გასაჭიმმა ჭერმა მიმზიდველობა რომ არ დაკარგოს, სწორად მოუარეთ

გასაჭიმი ჭერი ბინის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი გახდა. ის უსწორმასწორობას და ხარვეზებს ფარავს. ამასთან, სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. როგორც სახლის ნებისმიერი ზედაპირი, ჭერიც მოვლას მოითხოვს. მასზე გროვდება მტვერი, ჭვარტლის ლაქები, შამპანურის ან პომიდვრის შხეფები ჩნდება. მწერების და ობობების კვალსაც გვერდს ვერ აუვლით. Novate გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით გასაჭიმ ჭერს თავდაპირველ მიმზიდველობას დაუბრუნებთ.

1. სხვადასხვა სახის გასაჭიმი ჭერის მოვლის დეტალები

ბინის გასაფორმებლად სხვადასხვა გასაჭიმი ჭერი გამოიყენება. ის შეიძლება იყოს გლუვი და პრიალა, ნაჭრის და PVC პანელი, ერთფერიანი და ფერადი. კლასიკურ ჟანრად თეთრი გასაჭიმი ჭერი რჩება. თითოეულ ზედაპირს თავისებური მიდგომა სჭირდება.

ნაჭრის გასაჭიმ ჭერს წყალი არ უყვარს. ზედაპირზე შეიძლება ლაქები დარჩეს, რომლის მოშორება რთულია. პრიალა ზედაპირს ბზინვარებას სპირტზე დაფუძნებული საშუალებები და აეროზოლი დაუბრუნებს. მიკროფიბრის ქსოვილი მასზე ზოლებს არ დატოვებს. გლუვი ჭერი უპრეტენზიობით გამოირჩევა. მიმზიდველობის მისანიჭებლად მშრალი ჩვრით ან სუსტი საპნიანი ხსნარით გაწმინდეთ.

ნებისმიერი სახის გასაჭიმ ჭერს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შემდეგი საშუალებები და ნივთები:

  • აცეტონი, ტუტე, მჟავა და მათზე დაფუძნებული საშუალებები;
  • ფხვნილის საწმენდი ნივთიერებები, მათ შორის სარეცხი ფხვნილი. ფხვნილის ნაწილები ჭერის ზედაპირზე ნაკაწრებს ტოვებს;
  • სოდა. ის ტუტე ნივთიერებას მიეკუთვნება;
  • ცხელი წყალი;
  • ცოცხი და უხეში ჯაგრისი;
  • საფხეკი და ბასრი საგნები;

ზედაპირის მოსავლელად სჯობს ფლანელის სალფეთქს ან მიკროფიბრის ჩვარს უპირატესობა მიანიჭოთ. თანამედროვე გასაჭიმი ჭერები სპეციალური სითხით დაფარულია, რომელიც მტვერს არ იკრავს.

2. როგორ მოვაშოროთ ლაქები გასაჭიმ ჭერს

თუ მტვრის ფენა მიკროფიბრით ადვილად შორდება, სხვა სახის ჭუჭყის მოსაშორებლად უფრო მოქმედი მეთოდები დაგჭირდებათ.

  • ნიშადურის სპირტი. უბრალო წყალი და სპირტი 1:9 პროპორციით აურიეთ. მიღებული ხსნარი პულვერიზატორით ჭერს შეასხურეთ ან რბილი ნაჭრის სალფეთქით, ღრუბელით წაუსვით. ნიშადურის სპირტი ცხიმის ნადებს კარგად აქრობს. ასეთი ლაქები სამზარეულოში გასაჭიმ ჭერზე ხშირად გვხდება. ალტერნატივად შეგიძლიათ სპეციალური სპრეი გამოიყენოთ, რომელიც საყოფაცხოვრებო მაღაზიებში იყიდება.
  • წყალბადის ზეჟანგი. პომიდვრის შხეფებს კარგად უმკლავდება. წყალბადის ზეჟანგით ბამბის დისკი გაჟღინთეთ. ლაქა ფრთხილად დაამუშავეთ. 1-2 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჭერი სველი, რბილი სალფეთქით მსუბუქად გაწმინდეთ.
  • არაყი. შამპანურის, დეკორატიული კოსმეტიკის, მწერების და მარკერების ლაქებს შესანიშნავად აშორებს. ჭუჭყიანი ადგილი არაყში დასველებული ბამბის დისკით დაამუშავეთ და სველი სალფეთქით გაწმინდეთ. როგორც ვარიანტი, ნებისმიერი სპირტის შემცველი ფანჯრის საწმენდი გამოიყენეთ.
  • საპონი. საპნიანი ხსნარით ჭუჭყს, მტვერს, წყლის და აკრილის საღებავების ლაქებს მარტივად მოაშორებთ. ნარევის წასმის შემდეგ სველი ნაჭრის სალფეთქით გაწმინდეთ.

ზოგჯერ გასაჭიმ ჭერზე ჟანგის ლაქები ჩნდება და მათი მოშორება რთულია. ამისთვის დაგჭირდებათ ნიშადურის სპირტის და წყლის ნარევი (1:1). ლაქას წაუსვით და 1-2 წუთით გააჩერეთ. საპნიანი ხსნარი ჩამობანეთ. ალგორითმი მანამ გაიმეორეთ სანამ, ჟანგი არ გაქრება. გახსოვდეთ, რომ გასაჭიმ ჭერზე ახალი ლაქის მოშორება უფრო ადვილია, ვიდრე ძველის.

3. გავრეცხოთ თუ არა – აი, რა არის საკითხავი

სამზარეულოში გასაჭიმი ჭერი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. მასზე არა მხოლოდ მტვერი გროვდება, არამედ ჭვარტლი, ნამწვი, ნაწილები, რომლებიც ჰაერში კერძის მომზადებისას ხვდება. საცხოვრებელ ოთახებში საკმარისია გასაჭიმი ჭერი მშრალი ან სველი სალფეთქით ან მიკროფიბრის ქსოვილით გაწმინდოთ. გენერალური დალაგება გარკვეულ მოქმედებებს მოიცავს.

1. გასაშლელი კიბე. ასე ჭერის მოვლის პროცესს გაამარტივებთ. ოთახის სხვადასხვა კუთხეში მისი გადაადგილება ადვილია.

2. დაწოლის ძალა. გასაჭიმზე ჭერზე მინიმალური ზეწოლა მოახდინეთ. თუ ტაფასავით გახეხავთ, გააფუჭებთ, გახვრეტთ ან გაწელავთ.

3. მოძრაობის მიმართულება. კუთხიდან დაიწყეთ და ცენტრისკენ იმოძრავეთ. ჯერ რბილი ჩვრით ობობის ქსელები გასაჭიმი ჭერის გარშემო მოაშორეთ, შემდეგ დანარჩენ ნაწილებში.

4. სისველე არეგულირეთ. გლუვი ჭერი საკმარისია მშრალი მიკროფიბრის სალფეთქით გაწმინდოთ. თუ პრიალა ზედაპირი დაიბინდა, ფანჯრის საწმენდში რბილი ქსოვილი მსუბუქად დაასველეთ და ჭერი გაწმინდეთ. ღრუბელი საპნიანი ხსნარით სამზარეულოში, გასაჭიმი ჭერის დაბინძურების მიხედვით გამოიყენეთ. ქაფიანი ხსნარი ჭურჭლის საწმენდი საშუალებიდან მოამზადეთ.