ტაფას მრავალწლიანი ნამწვი ჯადოსნური საშუალებისა და შეძენილი ქიმიის გარეშე მარტივად მოვაშორე

ძველ ბებისეულ ტაფას ერთი აუხსნელი ღირსება აქვს: მასში მომზადებული კერძი უფრო გემრიელია, ვიდრე თანამედროვე ტაფაში, რომელსაც ჭკვიანური საფარი და ფორმა აქვს. სწორედ ამიტომ, ღირს ცოტა დრო და ძალა დახარჯოთ, რომ ტაფას მრავალწლიანი ნამწვი მოაშოროთ. მით უფრო, ამისთვის არანაირი დეფიციტური მასალა და ინსტრუმენტი არ დაგჭირდებათ. Novate გიზიარებთ მარტივ მეთოდს ტაფიდან ნამწვის მოსაშორებლად.

დაგჭირდებათ:

  • შესაფერისი ზომის ქვაბი
  • სუფრის კოვზი
  • ონკანის წყალი
  • ცეცხლის წყარო (გაზქურა)
  • სამზარეულოს დანა
  • ზუმფარას ქაღალდი

ცხიმიანი მიმწვარი ნამწვისგან ტაფის გაწმენდის პროცესი

1. შესაფერისი ზომის ქვაბი წყლით გაავსეთ და გაზქურაზე დადგით, მასში მრავალწლიანი ნამწვის მქონე ტაფა მოათავსეთ.

2. 2 სუფრის კოვზი „სავსე“ სოდა დაუმატეთ, აურიეთ რომ სწრაფად გაიხსნას. 1 საათით ხარშეთ ან ცოტა მეტ ხანს, შედეგის მიხედვით: ნამწვი დარბილდა თუ არა. ცოტა ხანში წყალში გახსნილი სოდა ნამწვზე მოქმედებას დაიწყებს და წყლის ზედაპირზე ბუშტები ინტენსიურად წარმოიქმნება და ბუყბუყს დაიწყებს. წყლის დუღილის ბუშტებში არ აგერიოთ, რომელსაც დუღილის ტემპერატურისთვის, ანუ 100 გრადუსი ცელსიუსთვის ჯერ არ მიუღწევია.

3. ერთსაათიანი ხარშვის შემდეგ ქვაბში წყალი აიმღვრევა, ქვაბის კედლებზე ფენები გაჩნდება, ხოლო წყლის ზედაპირზე – ზეთოვანი ქაფი. ცხელი წყლიდან ტაფა ამოიღეთ და ცოტა გააგრილება აცადეთ, მაგრამ არა ბოლომდე.

4. ნამწვი არაერთგვაროვანი, ფორიანი გახდება და თითქმის მთელ ზედაპირზე ბზარებით დაიფარება. ეს იმის ნიშანია, რომ ლითონთან კავშირი დაკარგა და ადვილად უნდა მოშორდეს.

5. სამზარეულოს დანით ეს ვერსია შეამოწმეთ და მის საიმედოობაში დარწმუნდით. ნამწვი ლითონს უბრალოდ ფენებად ჩამოეჭრება და გახეხვა მხოლოდ ზოგიერთ ადგილას დაჭირდება.

6. ტაფის გვერდების გაწმენდა დახრილი პოზიციის გამო ცოტა რთულია. თუ ტაფას გადააბრუნებთ და მყარ ზედაპირზე დადებთ, წმენდის პროცესი დაჩქარდება და გამარტივდება.

7. მას შემდეგ, რაც დანით ყველაფერს მოაშორებთ, რისი მოშორებაც შესაძლებელია, საქმეში ზუმფარას ქაღალდი ჩართეთ და გახეხეთ. ეს ცოტა დროს და ძალას მოითხოვს.

ზუმფარას ქაღალდით გახეხვის შემდეგ ტაფას ნამწვი თითქმის ბოლომდე მოშორდება. ნამწვი მხოლოდ ღრმა ნაკაწრებში, ბზარებში შეიძლება იყოს დარჩენილი, რომელიც სამზარეულოს ჭურჭლის მრავალწლიანი გამოყენების შედეგად გაჩნდა.