ანტიტრენდები 2021 წლის ინტერიერში: ასე რემონტის გაკეთება არ შეიძლება

2020 წლამდე ინტერიერის მთავარი ტრენდი ბუნებრიობა იყო. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კარანტინმა ეს კონცეფცია მხოლოდ გააძლიერა. ადამიანები სახლში მეტ დროს ატარებენ და უმეტესობა მათგანს სახლსა თუ ბინაში კაშკაშა დეტალები აღიზიანებს. როგორია 2021 წლის მოდური ინტერიერი და რა შეგვიძლია ჩვენს სახლში დავნერგოთ, ასევე რა ითვლება ანტიტრენდად, დღეს Novate ამ კითხვებზე სიამოვნებით გიპასუხებთ.

2021 წლის მოდური ინტერიერი

სკანდინავიური სტილი

ახლა გარკვეული სტილის წესების სრულად დაცვა მიღებული არაა. მაგალითად, როცა მთელი სახლი სკანდინავიურ ან ინდუსტრიულ სტილშია გაფორმებული. სტილები სჯობს გააზავოთ, შეცვალოთ და შეავსოთ.

დიდი ხნის განმავლობაში სკანდინავიური სტილი მოდური და პოპულარული იყო, რაც ახლა ყოველ მესამე და მეორე ბინაში გვხდება. ეს უკვე აღარ გვახარებს. დროა, ინტერიერის გასაფორმებლად ახალი გადაწყვეტილებები იპოვოთ!

ხის ფიცრები

დიზაინერებმა ხის ფიცრებით თანამედროვე ინტერიერი ისე გაავსეს, რომ 2021 წლის შემოდგომაზე უფრო ანტიტრენდს წარმოადგენს, ვიდრე ტრენდს. მისგან ტიხრებს და სახლის ჭერზე დეკორს აკეთებდნენ, ახლა ყველაფერს. მისი დანახვა სახლსა თუ ოფისში აღარავის სურს.

ტიხრები

სივრცის ზონირება თაბაშირ–მუყაოს პანელის ტიხრებით პერფორირებული ნიშებით და ფერადი დეკორაციებით – ეს ყველაფერი ახალი არაა. ბინის პატარა ზონებად დაყოფას, სხვადასხვა ნიშებს და დახრილ ან რადიუსის კუთხეებს უნდა მოერიდოთ.

სწორი კუთხეები

სულ ახლახანს მრგვალი თაღები მართკუთხა პორტალებად გადავაკეთეთ. თავად შენობის გეომეტრია და ავეჯი მართკუთხა ფორმების იყო. „მოდაში ნაზი, მრგვალი, ქალური ფორმები დაბრუნდა!“ – ამბობენ დიზაინერები გაღიმებული სახეებით. ეს არქიტექტურულ გადაწყვეტილებას, ავეჯის და დეკორის არჩევას ეხება. მკაცრი ხაზები და დაგეგმარება უკუთხო ავეჯით რბილდება.

თაღოვანი ფორმები არქიტექტურული თვალსაზრისით აქტუალურია. საქმე ეხება კარის ღიობს, ნიშას, კედლის დიდ სარკეს.

გრძელ ბუსუსიანი ხალიჩა

ასეთმა ხალიჩამ არაპრაქტიკულობის გამო აქტუალობა დაკარგა. გრძელი ბუსუსი სწრაფად ცვდება და ავეჯის ზეწოლის გამო ან იმ ადგილას, სადაც ოჯახის წევრები ხშირად იმყოფებიან, ნახმარი და დაჭყლეტილი ჩანს. არაფერს ვამბობთ, რომ შინაურ ცხოველებთან ასეთი ხალიჩა უბრალოდ შეუთავსებელია!

მძიმე ავეჯი

მოძრავმა კარებმა დრო მოჭამა. მძიმე ავეჯი სამზარეულოში, დიდი კომოდი, ტუმბო ტელევიზორის ქვეშ და ავეჯის გარნიტურა მოდიდან გადავიდა.

მჟავისფერი სამზარეულო

მჟავისფერი სამზარეულო, განსაკუთრებით ბარის დახლით, ასევე ღია წინსაფრით (დიდი ფორთოხალი, ორქიდეა და ღამის ქალაქი) – ეს ყველაფერი ინტერიერში უკვე ცუდ ტონად თვლება. ამის ნაცვლად დიდი ზომის კერამოგრანიტის წინსაფარი გამოიყენეთ, რომელიც მდიდრულად და თავშეკავებულად გამოიყურება.

ბალიშები დივანზე

დიახ, ადრე ყველა დიზაინერულ გამოცემაში იპოვიდით რჩევებს დივანზე ყველა შესაძლო ბალიშის გამოყენებასა და მათი დახმარებით ინტერიერის შეცვლის მეთოდებზე. ამის შესახებ ჩვენც ვწერდით! მაგრამ მთავარია არა ჭრელი ბალიშების რაოდენობა, რომლებიც ინტერიერს მყუდროებას არ მატებენ, არამედ მისი აქტუალობა.

დიდი დივნისთვის ორი ბალიშიც საკმარისია. მთავარია, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის საკმარისი იყოს!

2021 წლის მოდური ინტერიერი ცოცხალი და უნიკალურია. გამოდის, სრულად თქვენზე, თქვენს ინტერესებზე, გემოვნებაზე მორგებული უნდა იყოს. ასევე ეკოლოგიური უნდა იყოს. ტრენდიაში ბუნების უხვი ელემენტები, დიდი მცენარეები, ნატურალური ხის ტექსტურა და ქვები.