დიზაინერული ხრიკები ნივთების რაციონალურად შესანახად, თუნდაც ადგილი არ გქონდეთ

ალბათ, ყველა დიასახლისი ერთხელ მაინც დაფიქრებულა, თუ რა კარგი იქნებოდა ნივთების რაციონალური შენახვით მეტი თავისუფალი ადგილი რომ გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში ტრანსფორმერი ავეჯი და რამდენიმე კარგი ორგანაიზერი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ამაში დასარწმუნებლად Novate რამდენიმე დიზაინერულ მაგალითს გთავაზობთ.

1. ვიწრო კარადა

მაცივრის, სამზარეულოს გარნიტურის გვერდით ან კარის კუთხეში ვიწრო კარადა ცოცხის, აქანდაზის, შვაბრის, ქაღალდის პირსახოცების, ჩვრების, ღრუბლების და სხვა საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტების შესანახად იდეალურია. დიდ ადგილს არ იკავებს და არეულობის გრძნობას არ ტოვებს.

2. ნიშა

ვიწრო ნიშა კარადაში, რომელიც შეგიძლიათ შვაბრის, ცოცხის და აქანდაზის შესანახად გამოიყენოთ. ასე საყოფაცხოვრებო ნივთები ფეხებში არ მოგედებათ და ადგილს გაათავისუფლებთ.

3. სადენების ფილტრი

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება გაჯეტების გარეშე რთული წარმოსადგენია. მათ კი გამუდმებით დატენვა სჭირდებათ. მილიონი სადენი და დასატენი მოწყობილობა თვალში რომ არ გაგეჩხიროთ, ერთ–ერთ გამოსაწევ უჯრაში სპეციალური განყოფილება შექმენით.

4. დამატებითი ფუნქცია

გათბობის ბატარეებს შორის სივრცე შეგიძლიათ წიგნების, რვეულების და სხვა ნივთების შესანახად გამოიყენოთ, რომელთაც სითბო არ აშინებთ.

5. კარი

პატარა ბინაში კარიც კი პრაქტიკულ ფუნქციას ასრულებს. კარზე რამდენიმე კავი ჩამოკიდეთ და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად გამოიყენეთ.

6. ნახატი–ორგანაიზერი

ნახატის ფორმის ყუთი ფარული სივრცით სამკაულების შესანახად. რა თქმა უნდა, ასეთი ორგანაიზერი ძვირფასეულობის შესანახად არ გამოგადგებათ, მაგრამ ბიჟუტერიის და აქსესუარების დალაგებაში დაგეხმარებათ.

7. გასაშლელი მაგიდა

კომპაქტური გასაშლელი კარადა, რომელიც პატარა მაგიდად ადვილად გადაიქცევა. პატარა ბინის მფლობელისთვის ნამდვილი აღმოჩენაა, სადაც სრულყოფილი სასადილო ან სამუშაო მაგიდისთვის ადგილი არაა.

8. ერთი მთლიანი

მრგვალი მაგიდა და კომპლექტში სკამები, რომლებიც მაგიდის ქვეშ შეგიძლიათ შეწიოთ. ასე ერთი მთლიანი ხდება და ზედმეტ ადგილს არ იკავებს.

9. ფარული ნიშა

სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე ჩაშენებული ღრმა ნიშა ბოსტნეულისთვის. ნიშები მოდური სახურავებით იფარება და ვაშლის, ხახვის, კარტოფილის, ნივრის და სხვა პროდუქტების შესანახად გამოგადგებათ, რომელთაც სიცივე არ სჭირდებათ.

10. გამოსაწევი ბიბლიოთეკა

ვინ თქვა, რომ ბიბლიოთეკა აუცილებლად ვერტიკალურ კარადაში უნდა იყოს?  სტერეოტიპი დაარღვიეთ და წიგნის კარადა საწოლის ქვეშ მოაწყვეთ.

11. ფუნქციური საწოლის თავი

პატარა საძინებელში ტუმბოს ნაცვლად შეგიძლიათ საწოლი ფუნქციური თავით გამოიყენოთ. მასში გამოსაწევი ვიწრო კარადა ჩააშენეთ.

12. მაგიდა და ტაბურეტები

გამოსაწევი მაგიდა და რამდენიმე ტაბურეტი, რომლებიც თუ არ გჭირდებათ სამზარეულოს გარნიტურის ნაწილი გახდება. მსგავსი პროექტი სწორად და ხარისხიანად შესრულების შემთხვევაში ადგილს დაგიზოგავთ.

13. ტუმბო საიდუმლო სივრცით

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ტუმბოა, მაგრამ სინამდვილეში კლასიკური ფასადის მიღმა საკმაოდ ფართო კარადა იმალება, რომელიც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

14. ნიჟარის ზონა

ნიჟარის გარშემო სივრცის განსატვირთად ღრუბლები, ჩვრები, ხელთათმანები და სარეცხი საშუალებები ნიჟარის ქვეშ გამოსაწევ უჯრაში შეინახეთ.

15. სადენის დეკორები

თუ სადენებს ავეჯის უკან ვერ მალავთ, მოდურ ელემენტად გადააქციეთ. უბრალოდ კედელზე მიამაგრეთ და რამდენიმე თემატური მისაწებლით გააფორმეთ.

16. სარკის მიღმა

რამდენიმე ვიწრო მოძრავი კარადა, თარო და პატარა ნიშა, რომელიც სარკის უკან დამალულია. ასეთი იდეა პატარა, თანამედროვე საძინებლისთვის იდეალურია. სამუშაო სივრცედ ან ტანსაცმლის კომოდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

17. ნაჭრის ორგანაიზერი

როცა ტუმბოს ადგილი საერთოდ არ გაქვთ, ასეთი ნაჭრის ორგანაიზერი დაგეხმარებათ. საწოლზე მიამაგრეთ და ტელეფონის, სათვალის, ჟურნალის და წვრილმანების შესანახად გამოიყენეთ.

18. ფერადი თარო

ფერადი თარო, რომელშიც პატარა ყუთია დამალული. უჩვეულო კონსტრუქციის წყალობით ყუთის შემჩნევა რთულია, ანუ ძვირფასი ნივთების შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვიდეო ბონუსი: