ეფექტური მეთოდები ავტოფარეხის ქურდებისგან საიმედოდ დასაცავად

ავტომობილის ბევრი მოყვარული ავტოფარეხს ყოველგვარი ხარახურის შესანახად იყენებს, ხოლო თავად მანქანა ამ ადგილს იშვიათად სტუმრობს, რადგან არ საჭიროებს. მართალია, თანამედროვე სახლების ეზოები უფრო ფართოა, საპარკინგედ დიდი ადგილია და ავტოფარეხები მეორეხარისხოვანი ხდება.

ერთი შეხედვით, ავტოფარეხების პოპულარობის შემცირებას მისი გაქურდვის მცდელობაც უნდა შეემცირებინა, მაგრამ ასე არაა. დღემდე ზოგიერთ ავტოფარეხის მსგავს შენობაში შეგიძლიათ ნამდვილი განძი იპოვოთ ძვირადღირებული აღჭურვილობით, კერძო საწარმოების საწყობების ან ავტომობილების სახით.

Novate გასწავლით, როგორ დაიცვათ ავტოფარეხი ქურდებისგან.

1. მექანიკური დაცვის მეთოდები

ერთი მხრივ, ავტოფარეხის კარზე ბევრი ჩამკეტი მოწყობილობის დაყენება გონივრულია, თითქოსდა ამით ქურდებს ცხოვრებას ვურთულებთ. ადრე ეს წესი საათივით მუშაობდა, რადგან თუ ერთ ფარეხზე რთული საკეტი ეკიდა, შეეძლო მეზობელ ფარეხში შესულიყო და მსგავსი „მოსავალი“ აეღო.

ახლა წესები შეიცვალა და თუ თქვენს „სიმაგრეს“ ყველა შესაძლო საკეტით დაამშვენებთ, ქურდისთვის ეს მოქმედების სიგნალი გახდება. ღამით ნებისმიერი საკეტის გახსნა და რამდენიმე ფარეხის დაცარიელება შეიძლება.

სწორედ ამიტომ, ქურდებს ცხოვრება მაქსიმალურად უნდა გაურთულოთ, რომ ავტოფარეხის გახსნა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და დიდი ხმაური გამოიწვიოს, რითაც გარშემომყოფების ყურადღებას მიიზიდავს.

თუ თქვენს ფარეხზე ჯერ კიდევ ძველი ჭანჭიკის ბოქლომი კიდია, ახალი, საიმედო გამძლე ფოლადის ბოქლომით ჩაანაცვლეთ. უკვე ეს ინოვაცია პატარა ქურდებს დააშინებს. ისინი სხვა შენობის გაქურდვას უპირატესობას მიანიჭებენ.

თუმცა გამოცდილ ქურდებს საუკეთესო ჩამკეტიც ვერ შეაჩერებთ. მათი მსხვერპლი შეიძლება გახდეს მაგალითად, კარის საგდული, რომელიც ადვილად იხსნება. როგორც ვარიანტი, გირჩევთ 3 მმ–ზე უფრო სქელი კარი დაკიდოთ, რაც ძალიან ძვირია.

გაცილებით ადვილია საგდული კუთხე ისე შეადუღოთ, რომ მეორე კარი ზუსტად მეტალის დეტალში ჩაჯდეს. დამატებითი დაცვისთვის საგდულები და კუტიკარი სქელი ლითონის ფირფიტებით დაფარეთ.

ასეთი საგდულის მოხსნას ვერავინ შეძლებს, აი, რკინის კარში ხვრელის გაჭრა მარტივია, მით უფრო ამის საკმარისი მაგალითი არსებობს. თუ 5 მმ სისქის კარი არ გაქვთ, კარის შიდა მხარეს ლითონის ფირფიტები დაგეხმარებათ. ნებისმიერი ლითონი გამოგადგებათ, რომელიც კარის სისქეს გაზრდის და ბოროტმოქმედს მასში შესაღწევად საკმარისი ხვრელის გაკეთების საშუალებას არ მისცემს.

უფრო საზრიანი მძარცველები თავს არ შეიწუხებენ და პირდაპირ ანჯამებს მოხსნიან და კარს ბუნებრივი გზით გააღებენ. სრულიად გაყინული პირები კარის კონსტრუქციას ჩარჩოსთან ერთად სატვირთო მანქანით გამოიღებენ.

