6 იდეა, როგორ მოაწყოთ სამუშაო ზონა, თუ ოჯახის წევრები მუდმივად ხელს გიშლიან

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. სახლში მუშაობა, მით უფრო მაშინ, როცა ბინაში სხვა ოჯახის წევრები ცხოვრობენ, ისეთი მარტივი არაა, როგორც ჩანს. Novate გიამბობთ, როგორ მოაწყოთ მინი ოფისი, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და ყურადღება არ გაგეფანტოთ.

იდეა 1: ოთახში მანეჟი დადგით

თუ დეკრეტულ შვებულებაში მომუშავე ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, გამოდის, თქვენი ამოცანა რამდენჯერმე რთულდება, რადგან არა მხოლოდ პირდაპირი დანიშნულების შესრულება გიწევთ, არამედ ბავშვსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი: ოთახში მანეჟი დადგით, რომელიც ბავშვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ბინაში მის გადაადგილებას შეზღუდავს. ასეთი მარტივი ნივთით ბავშვი მუდმივად თქვენს მხედველობის არეში იქნება და მშვიდად მუშაობას შეძლებთ. ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის აირჩიეთ მანეჟი ტიხრებით, რომ შიგნით სათამაშოების ადგილიც იყოს, რითაც თავის გართობას შეძლებს. მანეჟის შიგნით საბავშვო კარავი ბალიშებით შეგიძლიათ ჩადოთ, რომ ბავშვმა დაძინება შეძლოს, როცა დაიღლება.

იდეა 2: იქვე ბავშვისთვის სამუშაო ადგილი მოაწყვეთ

თუ რაიმე მიზეზით შვილის საბავშვო ბაღში გაგზავნა არ გსურთ, მოგიწევთ სახლში საინტერესოდ დაასვენოთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს „სამსახურის“ თამაში უყვართ, ისინი უფროსების ქცევებს იმეორებენ, ამიტომ მათთვის საკუთარი კაბინეტი მოაწყვეთ. ბავშვს პატარა ცარცის დაფა, წიგნი, ფანქრები, პლასტილინი ძალიან მოეწონება. კომფორტული მუშაობისთვის მერხი დაუდეთ. ასეთი ვარიანტი მათაც გამოადგება, ვისი შვილებიც სკოლაში დადიან – შეძლებთ ყურადღება მიაქციოთ, რომ შვილმა საშინაო დავალებები შეასრულოს, თამაშით არ გაერთოს, სანამ თქვენ სამსახურით დაკავებული ხართ. გახსოვდეთ, რომ ბავშვს არა მხოლოდ „თავისი კაბინეტი“, არამედ დასასვენებელი ზონა უნდა ჰქონდეს, სადაც თამაშს, წაკითხვას ან უბრალოდ გართობას შეძლებს.

იდეა 3: გაიტანეთ სამუშაო ადგილი

  • საძინებელ ოთახში

თუ ბინაში ცალკე საძინებელი გაქვთ, პატარა სამუშაო ადგილი მოაწყვეთ, რომ ოჯახის წევრებისგან დამალვა შეძლოთ, რომლებიც ხშირად მისაღებ ოთახში სხდებიან. ამ მიზნით ვიწრო ან დასაკეცი მაგიდა გამოიყენეთ, რომელიც მაგიდას ეკვრის ან ფართო რაფა, წინასწარ ყვავილები მოაშორეთ. გახსოვდეთ, პირველ რიგში, საძინებელი დასასვენებელი და მოსადუნებელი ადგილია, ამიტომ დღის ბოლოს თქვენი საკანცელარიო და სხვა ნივთები, რომლებიც სამსახურთან ასოცირდება, შეინახეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სამსახურიდან დასვენებაზე გადაერთოთ.

  • ლოჯიაში

კარგია, თუ ბინაში შემინული და დათბუნული აივანი ან ლოჯია გაქვთ. იმის ნაცვლად, რომ ოთახი საკუჭნაოდ აქციოთ, მასში სრულყოფილი სამუშაო კაბინეტი მოაწყვეთ. საბედნიეროდ, ამის გაკეთება ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ კომპაქტური მაგიდა, კომფორტული საოფისე სავარძელი ან რბილი სკამი, ასევე რამდენიმე კედლის თარო წიგნებისა და საკანცელარიო ნივთებისთვის. თუ ძალიან პატარა ადგილი გაქვთ, მაგიდად ფანჯრის რაფა გამოიყენეთ და ბარის სკამი დადგით. ამ შემთხვევაში ბუნებრივი განათების პრობლემა არ გექნებათ. ავეჯის და ნივთების შესანახი ადგილის გარდა განათებაზეც იზრუნეთ, რომ საღამოსაც მუშაობა შეძლოთ. სხვათა შორის, თბილ ამინდში სამუშაო ადგილი ღია აივანზე შეგიძლიათ მოაწყოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო მოედანზე ან გზის სავალ ნაწილზე არ გადის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმაური ხელს შეგიშლით.

