4 მიზეზი, რატომ უნდა შეიძინოთ რამდენიმე შეფუთვა მარილი. არა მხოლოდ კერძებში გამოგადგებათ

მარილმა სამზარეულოში ადგილი დიდი ხანია მოიპოვა. ფხვიერ მასალას მხოლოდ კერძების მოსამზადებლად არ იყენებენ. ნატრიუმის ქლორიდი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ. ქიმიური ნაერთი ცრემლის, ლიმფის, კუჭის წვენის და სისხლის შემადგენლობაში შედის. ნატრიუმის ქლორიდი წყალი–მარილის ბალანსის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ორგანიზმს გაუწყლოებისგან იცავს. Novate გიამბობთ, კიდევ რა შეუძლია სუფრის მარილს სახლის პირობებში.

1. მარილი სამზარეულოში მხოლოდ კერძების მოსამზადებლად არ გვჭირდება

მარილს ჩვეული კერძების გემოს გარდაქმნა შეუძლია. ფხვიერი მასალა სხვა ამოცანას ეფექტურად უმკლავდება. მარილი სუნებს კარგად შთანთქავს. თუ კერძის მომზადებისას გაზქურაზე ან ღუმლის ძირში რაიმე დაგეღვარათ, ამ ადგილას მარილის გრანულები დააყარეთ. კრისტალები არა მხოლოდ ცხიმს და სითხეს შთანთქავს, არამედ კვამლის და ნამწვის სუნის გაჩენას ხელს შეუშლის. ჭუჭყს მარტივად მოაშორებთ.

მარილი ღუმლის კედლებსა და ძირზე ნამწვის მოშორებაში დაგეხმარებათ. ლანგარზე 300 მგ წყალი დაასხით. 500 გრ მარილი და 1–2 ს/კ ძმარი დაუმატეთ. ღუმელი 160-200 გრადუსამდე გააცხელეთ და ქვედა თაროზე ლანგარი მოათავსეთ. ნარევი 30 წუთით ადუღეთ. ახლა გამორთეთ. მას შემდეგ, რაც ღუმელის კედლები თბილი გახდება, საპნიან ხსნარში დასველებული ღრუბლით გაწმინდეთ. მიმწვარ ცხიმს მარტივად და სწრაფად მოაშორებთ.

ფხვიერი მასალა ფაიფურის, სპილენძის და მინანქრის ჭურჭელს პირვანდელ გარეგნობას და სიპრიალეს დაუბრუნებს. ამისთვის, უბრალო მარილი დაგჭირდებათ. თუ მეტი ეფექტის მიღწევა გსურთ, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი აურიეთ. მიღებული ფაფა ნივთს წაუსვით და შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. მინის ჭიქები გასაპრიალებლად ცივ მარილწყალში გაავლეთ.

ჩაი და ყავა ფინჯანის შიგნით და მაგიდაზე ნადებს ტოვებს. მათ მოშორებას მარილით შეძლებთ. ჭუჭყიან ადგილას მარილი მოაყარეთ, მსუბუქად დაასველეთ. 15-20 წუთში ფაფა მოაშორეთ. ნადების კვალიც არ დარჩება.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მარილი საკანალიზაციო მილებში ცხიმის ნადებსაც შლის. ონკანის წყალი მარტივად რომ ჩარეცხოთ, მილში მარილის და სოდის ნარევი ჩაყარეთ. ცოტა ძმარი ჩაასხით. რამდენიმე საათით გააჩერეთ. ახლა მილში ცხელი წყალი ჩაასხით. პროფილაქტიკისთვის მილში მარილიანი მდუღარე წყალი პერიოდულად ჩაასხით. ის ცხიმს სწრაფად დაშლის და გამკვრივების საშუალებას არ მისცემს.

2. როგორ ლაქებს აშორებს მარილი

მარილს გამწმენდი თვისებების გარდა ლაქების გაქრობის ეფექტიც აქვს. მას ყველაზე ჩამჯდარი ლაქის მოშორებაც შეუძლია. მაგალითად, ქსოვილიდან ჟანგსა და ობს მარილის და ლიმონის წვენის ნარევით სწრაფად გააქრობთ. ფაფა ლაქას წაუსვით და მზის სხივებზე რამდენიმე საათით გააჩერეთ, ახლა ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

ხალხში წითელი ღვინის ლაქის ამოყვანის ეფექტური მეთოდი ცნობილია. უბრალოდ ლაქას მარილი მოაყარეთ. ფხვიერი მასალა ახალ ცხიმის ლაქებსაც გაუმკლავდება.

ტანსაცმელს სისხლის ლაქებს მარტივად მოაშორებთ, თუ წინასწარ ცივ წყალში და მარილში გააჩერებთ. ამის შემდეგ საპნიან ხსნარში გარეცხეთ და სარეცხი მანქანის დოლურაში მოათავსეთ.

