მარტივი ხრიკები ბინის გასათბობად, თუ ცენტრალური გათბობა ჯერ არ ჩაგირთავთ

ამინდი პრეტენზიული და არაპროგნოზირებადია. თბილი ამინდების შემდეგ შეიძლება მკვეთრად აცივდეს. ამ დროს ადამიანები სამაშველო სითბოს ოაზისში სწრაფად მოხვედრას ცდილობენ. ბინა ასეთ ადგილს ყოველთვის არ წარმოადგენს. Novate გიზიარებთ მარტივ ხრიკებს, თუ როგორ გათბეთ ბინაში, თუ ცენტრალური გათბობის სისტემა ჯერ არ ჩაგირთავთ. ამ ხრიკებით სითბოს შენარჩუნებასაც შეძლებთ.

1. როგორ გავათბობთ ჰაერი ბინაში

სიცივის დადგომისთანავე საცხოვრებლის გათბობა პირველ ადგილზე გადადის. ამ ამოცანას არა მხოლოდ გათბობის ცენტრალური სისტემა გაუმკლავდება. მის ჩართვამდე შეგიძლიათ სახლში ჰაერი სხვა მარტივი მეთოდებით გაათბოთ.

1. სპლიტ–სისტემა და კონდიციონერი. თანამედროვე კონდიციონერებს როგორც ჰაერის გაგრილება, ასევე გათბობა შეუძლიათ. თუ გარეთ თერმომეტრის ნიშნული უსიამოვნო დონემდე დაეცა, ბინაში სითბოს შესანარჩუნებლად სპლიტ–სისტემა გამოიყენეთ ან კონდიციონერი „გათბობის“ რეჟიმზე ჩართეთ.

2. თბოვენტილატორი. კომპაქტური მოწყობილობა, ერთგვარი კონდიციონერი. თბოვენტილატორი არა მხოლოდ ჰაერს ათბობს, არამედ მის მოძრაობას ხელს უწყობს. მოწყობილობის ერთ–ერთი ნაკლოვანება ხმაური და ტენიანობის შემცირებაა. სწორედ ამიტომ, კომფორტული ჰაერის შესანარჩუნებლად ოთახში წყლით სავსე ჭურჭელი დადგით.

3. ზეთოვანი და ინფრაწითელი გამათბობლები. მათ პოვნას საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეძლებთ. გამოსაყენებლად მარტივია, ამასთან მთავარ ფუნქციას სწრაფად უმკლავდება, შენობაში ჰაერს ათბობს.

4. სანთლები. სახლს ნაკლებად ათბობს, მაგრამ ოთახის სხვადასხვა კუთხეში ანთებული სანთლები სითბოს ილუზიას ქმნის. სახანძრო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად სანთლები კერამიკის ან მინის ჭურჭელზე მოათავსეთ.

5. სააბაზანო ოთახი და სამზარეულო. ცხელი შხაპის ან აბაზანის მიღებისას პატარა ოთახი სითბოთი ივსება. თუ კარს ოდნავ შეაღებთ, სითბო სხვა ოთახებშიც გავა. ბინის გათბობაში სამზარეულოც დაგეხმარებათ. ცივ სეზონზე საჭმელი სჯობს ღუმელში გამოაცხოთ. ღუმელის გამორთვის შემდეგ კარი გაღებული დატოვეთ. ასე სითბო არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ მეზობელ ოთახებშიც გავრცელდება.

2. რა დაგეხმარებათ ცივ ბინაში გათბობაში

ჰაერის ხელოვნური გათბობის გარდა სხვა მეთოდებიც არსებობს, რომლებიც ცივ ბინაში სწრაფად და დიდხანს გაგათბობთ. ყველაზე მარტივი: მეტი იმოძრავეთ.

