3 მეთოდი, როგორ ამოვავსოთ ლინოლეუმის ხვრელი ისე, რომ ძველებურად გამოიყურებოდეს

ლინოლეუმი როგორი გამძლეც არ უნდა იყოს, მაინც იხეხება, იხევა და იკაწრება. საბედნიეროდ, სპეციალური მასალებით და მოხერხებულობით ამ ნაკლოვანებების დაფარვა შესაძლებელია. Novate გთავაზობთ სხვადასხვა დაზიანების მაგალითს და გიამბობთ, როგორ აღადგინოთ ლინოლეუმი ისე, რომ ახლის ყიდვა არ მოგიწიოთ.

1. ხვრელის ამოვსება საკერებლის გარეშე

იატაკის საფარში ხვრელის ამოსავსებად შეგიძლიათ წებო და სპეციალური საშუალება გამოიყენოთ. სამუშაო ადგილი გაასუფთავეთ, ხოლო ლინოლეუმსა და იატაკს შორის ცარიელი სივრცე ბამბით ამოავსეთ. მცირე დაზიანების შემთხვევაში თხევადი, A კლასის PVC წებო გამოიყენეთ, რომელიც ღრმა დეფექტის დროსაც გამოგადგებათ. დაზიანებულ ადგილას საკანცელარიო სკოჩი დააკარით, მსგავსი ხვრელი გახვრიტეთ და წებო ფრთხილად ჩაასხით. რამდენიმე საათით მოიცადეთ, რომ წებო მთლიანად გაშრეს და სკოჩი მოაშორეთ. დეფექტი ზემოდან ლინოლეუმის ფერის ცვილით დაფარეთ. უფრო დიდი დაზიანების შემთხვევაში, როცა საკერებლის თავიდან აცილება შესაძლებელია, C კლასის სქელი PVC წებო გამოიყენეთ. ლინოლეუმის ფერის საღებავში ცოტა წებო ჩაასხით და ხვრელის ამოვსება დაიწყეთ.

2. მცირე დაზიანება

შედარებით ახალი დაზიანების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ და ფლომასტერით ან პლასტილინით არ დაფაროთ. Novate ერთ–ერთი გამოცდილი რეცეპტის გამოყენებას გირჩევთ, წინასწარ ზედაპირი უსპირტო საშუალებით გადაწმინდეთ.

  • წებო ლინოლეუმისთვის, რომელიც 2-3 მმ დიამეტრის ხვრელის ამოსავსებად გამოგადგებათ. ცივი შედუღების სახით გამოიყენეთ.
  • მასტიკა ფანქრის ან პასტის ფორმაშიც იყიდება და ნაკაწრებს კარგად ფარავს. მას ფერების ფართო ასორტიმენტი აქვს და შეგიძლიათ ლინოლეუმის მსგავსი ფერი შეარჩიოთ.
  • დასალუქი მასალა არა მხოლოდ ხეზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეტნაკლებად შესაფერისი ჩრდილები აირჩიეთ და ბზარები ამოავსეთ.
  • გახეხილი ადგილებისთვის გამოიყენეთ ცვილი, პოლიროლი ან მასტიკა. ერთ–ერთი საშუალება ზედაპირს წაუსვით და კარგად დაამუშავეთ. თუ ლინოლეუმი ტექსტურირებულია, ფერადი ფლომასტერი გამოგადგებათ.

3. საკერებლის დაყენება

დიდი ზომის ხვრელის დასაფარად საკერებელი გამოიყენეთ. დაგჭირდებათ მსგავსი ფერის ლინოლეუმის ნაჭერი, მასტიკა, წებო, სკოჩი, ფითხი და სახაზავი. ისე გააკეთეთ, რომ საკერებელი მაქსიმალურად თანაბრად დაადოთ. სამუშაო ზედაპირი ჭუჭყისგან გაწმინდეთ. საკერებელი ამოჭერით, ხვრელს დაადეთ და სკოჩით დაამაგრეთ. საკერებლის კუთხეებს სახაზავი დაადეთ და იატაკის საფართან ერთად ამოჭერით. ორივე ნაჭერი მოაშორეთ. ნახვრეტიანი გადააგდეთ და მის ადგილას ახალი საკერებელი ჩასვით. საფარი ცივი შედუღების მეთოდით მიამაგრეთ.