ოფლის და დეოდორანტის ლაქები სულ სხვა მეთოდით ამოყავთ. 4 ს/კ მარილი და 1 ს/კ წყალი აურიეთ. ნარევი ქსოვილს შეაზილეთ მანამ, სანამ ლაქის კვალიც არ გაქრება. მსგავსი რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმიანი ჭუჭყის მოსაშორებლად, რომელიც ქურთუკებსა და პალტოებზე გაჩნდა.

3. მარილი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

ნატრიუმის ქლორიდი ებრძვის ქავილს, შეშუპებას, ტკივილს, რომელიც კოღოს, ქინქლის და რწყილის, ასევე ფუტკრის, კრაზანის და ბაზის ნაკბენზე ჩნდება. მწერის ნაკბენის ადგილას წყალში გაზავებული მარილი წაისვით. ფაფა 10-15 წუთით გაიჩერეთ. ეს დრო საკმარისია, რომ უსიამოვნო შეგრძნებები გაქრეს. როგორც ვარიანტი, ნაკბენის ადგილას მარილწყალში დასველებული ბინტის ნაჭერი დაიდეთ.

ფხვიერ მასალას ერთ–ერთი „ბებისეული რეცეპტის“ მოსამზადებლად იყენებენ, რომელიც ყელის ტკივილს აქრობს. 1 ჭიქა თბილ წყალში 1 ს/კ მარილი გახსენით. მიღებული საშუალებით ყელი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ. როგორც ვარიანტი, 1 ჭიქა წყალში 1 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ მარილი გახსენით. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურის შემდეგ მინიმუმ 30 წუთით არაფრის ჭამა და დალევა არ შეიძლება. თუ ერთ ჭიქა თბილ წყალზე მარილის დოზას ნახევარ ჩაის კოვზამდე შეამცირებთ, კარგ ანტისეპტიკურ ხსნარს მიიღებთ. ასე პირის ღრუში უსიამოვნო სუნს გააქრობთ, ასევე ლორწოვანზე წყლულებს და პატარა ჭრილობებს მოიშორებთ.

უნივერსალური შინაურული სილამაზის საშუალების სახით მარილი გამოგადგებათ. ცხელი შხაპის მიღების შემდეგ მარილი კანზე შეიზილეთ. მინერალი ტანის სკრაბის როლს შეასრულებს. პერიოდულად მარილს სველ სკალპზეც იზელენ. თავზე ნატრიუმის ქლორიდი დადებით გავლენას ახდენს. თუ ხელის მტევანს თბილ მარილიან აბაზანას მოუწყობთ, ფრჩხილების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ფრჩხილები ძლიერი და ბზინვარე გახდება. ოღონდ იმ პირობით, თუ მასზე ხელოვნური საფარი (გელი, აკრილი ან გელლაქი) არ გისვიათ.

4. და კიდევ ცოტა რამ მარილის შესახებ

ზოგჯერ სამზარეულოში, განსაკუთრებით კერძო სახლებში, შეგიძლიათ დაუპატიჟებელი სტუმრები, ჭიანჭველები დაინახოთ. მათ მოშორებას მარილით შეძლებთ. ზღურბლზე და ფანჯრის ჩარჩოებზე დაყარეთ. მარილის ზოლის სიგანე დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს. როგორც ვარიანტი, ძლიერი მარილის ხსნარი მოამზადეთ. პულვერიზატორით ფანჯრის და კარის ღიობები, ჭიანჭველის გზა და ყველა ადგილი, სადაც მწერი შენიშნეთ, დანამეთ. ჭიანჭველას მარილიანი ზედაპირი არ უყვარს, ამიტომ დროთა განმავლობაში სტუმრად მოსვლას შეწყვეტენ.

კერძო სახლების და აგარაკების კიდევ ერთი პრობლემაა სარეველები, რომლებიც ყველაზე შეუფერებელ ადგილებში იზრდებიან. თუ უსარგებლო მცენარე გაიზარდა იქ, სადაც ბოსტნეულის კულტურა არაა, მის დიდი ხნით მოშორებას მარილით შეძლებთ. სარეველას მარილი კარგად მოაყარეთ. ცოტა ხანში მცენარე დაიღუპება. მოქმედი რეცეპტი, რომელიც სარეველებთან საბრძოლველად პროფილაქტიკის მიზნით გამოგადგებათ. ფილებს შორის ხვრელებში მარილი ჩაყარეთ, შემდეგ წყლით მორწყეთ. მიწაში მოხვედრისას, მარილი ბალახის ზრდას შეაფერხებს.