5 მეთოდი თავსახურის არშიის ქვეშ ჭუჭყის სწრაფად და მარტივად მოსაშორებლად

მინის თავსახურის არშიის ქვეშ და სახელურის გარშემო ცხიმი, ნამწვი და ნაქაფი გროვდება, რომელთაც უბრალო ღრუბელი ვერ აშორებს. ნეჭა უბრალოდ ამ ადგილებს ვერ წვდება, ამიტომ სხვა საწმენდი საშუალება უნდა გამოიყენოთ. Novate გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ თავსახური ბზინვარებამდე მხოლოდ ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

1. წყალბადის ზეჟანგი

თავსახურის ქვეშ არშიას წყალბადის ზეჟანგი დაასხით და მთელ წრეზე კარგად გადაანაწილეთ. 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ 1 ს/კ სოდა მოაყარეთ. უხეში ჯაგრისი აიღეთ და ფხვნილი ძნელად მისაწვდომ ადგილებში გადაანაწილეთ. ახლა ბასრი დანის წვერზე ნაჭერი დაახვიეთ და არშიაზე შემოატარეთ. ჭუჭყის მოსაშორებლად დანის ნაცვლად შეგიძლიათ კბილის ჩხირი გამოიყენოთ. ბოლოს თავსახური სუფთა წყლით გარეცხეთ.

2. სოდა

დიდ ქვაბში 2 ლ წყალი ჩაასხით და 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. თუ თავსახურზე პლასტმასის დეტალებია, მოხსენით და თავსახური სითხეში მოათავსეთ. ცეცხლზე დადგით და 30 წუთით ადუღეთ. შემდეგ უხეში ჯაგრისით ჭუჭყიანი ადგილები გახეხეთ და თავსახური გამდინარე წყალში გარეცხეთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.

3. დიასახლისის საპონი და მდოგვი

თავდაპირველად, გამწმენდი პასტა მოამზადეთ. ამისთვის, 250 მლ მდუღარე წყალს ნახევარი ნატეხი დაქუცმაცებული დიასახლისის საპონი, 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ. პასტის მსგავსი კონსისტენცია უნდა მიიღოთ. ღრუბლით საშუალება არშიას წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. თავსახური უხეში ჯაგრისით გახეხეთ, ნარჩენები კბილის ჩხირით მოაშორეთ და გარეცხეთ.

4. ძმარი, სოდა და დიასახლისის საპონი

ამ რეცეპტით მინის, ემალის და ლითონის თავსახურები შეგიძლიათ გარეცხოთ. თავსახური ცხელ წყალში დაასველეთ და მთელ ზედაპირზე დაჭმუჭნული ფოლგის მკვრივი ბურთი გადაატარეთ. ფოლგა მინის თავსახურებისთვის აქტუალურია. 30 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი, 1 ს/კ ძმარი და 1 ს/კ სოდა აურიეთ. საშუალება ჭუჭყიან ადგილებს წაუსვით, არშია გახეხეთ და სუფთა წყალში გარეცხეთ.

5. ლიმონმჟავა და ძმარი

თავდაპირველად, თავსახურს ყველა პლასტმასის ელემენტი მოაშორეთ. დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით და მასში თავსახური ჩადეთ. ყოველ ლიტრ წყალს 25 გრ ლიმონმჟავა და 1 ჭიქა 9%–იანი ძმარი დაუმატეთ. 30 წუთით ხარშეთ. ჭუჭყი ღრუბლით ან ჯაგრისით მოაშორეთ და თავსახური გამდინარე წყალში გარეცხეთ.