხი, მანეკენი, ჩანთა, გახვრეტილი წინდა, ქუჩის ფარანი და ბევრი სხვა უსარგებლო ნივთი.

მთელი ეს „დიდებულება“ ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს, რომელიც 2011 წელს ესპანეთში გაიმართა. შთამბეჭდავი ობიექტი მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნა – იმის საჩვენებლად, თუ რას იწვევს ხალხის დაუგეგმავი ყოფა. ეკოლოგებს და თავად პროექტის ავტორს მსოფლიო საზოგადოების გამოფხიზლება იმდენად სურდათ, რომ ასეთ ექსცენტრიულ სასტუმროში ღამის გასათევად კონკურსიც გამართეს. იმის მიუხედავად, რომ ნომრებში ბიოტუალეტის გარდა არანაირი კომფორტი არა, ბევრი ექსტრემალი გამოჩნდა, რომლებმაც სასტუმროში ღამის გათევის სურვილი გამოთქვეს.

2. სასტუმრო მეორადი პლასტმასის ბარათებისგან ნიუ–იორკში (აშშ)

ბრაიან ბერგმა, რომელიც სასტუმროებისთვის პლასტმასის ბარათებს აწარმოებს, მათი ორიგინალურად განადგურება გადაწყვიტა. ბერგმა მინი სასტუმროს ინსტალაცია შექმნა სახელწოდებით Holiday Inn Key Card, რომლის მთავარი მასალა მეორადი პლასტმასის ბარათები გახდა. ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Novate–ს ინფორმაციით პლასტმასის ბარათების აპარტამენტებში გაჩერება არა მხოლოდ გარემოს აქტიურ დამცველებს, ეკოლოგებს და ჟურნალისტებს სურდათ.

ნომრებში, სადაც ყველაფერი ჩვეულებრივი ბარათებით არის დამზადებული, ღამის გათევის სურვილი ბევრმა გამოთქვა. პლასტმასის ინსტალაცია Holiday Inn Key Card მხოლოდ 5 დღე არსებობდა, თუმცა შთაგონებული ბრაიან ბერგი არ გაჩერებულა. მან მეორადი პლასტმასის ბარათების გამოყენებით მინიატურა Empire State Building შექმნა ამავე სახელწოდების სასტუმროს დარბაზში, სადაც ახლაც მდებარეობს.

3. ბოგდანა ლიტნიანსკის სასწაულების ბაღი ვირი–ნურეიში (საფრანგეთი)

უკრაინული წარმოშობის ფრანგი ენთუზიასტი პენსიაზე გასვლის შემდეგ სახლის გაფორმებამ იმდენად გაიტაცა, რომ ნამდვილ ღირშესანიშნაობად აქცია. მთელი ცხოვრება კალატოზად მუშაობდა, ამიტომ თაღების აშენების ტექნოლოგია მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, ოღონდ ამას არატრადიციული მეთოდით აკეთებდა.

სამშენებლო მასალად იყენებდა ნაგავს, რომელსაც ნაგავსაყრელებსა და მიტოვებულ ტერიტორიებზე აგროვებდა. საქმეში ჩართული იყო არა მხოლოდ კენჭი და ბოთლი, არამედ გატეხილი თოჯინა, გახეული ფეხსაცმელი, მიტოვებული ჭურჭელი, ბორბალი, მილი, რადიატორი და ბევრი სხვა. ცოტა ხანში მისმა ნაკვეთმა და თავად სახლმა უჩვეულო ფორმები მიიღო და არა მხოლოდ მეზობლები მიიზიდა, არამედ გამვლელებიც ფოტოებს უღებდნენ. ძალიან მალე მონათლეს Le Jardin des Merveilles de Bohdan Litnianski („ბოგდანა ლიტნიანსკის სასწაულების ბაღი“) და ადგილობრივ ღირშესანიშნაობად იქცა. ბუნებრივია, საზოგადოებას იზიდავდა არა მხოლოდ ფუტურისტული ფორმები, არამედ ის, რომ არტ–ობიექტი რესურსების არასწორ გამოყენებაზე გვაფიქრებს.