პატარა სივრცე კომფორტისთვის დაბრკოლება არაა: 3 ყველაზე პატარა სახლი ინგლისში

არქიტექტურული საზოგადოების RIBA–ს მონაცემებით, დასავლეთ ევროპაში ყველაზე პატარა სახლებს ინგლისში აშენებენ. ამ შედეგმა დიდი დისკუსია და კამათი გამოიწვია, რადგან ზოგი თვლის, რომ ასეთ დონეზე საკუთარი მოქალაქეების დამცირება დაუშვებელია, სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების და რაციონალური დიზაინერული პროექტების განვითარების წერტილია. Novate გთავაზობთ 3 ყველაზე საინტერესო და ორიგინალურ მაგალითს, რომელიც თვალნათლივ გაჩვენებთ, როგორ ახერხებენ ინგლისელები თითოეული მეტრის გონივრულად გამოყენებას და პატარა სახლში ერგონომიული და კომფორტული საცხოვრებლის მოწყობას.

პატარა ფართობი არ ნიშნავს, რომ მასში ცხოვრება კომფორტული არაა და სივიწროვე ყველას თრგუნავს. თუ არსებულ სივრცეს რაციონალურად და გონივრულად გამოიყენებთ, ბევრ დადებით მხარეს იპოვით. ნამდვილად, პატარა ბინა უფრო ეკონომიურია და არა მხოლოდ საწყისი ფასიდან გამომდინარე. ასეთ ფართობზე ნაკლები გადასახადია დაწესებული, კომუნალური გადასახადებიც მცირდება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაც უფრო მარტივია. თავად ბინის მფლობელებისა და დიზაინერებისთვის კარგი შანსია, რომ ფანტაზია და შემოქმედება სრულად გამოიყენონ და ციცქნა სახლის თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურად გამოიყენონ.

ქვემოთ მოცემული მაგალითები ამტკიცებს, რომ ზომა მთავარი პირობა არაა, რომ სახლის მყუდროება და თბილი, სულიერი ატმოსფერო შექმნათ.

1. ყველაზე ვიწრო სახლი ლონდონში

ეს ლონდონში ყველაზე ვიწრო სახლია, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და ერთ დროს ორ საჯინიბოს შორის გასასვლელში ააშენეს, როცა ასეთი შენობების საჭიროება გაქრა. იმის გათვალისწინებით, რომ სახლებს შორის გასასვლელი ვიწროა, თავად სახლიც ვიწრო გამოვიდა, სულ რაღაც 2,4 მ სიგანე, ხოლო სიმაღლე – სამი სართული. ამ უჩვეულო სახლის მთავარი პრობლემა: პატარა სიგანე და ბუნებრივი განათების არ ქონა.

ახალგაზრდა წყვილმა, ტომ და სარა ტიდბერებმა სახლის შეძენისთანავე ბრიტანულ არქიტექტურულ კომპანიას Alma-NAC–ს მიმართეს თხოვნით, რომ სახლი უფრო გაედიდებინათ ან უფრო კომფორტული და ნათელი გაეხადათ. ფასადის შეცვლა და რაიმე კარდინალური ცვლილების განხორციელება აკრძალულია, ამიტომ არქიტექტორებმა ძალიან ორიგინალური პროექტი შეიმუშავეს. ასე სახლი არა მხოლოდ უფრო დიდი, არამედ მყუდრო გახდა.

მათი უჩვეულო დიზაინის წყალობით სამივე სართულზე კიდევ ერთი დამატებითი ოთახი მოაწყვეს და გასაშლელი სახურავი დიდი ფანჯრებით (ეზოს მხარეს) ორიგინალურად გააფორმეთ. ასე სახლში მზის სინათლე და სითბო შემოვიდა. სრული რეკონსტრუქციის შემდეგ სახლის სასარგებლო ფართობი 69 მ² გახდა, ხოლო საცხოვრებელი 1,5-ჯერ ნაკლები.

პირველ სართულზე მოაწყვეს საერთო ზონა ორპირი ღია სივრცით. შესვლისთანავე მისაღები ოთახი იწყება. მის უკან ფუნქციური სამზარეულო მდებარეობს, რომელიც ძალიან მყუდრო სასადილოში გადადის.

ვერტიკალური სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად ჩაშენებული სტელაჟი და კარადა გამოიყენეს, რომლებიც ყველა ნივთის შენახვის საშუალებას იძლევა და ბევრ სასარგებლო ადგილს არ იკავებს. ვიწრო სახლის მეორე ბოლოში მეორე გასასვლელი მდებარეობს, აქედან ბაღში შეგიძლიათ მოხვდეთ. კარი მინისგან დაამზადეს, რაც შენობაში მზის სინათლის შემოსვლას ხელს უწყობს.

მეორე სართულზე სასტუმრო საძინებელი ოთახით მოაწყვეს, სადაც არა მხოლოდ ორადგილიანი საწოლი, არამედ შეკვეთით დამზადებული ტანსაცმლის კარადა მოათავსეს. სრულყოფილი სააბაზანო ოთახი აუცილებელი სანტექნიკით და კარადით გააფორმეს. სამრეცხაო სრულად აღჭურვეს.

მესამე სართულზე მათი საძინებელი ოთახი მოაწყვეს დიდი საწოლით და პატარა სამუშაო კაბინეტით, სადაც მაგიდა და ღია სტელაჟი წიგნებისთვის დადგეს.

ტომი და სარა კატა არნოლდთან ერთად ამ პატარა და უჩვეულო სახლში უკვე 6 წელია ცხოვრობს და ციცქნა საცხოვრებლით კმაყოფილნი არიან. საცხოვრებლის შეცვლას არც გეგმავენ.

