მარტივი ხრიკი კუთხესახეხი მანქანიდან დისკის ამოსაღებად, თუ ხელთ გასაღები არ გაქვთ

როგორ ამოვიღოთ დისკი კუთხესახეხი მანქანიდან? ეს საკმაოდ პოპულარული კითხვაა ოსტატებს შორის, რადგან ინსტრუმენტი მარტივი არაა და დისკის დატრიალება ყველას არ შეუძლია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაზიანების თავიდან ასარიდებლად კუთხესახეხ მანქანასთან მუშაობისას დამცავი აღჭურვილობა გაიკეთოთ. კარგია, თუ დაიშლება ან ინსტრუმენტთან ერთად სადმე არ გაფრინდება. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია ასეთი არასტაბილური არაა.

როგორ მოვხსნათ დისკი კუთხესახეხ მანქანას

პირველ რიგში, კუთხესახეხი მანქანა ელექტროენერგიის წყაროდან გამორთეთ. ეს ლოგიკურია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. მეორეც, დისკი ხელით შეგიძლიათ დაატრიალოთ და მოხსნათ, მაგრამ ახლა რატომ არ გამოგდით? ბევრი ოსტატი დარწმუნებულია, რომ გამოყენების წინ დისკს კიდევ ერთხელ მჭიდროდ უნდა მოუჭიროს. თვლიან, რომ ამ მეთოდით ინსტრუმენტზე ლითონის წრის ფიქსაცია ძლიერდება, ანუ ასე უფრო უსაფრთხოა.

მაგრამ ასე არაა. ასე ინსტრუმენტს დამატებით ფიქსაციას ვერ შემატებთ, წრეს კი ისე მოუჭერთ, რომ ხელით მოხსნა გაგიჭირდებათ. ამ შემთხვევაში საქმეში სპეციალური გასაღები ერთვება. სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეთი გასაღები არ გვშველის, რადგან სრიალებს, ზოგჯერ პროცესში საერთოდ იღუნება.

სიტუაციის გამოსწორებაში მილის ქანჩის გასაღები დაგეხმარებათ. ჩვეულებრივ, ამ ინსტრუმენტს მილებთან მუშაობისას იყენებენ, მაგრამ აქაც გიშველით. მისი დახმარებით კუთხესახეხი მანქანიდან დისკს ნამდვილად ამოიღებთ, მაგრამ შეიძლება დისკის სამაგრი დააზიანოთ. მისი გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მარტივი ხრიკი

ხელოსანი ვოვა პოლტავსკი თავის იუთუბ არხზე გირჩევთ, რომ კუთხესახეხ მანქანასთან გარკვეული სახის ქანჩი გამოიყენოთ. ის დარწმუნებულია, რომ ქანჩი კუთხესახეხ მანქანაში დისკის ზედმეტად მოჭერას ხელს შეუშლის. როგორც უკვე იცით, რომ ეს კუთხესახეხ მანქანაზე მუშაობისას დიდად აუცილებელი არაა. ასეთმა დეტალმა შეიძლება სახიფათო სიტუაცია შექმნას.

ყველაფრის ოსტატი გირჩევთ, რომ შეიძინოთ ქანჩი, რომელიც დისკს დააფიქსირებს, თან მარტივად მოხსნის. მას სპეციალურ მაღაზიებში მარტივად იპოვით, გამყიდველ კონსულტანტებს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ. ისინი გირჩევენ, თუ რომელი ქანჩის გამოყენება ღირს კუთხესახეხ მანქანასთან მუშაობისას.

როგორ მოვხსნათ დისკი კუთხესახეხ მანქანას სწრაფად და მარტივად

წარმოიდგინეთ სიტუაცა, რომ დისკის მოხსნა გიჭირთ, ხოლო გასაღები ხელთ არ გაქვთ. რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ამ ხრიკის გამოყენებამდე სქელი ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ. მოკლედ, ერთი ხელი შპინდელის ბლოკირების ღილაკს (ან ჩამკეტ ღილაკს) დააჭირეთ. ასე დისკის მბრუნავ მექანიზმს უმოძრაო მდგომარეობაში დააფიქსირებთ. შემდეგ ხელისგულები დისკს ფრთხილად დაადეთ.

ახლა ხელისგულის მკვეთრი, მაგრამ არა ძლიერი დარტყმით, დისკზე იმოძრავეთ. ასე დისკს ხელისგულის ზეწოლით მოხსნით. უდავოდ, გონივრულად უნდა იმოქმედოთ, რომ ასეთი ძალა დისკის მოსახსნელად გეყოთ და ხელისგულიც მთელი და უვნებელი დარჩეს. არ დაგავიწყდეთ, რომ მთელი მანიპულაციის დროს დაბლოკვის ღილაკზე თითი უნდა გეჭიროთ.

აი, ასეთი მარტივი ხრიკით ნამდვილად რთულ პრობლემას მოაგვარებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ კუთხესახეხი მანქანა საკმაოდ სახიფათო ინსტრუმენტია. მასზე მუშაობისას დამცავი აღჭურვილობა ყოველთვის ჩაიცვით, სპეციალური სათვალეები ან თვალის დამცავი გაიკეთეთ და ხელთათმანები არ დაგავიწყდეთ. საქმეში წარმატებას გისურვებთ.