6 არასტანდარტული მეთოდი, როგორ გამოვიყენოთ სამონტაჟო ქაფი სახლში

სამონტაჟო ქაფი მშენებლობის და რემონტის დროს შეუცვლელი საშუალებაა. ის ჰერმეტიკის ფუნქციას ასრულებს, სითბოს ინარჩუნებს და ხმაურისგან საჭირო დაცვას უზრუნველყოფს. ამით მისი შესაძლებლობები არ სრულდება. სამონტაჟო ქაფი არასტანდარტულ სიტუაციებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. Novate გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სამონტაჟო ქაფი სახლში.

1. მანქანის შეკეთება

თუ ავტომანქანის სასწრაფოდ და დროებით შეკეთება გსურთ, სამონტაჟო ქაფი დაგეხმარებათ. მის გამოყენებას დამპალი ზღურბლის და „მკვდარი“ ძროს შემთხვევაში შეძლებთ. ასეთი პრობლემები მეორად მანქანებს ხშირად აქვთ. საკმარისია, ყველა ხვრელი სამონტაჟო ქაფით ამოავსოთ, ზედაპირი გაასწოროთ, გააპრიალოთ და საღებავით დაფაროთ.

2. ბზარები ბეტონში ან აგურში

ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების გამო დეფექტები არა მხოლოდ აგურის ან ქაფი ბლოკში, არამედ ჩამოსხმულ ბეტონში ჩნდება. ხვრელები შეგიძლიათ ცემენტის ხსნარით ამოავსოთ, მაგრამ სრულად ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ. ამასთან, თავისუფალ ადგილში შეიძლება სითხე მოხვდეს, რომელიც დეფექტს მხოლოდ გააუარესებს. აი, სამონტაჟო ქაფი ბზარებს სრულ ავსებს როგორც ყველაზე ვიწრო, ასევე ფართო ადგილებში. ამასთან, მხარეებს მჭიდროდ აფიქსირებს. სრულად გაშრობას დაელოდეთ, ზედმეტი ნაწილი დანით მოაშორეთ და ზედაპირი გააპრიალეთ.

3. ფილების წებო

კედელს ფილა მოშორდა, მაგრამ წებო არ გაქვთ? სამონტაჟო ქაფი გამოიყენეთ, რომელიც ისევე კარგად მუშაობს, როგორც წებო. მით უფრო, რომ შეგიძლიათ ფილის უკანა ზედაპირს წაუსვათ და ფილა ძველ ადგილას დააბრუნოთ. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. აი, წებოს მორევა სჭირდება, გარკვეული სისქის ფენა უნდა წაუსვათ, მაგრამ მეტი საქმეა.

4. აბაზანის დათბუნვა

ლითონის აბაზანა დიდხანს თბება და სწრაფად ცივდება. აბაზანის დასათბუნად და მაღალი ტემპერატურის დიდხანს შესანარჩუნებლად, გარე მხრიდან სამონტაჟო ქაფით მთლიანად დაფარეთ. გაშრობის შემდეგ და სურვილის შემთხვევაში ზედმეტები გაასწორეთ. ამ ხრიკით ქაფიანი აბაზანით უფრო დიდხანს ისიამოვნებთ. მსგავსი ხრიკი კედლის პატარა ნაკვეთის დასათბუნად გამოგადგებათ.

5. მტვრევადი ნივთების გადაზიდვა

თუ შორ მანძილზე მტვრევადი ნივთების, მაგალითად, მინის ან ბროლის ნივთების გადაზიდვა გიწევთ, სამონტაჟო ქაფი აქაც დაგეხმარებათ. დიდი ყუთი აიღეთ, ზუსტად შუამდე ქაფით გაავსეთ და ჯერ კიდევ გაუმაგრებელ ქაფში პარკში შეფუთული მტვრევადი ნივთები ჩადეთ, ზემოდან დარჩენილი სივრცე ქაფით გაავსეთ და ყუთი დაბეჭდეთ.

6. თაბაშირ მუყაოს რესტავრაცია

თაბაშირ–მუყაოს დახმარებით კედლებს ასწორებენ, ახალ კედელს აშენებენ ან დეკორატიულ კონსტრუქციებს აგებენ. თუმცა მასალა სისქის გამო ადვილად ზიანდება, ხოლო კედელში ან თაღში ნახვრეტი ან ჩაღრმავება რჩება. ხვრელის ამოვსებას ისევ სამონტაჟო ქაფით შეძლებთ. ხვრელი ქაფით ამოავსეთ და სრულად გაშრობას დაელოდეთ. შემდეგ ზედმეტები მოაშორეთ, ზედაპირი გააპრიალეთ და თაბაშირ–მუყაოთი მოპირკეთება დაასრულეთ.