ინგლისში შუა საუკუნეების სასახლე 95 წლის კუსთან ერთად იყიდება

დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების საიტზე საინტერესო განცხადება გამოჩნდა. იყიდება შუა საუკუნეების სასახლე, სადაც ერთ დროს რძის ქარხანა მდებარეობდა სამსართულიან სასახლესთან და რამდენიმე სამეურნეო შენობასთან ერთად. ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს საინტერესო, მაგრამ არის დეტალი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მაგალითად, სახლი არქიტექტურული ძეგლია და მასში ბოლო 95 წელია ცხოვრობს დიდი კუ, რომლის მოშორება აკრძალულია.

შუა საუკუნეების სასახლე, რომელიც იყიდება, სოფელ ბოქსში, უილტშირის საგრაფოში მდებარეობს. მისი მფლობელები რამდენიმე ასწლეულის მანძილზე რძის ქარხანას და წისქვილს ამუშავებდნენ, აქედან მოდის სახელიც The Old Dairy („ძველი სარძევე ფერმა“). გასული საუკუნიდან ფერმაში არავინ მუშაობს, მხოლოდ სასახლე შიგნიდან თანამედროვე მოაწყვეს, თუმცა ექსტერიერი არ შეუცვლიათ. ამას ლოგიკური ახსნა აქვს.

აღსანიშნავია: სამსართულიანი სახლი შუა საუკუნეებში არის აშენებული, ამიტომ განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს, რომელიც კანონით დაცულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცულ კომპლექსში შესული ნაგებობების ექსტერიერის შეცვლა არ შეიძლება. დაშვებულია რესტავრაცია იმავე მასალების გამოყენებით (მაქსიმალურად ახლოს), რომელიც მშენებლობის დროს გამოიყენეს. ახალმა მფლობელებმა არქიტექტურის განყოფილებაში ნებისმიერი ქმედება უნდა შეათანხმონ, რომლის განხორციელებასაც აპირებენ და მხოლოდ რამდენიმე განყოფილებაში თანხმობის მიღების შემდეგ საქმე დაიწყონ.

ეს უძრავი ქონების ერთადერთი თავისებურება არაა. ისტორიული ძეგლის პირვანდელი სახით დაცვის გარდა, შესყიდვის ხელშეკრულებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია მითითებული. როგორც აღმოჩნდა, 1926 წლიდან სამკვიდროში დიდი და მნიშვნელოვანი კუ ცხოვრობს, რომელიც მთელი სოფლის მთავარი ღირშესანიშნაობაა. ადგილობრივები ჰერკულესს (კუს სახელი) დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ 70-იან წლებში ვეტერინარმა თქვა, რომ ეს მდედრია, მაგრამ სახელი არ შეუცვალეს.

სოფელში სახელგანთქმულ კურს ყველა იცნობს და საკმაოდ პატივისცემით ეპყრობიან, რადგან ორ მსოფლიო ომს და სამ ბრიტანელ მონარქს (ჯორჯ V, ედუარდ VII, ჯორჯ VI) გადაურჩა და ამასთან ელისაბედ II თანატოლია, რომელიც თითქმის 70 წელია სამეფოს მართავს. ამასთან, კუმ სოფლის რამდენიმე თაობა გამოიარა და ამ სახლის ორი მფლობელი გამოიცვალა და სამკვიდროს მთავარ მეურვედ რჩება.

Novate–ს ინფორმაციით, სოფელ ვოქსში საპატიო მაცხოვრებლისთვის ბაღის ნაწილია გამოყოფილი, რომელიც ახალი მფლობელის პირობებშიც მის საკუთრებაში უნდა დარჩეს. ახალმა მეურვემ სახლის შეძენის შემდეგ საპატიო ასაკის „ქალბატონზე“ უნდა იზრუნოს, ყველა აუცილებელი საცხოვრებელი პირობა შეუქმნას. ამჟამინდელი მფლობელი ამბობს, რომ შემოდგომაზე კუ იძინებს, ხოლო გაზაფხულზე იღვიძებს. ახალი კიტრი, სალათი, მწვანილი და პომიდორი ყველაზე მეტად უყვარს. მოხუცის აუჩქარებელი ქცევები და უპრეტენზიობა ახალ მფლობელს მოეწონება, რადგან ჰერკულესი ზედმეტ აურზაურს და საზრუნავს არ გამოიწვევს.

რაც შეეხება ღირებულებას, ამჟამინდელ მფლობელს ქონების გაყიდვით 1,2 მლნ დოლარის აღება სურს. ასეთი დიდი თანხა აიხსნება იმით, რომ 242 კმ² ფართობის ძველი სასახლე ძველებურად გამოიყურება, მაგრამ კარგად მოწყობილია. პირველ სართულზე მდებარეობს მთავარი მისაღები ოთახი ბუხრით და მდიდრული რბილი ავეჯით, აქვე გვხდება სამზარეულო და სასადილო, მთავარი სააბაზანო ოთახი საშრობით და სველი წერტილით, საზაფხულო ვერანდა იმ ბაღში გასასვლელით, სადაც საუკუნოვანი კუ ცხოვრობს.

მეორე სართულზე სამი საძინებელი და სააბაზანო ოთახებია. აი, მესამე სართულზე ცალკე აპარტამენტი მდებარეობს, რომელსაც თავისი მისაღები და სააბაზანო ოთახები აქვს. იდეალურია მოზარდებისთვის ან სასტუმრო რეზინდენციის სახით.

სამკვიდროს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე შენობაა, რომელთაგან ერთ–ერთს ადრე ატმოსფერულ ბარად იყენებდნენ, მასში ავეჯი და აუცილებელი მოწყობილობა შენახულია. ახალ მფლობელს შეუძლია ახალი ბიზნესი თამამად დაიწყოს, მით უფრო, სამკვიდროს მზითევში მოყვება დიდებული პერსონა, რომელიც მომხიბვლელი თილისმა გახდება.