  • სამზარეულოში

ოჯახის წევრებს შეუთანხმდით, თუ დღის რომელ მონაკვეთში იქნება სამზარეულო მხოლოდ თქვენი და კაბინეტად გამოიყენეთ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი: უკვე არსებული კუთხე ან ნიშა გამოიყენეთ. ასე სივრცის სწორად გამოყენებას შეძლებთ, რომელიც შეიძლება ცარიელი დარჩენილიყო, ამასთან სამზარეულოში დაკავებულ ადგილს არ შეეხებით. თქვენთვის ხის ფიცარი მაგიდის სახით და რამდენიმე მარტივი თარო საკმარისია.

თუ თავისუფალი კუთხე არ გაქვთ, ფართო ფანჯრის რაფა, ბარის დახლი ან უბრალოდ სასადილო მაგიდა გამოიყენეთ. ასევე მნიშვნელოვანი ქაღალდების და ნოუთბუქის დახურული შენახვა არ დაგავიწყდეთ, რომ ჭამის დროს არ დასვაროთ.

იდეა 4: შემოღობეთ

თუ კაბინეტად მისაღები ოთახის მხოლოდ ნაწილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მის ვიზუალურად შემოღობვაზე იზრუნეთ. ამ მიზნით გამოიყენეთ სტელაჟი, შირმა, ნაჭრის ფარდა, სხვადასხვა ტიხარი, მაგალითად, მინის ან თაბაშირ მუყაოს. რა თქმა უნდა, ხმას ასე ვერ დაახშობთ, თუმცა ყურადღება ნაკლებად გაგეფანტებათ.

იდეა 5: ყურსასმენი გამოიყენეთ

სხვათა შორის, ხმის იზოლაციაზე. გთავაზობთ სრული ზომის ყურსასმენი ხმის ჩამხშობი ეფექტით შეიძინოთ. მოსადუნებელი, მშვიდი სიმღერები შეკრიბეთ და მოუსმინეთ, რომლებიც მუშაობის დროს ყურადღებას არ გაგიფანტავთ. ასე ამოცანას ეფექტურად შეასრულებთ, თუნდაც ოთახში ილაპარაკონ ან ტელევიზორს უყურონ. გირჩევთ, მაგიდის სადგამი ან კედელზე კავი გაითვალისწინოთ, რომ ყურსასმენი ყოველთვის ერთ ადგილას იყოს, ხოლო სადენები არ აიხლართოს.

იდეა 6: მაგიდა ისე დადგით, რომ კომპიუტერის ეკრანს ვერავინ ხედავდეს

უმეტესად, ადამიანები თავს უხერხულად გრძნობენ, როცა უცნობი ადამიანი მისი კომპიუტერის ან ნოუთბუქის ეკრანს უყურებს. ეს ყურადღებას გვიფანტავს, გვაღიზიანებს და მნიშვნელოვან საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გვიშლის. ხოლო როცა ოჯახის წევრები გვეკითხებან: „რას ნიშნავს ეს გრაფიკი? ეს გათვლები? რომელ პროგრამას იყენებთ?“ ტვინი პირდაპირი გაგებით დუღილს იწყებს. ოჯახის წევრების ცნობისმოყვარეობა რომ არ გააღვივოთ, ნოუთბუქის ეკრანი ყველას დასანახად არ განათავსოთ. სამუშაო ადგილი ისე შეაბრუნოთ, რომ კომპიუტერს მხოლოდ თქვენ ხედავდეთ. მაგიდის განლაგების რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

  • მაგიდა დივანთან ერთ ხაზში დადგით. ასე ყველა ადამიანი, ვინც დივანზე ზის, მონიტორის დანახვას ვერ შეძლებს.
  • მაგიდა კარის მოპირდაპირედ ისე დადგით, რომ ზურგით კედელთან ისხდეთ და სახით ოთახისკენ.
  • მაგიდა ფანჯარასთან მოათავსეთ და მათ შორის სამუშაო სავარძელი დადგით.

ეცადეთ, რომ სამუშაო ადგილი გასასვლელ ზონაში ან ორპირში არ მოათავსოთ. ასევე თავი აარიდეთ ვარიანტებს, როცა ზურგით კარისკენ ან დანარჩენი ოთახისკენ ზიხართ, ასე ხომ დისკომფორტს იგრძნობთ. რაც შეეხება ფანჯარას, სჯობს გვერდით ან ზურგით დაჯდეთ, რომ მზემ თვალები არ დაგიბრმავოთ.

თუ ოთახი, სადაც კაბინეტი მოაწყვეთ, ფანჯრები მზიან მხარეს გადის, ჟალუზის, რომაული ან რულონის ფარდის არსებობაზე იზრუნეთ, რომ მაგიდა მზეზე არ გახურდეს. თუ სამუშაო ზონა ძალიან პატარაა და საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთების დადებას ვერ ახერხებთ, კედლის თაროები გამოიყენეთ. ასე მაგიდაზე მთელ სივრცეს გაათავისუფლებთ.