2. პატარა სახლი, რომელიც არქიტექტურული კომპანიის სავიზიტო ბარათი გახდა

ახალგაზრდა ბრიტანელმა არქიტექტორმა, ჯორჯ ბრედლიმ 2006 წელს ლონდონის მუშათა კლასის უბანში, ისტ–ენდში პატარა და უშნო სახლი შეიძინა. დიდი ბიუჯეტი არ ჰქონდა, ამიტომ რეკონსტრუქცია თავად განახორციელა შეყვარებულთან, ჰელენთან ერთად (მოგვიანებით მისი ცოლი გახდა). მათ მეგობარი და თანამშრომელი ევალდიც ეხმარებოდა. მთელი 3 წელი საშუალებების შეგროვებას და ამ უშნო საცხოვრებლის გადაკეთებას მოანდომეს, მაგრამ შედეგი არა მხოლოდ მფლობელს ახარებს, არამედ არქიტექტურული კომპანიის სავიზიტო ბარათი გახდა, რომელიც ჯორჯმა გახსნა.

შიდა სივრცე მთლიანად გადაღებეს და თავიდან შექმნეს, რომ მის ოჯახს კომფორტულად ეცხოვრა, მას კი ემუშავა. შიდა მოპირკეთებისთვის მხოლოდ ნატურალური მასალები გამოიყენეს, რომელიც ჯორჯმა თავად დაამუშავა, რომ ყველაფერი ჩანაფიქრის შესაბამისი ყოფილიყო. საცხოვრებელი ფართის გასაფართოებლად კიბე სახლის ცენტრში გადაიტანეს, რამაც სივრცე ვიზუალურად გააფართოვა და ინტერიერი უფრო მოდური გახადა.

პატარა ფანჯრები დიდი ვინტაჟური ფანჯრებით ჩაანაცვლეთ, რამაც შენობას სინათლე და სივრცე შემატა. ფანელის ტიხრებით ცალკე სამზარეულო მოაწყვეს, რომელიც ყველა აუცილებელი ავეჯით და ტექნიკით აღჭურვეს.

ადგილის დასაზოგად და ნივთების შესანახად საიდუმლო და აშკარა კარადები, სტელაჟები შექმნეს, რომლებიც მთელ სახლში დამალეს. ისინი კიბის საფეხურებში, სახურავის ფერდობზე იმალება, ყველა ვიწრო და გრძელ შუაკედელს იკავებს, რომლებიც ფერის და ტექსტურის მიხედვით ოსტატურად შენიღბეს. სწორედ ამიტომ, საერთო ფონზე არ იკვეთება.

საძინებელი და სააბაზანო ოთახებიც გადააკეთეს, რომლებიც თანამედროვე და კომფორტულ სივრცეებად აქციეს.

ამ პატარა სახლის შეძენასა და რეკონსტრუქციაზე 470 ათასი დოლარი დაიხარჯა, ახლა მისი ღირებულება 1,3 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც აღმოჩნდა, ზომა მთავარი არაა.

3. კანაფის კოტეჯი

აბსოლუტურად წარმოუდგენელი პროექტი, რომელიც შეიმუშავა ცნობილმა შოტლანდიელმა არქიტექტორმა ტომ ვულიმ – არქიტექტურის სამეფო აკადემიის წევრი, შოტლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი. პროექტი დამკვეთებისთვის განხორციელდა, რომელთაც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით და ეკოლოგიურად სუფთა სახლში ცხოვრება სურდათ. სახლისთვის მხოლოდ ნატურალური სამშენებლო მასალები უნდა გამოყენებულიყო. პროექტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ განახორციელეს, მაგრამ დღემდე ყველაზე ცნობილია და ბრიტანული „მწვანე“ მშენებლობის უჩვეულო სიმბოლოს წარმოადგენს.

ეს პატარა სახლი აღმართულია თვალწარმტაც ვაშლის ბაღში, მდინარე ბალინახინჩის სანაპიროზე მხოლოდ ნატურალური მასალებისგან, რომლებიც განსაკუთრებული ტექნოლოგიებით დაამზადეს. კედლების ფილები უჩვეულო შემადგენლობისგან ჩამოასხეს – კანაფის და ცაცხვის ღეროები (ეს კომპანია ასეთ ხსნარს სამშენებლოდ დღემდე იყენებს), რომელთაც კარგი დათბუნვის და ხმის იზოლაციის თვისებები აღმოაჩნდათ.

სახლის ჩარჩო ნაძვის ძელებისგან დაამზადეს, სახურავი კორდით და ცხვრის ბეწვისგან დამზადებული ნატურალური საიზოლაციო მასალებით დაფარეს. იატაკი, ფანჯრების ჩარჩოები და კარები მხოლოდ ნატურალური ხისგან დაამზადეს. პროექტის ავტორი ირწმუნება, რომ ის პლასტმასის არაა და როგორც სახლის, ასევე ღია ტერასის მშენებლობის, ასევე ინტერიერის გაფორმებისას არც ერთი ხელოვნური დეტალები არ გამოუყენებიათ.

დიდი ფანჯრები, როგორც თავად სახლში, ასევე სახურავზე მზის სინათლის შემოსვლას ხელს უწყობს. თან სითბოს და სივრცეს მატებს. ცივ სეზონზე ხომ მხოლოდ შეშით და ღუმელით თბება.

ბოლო 2 წელი ამ საოცარ სახლს ეკოტურიზმის მოყვარულებზე, მეთევზეებსა და ქალაქის ხმაურისგან დასვენების მსურველებზე აქირავებენ, რადგან აქ ცხოვრება კომფორტული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც არის.