ფიზიკური აქტივობა სითბოს შეგრძნებას ქმნის. გარდა ამისა, გათბობაში დაგეხმარებათ:

  • ცხელი შხაპი ან აბაზანა
  • თბილი ჩაი, ყავა, გლინტვეინი
  • ცხელი წყლით სავსე სათბური. თუ არ გაქვთ, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი დაგეხმარებათ. მასში სჯობს თბილი სითხე ჩაასხათ, რადგან ცხელი წყალი ბოთლს ადნობს.
  • ცხელი წყლით სავსე ჭურჭელი ოთახის სხვადასხვა კუთხეში დადგით.
  • ფენი ან უთო. სანამ დაწვებით, თეთრეული გაათბეთ.
  • შინაური ცხოველი. ის ისეთივე თბილსისხლიანია, როგორც ადამიანი. თუ გვერდით „თბილი გუნდა“ დევს, სიცივე ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

გათბობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტანსაცმელი, რომელიც სჯობს მაშინ ჩაიცვათ, როცა სახლში გრილა. პირველ რიგში, თბილი შალის წინდა და ბეწვის ჩუსტები გაგათბობთ. ადამიანების უმეტესობა გაყინვას ფეხებიდან იწყებს. თუ ფეხები თბილადაა, ცივ ოთახში დისკომფორტი არ შეგაწუხებთ.

მნიშვნელოვანია! ცივ ამინდში სახლში ბამბის ტანსაცმელს უპირატესობა მიანიჭეთ. ბამბა სასიამოვნო შესაგრძნებია და სხეულის სითბოს ინარჩუნებს. ძილისთვის ფლანელის და ტერის ქსოვილი ოპტიმალურია. ცივ სეზონზე ფუმფულა და ბეწვიანი პლედები, ასევე ელექტრო გადასაფარებელი პოპულარულია.

3. როგორ შევინარჩუნოთ სითბო ბინაში

სახლში ცენტრალური გათბობის სისტემა ყველას არ აქვს. მარტივი ხრიკები დაგეხმარებათ ცივ პერიოდში გათბეთ და ბინაშიც სითბო შეინარჩუნოთ. პირველ რიგში, საჭირო ზომები მიიღეთ, რომ ბინაში სითბო შეინარჩუნოთ. ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია.

1. ვენტილაცია დახურეთ. სავენტილაციო შახტი ჰაერის მიმოქცევისთვის არის განკუთვნილი. ეს პროცესი სითბოს დაკარგვას იწვევს. სწორედ ამიტომ, ცივ სეზონზე სჯობს დახუროთ, ოღონდ სრულად დახურვა არ შეიძლება. მუყაოთი ან ფანერით ვენტილაცია ისე დაფარეთ, რომ მხოლოდ მცირე ხვრელი დარჩეს. ეს ჰაერის გასაახლებლად სრულად საკმარისია.

2. კვამლსადენი. ასეთი კონსტრუქცია ძველ სახლებში ხშირად გვხდება. ცივი ჰაერი კვამლსადენიდან შენობაში რომ არ შემოვიდეს, დახურეთ. ამ ამოცანას უბრალო ბურთი გაუმკლავდება. ისე გაბერეთ, რომ ხვრელი მშვიდად დააფიქსიროს. ბურთის კუდზე მიბმული თოკი კვამლსადენიდან მის გამოღებაში დაგეხმარებათ.

3. იატაკი. ბევრ სახლში რემონტის დროს ძალიან მოსახერხებელ „თბილ იატაკს“ ამონტაჟებენ. ფეხშიშველა სიარულის კომფორტის გარდა შენობის გათბობაშიც მონაწილეობს. თუ ბინაში ასეთი სისტემა არ გაქვთ, იატაკი ხალიჩით გაათბეთ. ფეხქვეშ რბილი ხალიჩის შეგრძნება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ლამინატის, ლინოლეუმის ან ფილების ცივი ზედაპირის. ამასთან, ხალიჩა ოთახს მყუდროებას მატებს და სითბოს ილუზიას ქმნის.

4. ფარდა. ცივ სეზონზე ფანჯრები სჯობს სქელი ფარდებით გააფორმოთ. თუ დილით შეკრავთ, ხოლო შებინდებისას გახსნით, ბინაში სითბოს შენარჩუნებას შეძლებთ. დღისით მზის სინათლე მინიდან ოთახში მოხვდება და გათბობის ეფექტს შექმნის.

5. ფანჯარა და კარი. მათი ღიობებიდან სითბო ოთახს სწრაფად ტოვებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩარჩოები ჰერმეტული არაა. ჰაერის გადინების შესაკავებლად ფანჯრები დათბუნეთ. მეტალოპლასტმასის ფანჯარაზე „ზამთრის რეჟიმი“ ჩართეთ და სამაგრები შეამოწმეთ. კარის ჩარჩოები სჯობს ააწებოთ.