მარტივი ხრიკით ზამშის ფეხსაცმელს სიპრიალეს, ფორმას და ფერს დაუბრუნებთ

ზამშის ფეხსაცმელი პოპულარობას ნელ–ნელა, მაგრამ დარწმუნებით იძენს. ის პრაქტიკული და მოსახერხებელია, ასევე ნებისმიერ სტილს ჰარმონიას მატებს. ზამშის ფეხსაცმლის მოვლა ისეთი რთული არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მარტივი ხრიკები ზამშის გარეგნული მიმზიდველობის დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. Novate გასწავლით, როგორ გაწმინდოთ ჭუჭყისგან უნიკალური მასალის, ზამშის ფეხსაცმელი და განაახლოთ ფერი.

1. როგორ დავუბრუნოთ ზამშის ფეხსაცმელს ფერი და ფორმა, გავაქროთ უსიამოვნო სუნი

ზამშის ფეხსაცმელი თავისი სტილით, ექსტრავაგანტულობით და დახვეწილი გარეგნობით გვიზიდავს. მის გარშემო ბევრი მითი ტრიალებს, რომ მოვლა რთულია. უმეტესობა მათგანი მცდარი მოსაზრებაა. ზამში საკმაოდ უპრეტენზიო მასალაა მოსავლელად. მართალია, დროთა განმავლობაში ფეხსაცმელი ფორმას და გაჯერებულ ფერს კარგავს, მაგრამ დაბრუნება მარტივია.

1. ორთქლი. ქვაბით ან ჩაიდნით წყალი გააცხელეთ და ზამშის ფეხსაცმელი ორთქლის ქვეშ დაიკავეთ მანამ, სანამ ფეხსაცმელი ოდნავ არ დასველდება. ახლა სპეციალური ჯაგრისით ჭუჭყი მოაშორეთ. ორთქლი ბუმბულის გაშლას ხელს უწყობს, რომლითაც ფეხსაცმლის ზედაპირი დაფარულია. გარდა ამისა, ასე ნაწარმს ფორმას დაუბრუნებთ. ორთქლით დამუშავების შემდეგ სპეციალურ ბუდეზე ჩამოაცვით ან ქაღალდით მჭიდროდ ამოავსეთ. ალტერნატივად შეგიძლიათ ორთქლის გენერატორი ან ორთქლის უთო გამოიყენოთ.

2. ყავის ნალექი. ასე ყავისფერი ზამშის ფეხსაცმელს გაჯერებულ ფერს დაუბრუნებთ. დაგჭირდებათ დაახლოებით 150-200 გრ ყავის ნალექი. დაახლოებით 1/3–ზე მდუღარე წყალი დაასხით. კარგად გასივება აცადეთ. შემდეგ ფეხსაცმლის ზედაპირს ხელით, ჯაგრისით ან ღრუბლით წაუსვით. ნელა წრიული მოძრაობით შეაზილეთ, სანამ საჭირო ინტენსივობის ფერს არ მიიღებთ. ნალექი მოაშორეთ და 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ.

3. ასლის გადამყვანი ქაღალდი. თუ მისი ფერი შავია, შავი ზამშის აღსადგენად გამოიყენეთ, თუ ლურჯია – ლურჯი ფეხსაცმლისთვის. ფეხსაცმლის ფერის გასაჯერებლად ასლის გადამყვანი ქაღალდი შესაღები მხრიდან ნაზად შეაზილეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

4. რძე, დაფქული ცარცი და სოდა. ნარევი თეთრი და რძისფერი ზამშის ფეხსაცმელზე ფერს აღადგენს. ცხიმიანი რძე აიღეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს თანაბარი პროპორციით აურიეთ. მიღებული ფაფა ნაწარმს წაუსვით და 1 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სპეციალური ფუნჯით კარგად დავარცხნეთ და კარგად გააშრეთ.

ალტერნატივის სახით ზამშის ფეხსაცმელზე ფერის დაბრუნებას სპეციალური აეროზოლებით და საღებავებით შეძლებთ. მათ სპეციალურ მაღაზიებში იპოვით. გამოყენების წინ ინსტრუქციას გაეცანით, რომ ფეხსაცმელი არ გააფუჭოთ.

2. როგორ მოვაშოროთ ლაქა ზამშის ფეხსაცმელს

ზამშის ფეხსაცმელი, როგორც ნებისმიერი ნივთი, ჭუჭყიანდება. ზედაპირზე მტვერი გროვდება, ქუჩის ჭუჭყი ჯდება და სხვადასხვა ლაქები ჩნდება. მათ მოშორებას მარტივი ხრიკებით შეძლებთ.

1. საშლელი. ზამშის ფეხსაცმელზე ჭუჭყის მოშორებას 3 სახის საშლელით შეძლებთ: სპეციალურად ზამშისთვის განკუთვნილი, სკოლის საშლელი და რბილი არტ–საშლელი, რომელიც ფანქრით ხატვისას გამოიყენება. ლაქას საშლელით ხეხავენ.

2. მანანის ბურღული და კბილის პასტის ფხვნილი. ისინი მუქი ფერის ჭუჭყს კარგად უმკლავდებიან. მანანის ბურღული ან კბილის პასტის ფხვნილი ლაქას წაუსვით, შემდეგ ჯაგრისით კარგად გახეხეთ.

3. ფრჩხილების ქლიბი. გამოგადგებათ, თუ თეთრი ლაქის ან ღია ზოლების მოშორება გჭირდებათ. ქლიბით მოძრაობა ქაოსური არ უნდა იყოს, არამედ ერთი მიმართულებით შესრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ზამშს გააფუჭებთ.

4. რძე, სოდა და ნიშადურის სპირტი. ნარევი ჭუჭყს სწრაფად აქრობს. ღია და თეთრ ზამშს განსაკუთრებით ეფექტურად უმკლავდება. 100 მლ რძეს ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და 10 მლ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. ხსნარი ფეხსაცმლის ზედაპირს რბილი ჯაგრისით წაუსვით. გაწმენდის შემდეგ ქაღალდით მჭიდროდ შეფუთეთ. ერთი დღე გასაშრობად გააჩერეთ.

5. ჭვავის პურის ქერქი და თეთრი პურის რბილობი. ძველი პურის ნატეხები მუქი ფერის ზამშზე ლაქების ამოსაყვანად კარგი საშუალებაა. რბილობი ღია ფერის ფეხსაცმელს წაუსვით, შემდეგ სპეციალური ჯაგრისით ნამცეცები მოაშორეთ.

6. მარილი. ცხიმს შესანიშნავად იწოვს. მსგავსი ლაქების ამოსაყვანად იყენებენ. ლაქის გაქრობის შემდეგ ფეხსაცმელი ორთქლით დაამუშავეთ. შემდეგ ჯაგრისით დავარცხნეთ და კარგად გააშრეთ. მარილი უსიამოვნო სუნსაც კარგად უმკლავდება. მარილით სავსე ტომარა ფეხსაცმელში ჩადეთ, რომ უსიამოვნო სუნი გააქროთ. უსიამოვნო სუნის გასაქრობად შეგიძლიათ დაფქული ნახშირიც გამოიყენოთ.

3. როგორ არ გავაფუჭოთ ზამშის ფეხსაცმელი

არასწორი მოვლის შემთხვევაში ნაწარმი თავის „მიმზიდველ“ გარეგნობას კარგავს. მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, რომ დახვეწილ ფეხსაცმელს მიმზიდველობა შემატოთ.

1. ჯაგრისი. ზამშის მოსავლელად სპეციალური ჯაგრისი გამოიყენეთ. მის შეძენას ნებისმიერ სპეციალურ მაღაზიაში შეძლებთ. ზამშის ფეხსაცმელი მკაცრად ერთი მიმართულებით დავარცხნეთ – როგორც წევს ბუსუსები. ქაოსური მოძრაობა ფეხსაცმელს გააფუჭებს.

2. მოვლის საშუალებები. ზამშის ფეხსაცმელი პერიოდულად წყალგაუმტარი ხსნარით გაჟღინთეთ. განსაკუთრებით, პირველი ტარების წინ და ყოველი წმენდის შემდეგ. დამცავი სპრეი და სალფეთქი ნებისმიერ სპეციალურ მაღაზიაში იყიდება.

3. გაშრობა. ზამშის ნაწარმს წყალი არ უყვარს, მისი ზემოქმედებით სიპრიალეს და ფორმას კარგავს. დასველებული ზამშის ფეხსაცმელი ბუნებრივად, გათბობის ბატარეებისგან მოშორებით გააშრეთ. წინასწარ ჭუჭყი მოაშორეთ და ქაღალდით გაავსეთ.