აქ, გთავაზობთ მეთოდს, რომლითაც ავტოფარეხს ქურდებისგან დაიცავთ. ანჯამებს სქელი არმატურა ისე შემოახვიეთ, რომ ქურდებს კუთხსახეხის აღების სურვილი დაეკარგოთ. კარგი იქნება, თუ ნახშრიბადოვანი ფოლადის კუთხეებს იპოვით. ასე ანჯამების მოხსნით გაქურდვა უიმედო გახდება.

ჩარჩოს გატანაც შეუძლებელი გახდება, თუ ბეტონის კედელს კარის თითოეულ კუთხეში პერფორატორით გახვრეტთ, ნახვრეტებში სქელ ანკერის ჭანჭიკებს ჩადებთ, ამ ყველაფერს ჭანჭიკებით გააერთიანებთ, წინასწარ მომზადებულ ნახვრეტებში ფირფიტებში ისე ჩადებთ, რომ თითოეული ფირფიტის კუთხე ჩარჩოს ეხებოდეს.

ახლა ჩარჩო, ფირფიტა და თავად ჭანჭიკები ფარეხის ფასადის საიმედო ფიქსაციისთვის შეამოწმეთ. თუ რომელიმე სატვირთო ამის გატანას შეძლებს, მხოლოდ ბეტონთან ერთად.

მაშინაც კი, თუ ქურდი ანჯამებს მასზე შედუღებული არმატურით გადაჭრის, რაც ნაკლებად სავარუდოა, თქვენ შეგიძლიათ კარის შიდა მხარეს ლითონის კუთხეები ისე მიამაგროთ, რომ კარის დახურვისას აგურის ტორსში, ლითონის ჩარჩოში ან ბეტონის ფასადში შედიოდეს. ანჯამების მოხსნისას ასეთი კარის გაღება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.

2. როგორ არ გავხდეთ ავტოფარეხის ქურდების მსხვერპლი

თუ ადრე ქურდებს ნებისმიერი ფარეხის გატეხვა და რაიმე გემრიელობის მიღება შეეძლო, დღეს ასეთი ვიზიტები მიზნობრივად და მინიშნებით ხდება.

დამეთანხმეთ, ათასობით ფარეხის გახსნა, რომ რაღაც ღირებული იპოვოთ, უმადური საქმეა, ამიტომ, თუ ქურდმა თქვენს ფარეხს მოაკითხა, ნამდვილად იცის, რომ აქ რაღაც მოსაპარი არის.

აქედან, ფარეხის დაცვის მთავარი წესი მოდის. თუ ფარეხში ნამდვილად ღირებული ნივთები გაქვთ, მისი კარი ღია არ დატოვოთ, ასევე მეზობლებთან ახლო მეგობრობას და ფარეხში ხალხის შესვლას მოერიდეთ.

სხვათა შორის, აგურის ფილები, მეტალის და გოფრირებული ავტოფარეხი ყველაზე არასაიმედოდ ითვლება და წამებში იხსნება. ძარცვის პროცესს მონოლითური ბეტონის ავტოფარეხი ართულებს. სწორედ ამიტომ, თუ ავტოფარეხის დაცვის საკითხი მისი მშენებლობის დროს გაჩნდა, პროდუქცია სწორედ ბეტონისგან უნდა დაამზადოთ!

ბევრი ბოქლომის გამოყენება არ ღირს. პირველ რიგში, ასე ყურადღებას მიიზიდავთ. თუ ქურდს არჩევანი ექნება, მეზობლის ნაცვლად თქვენს ფარეხს გაძარცვავს, თუნდაც მასში ღირებული არაფერი იყოს. გარე ბოქლომი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ფარახში უსარგებლო ნივთებს ინახავთ და თავად ფარეხიც დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს.

თუ ავტოფარეცხის ისეთივე ღირებულია, როგორც მისი შემადგენლობა, დაცვა დააყენეთ.

უმარტივესი მეთოდი, რომ მალე ავტოფარეხს გაქურდავენ – GSM სენსორების გამოყენება, რომელიც შეგიძლიათ ჩამკეტის უკანა მხარეს, ანჯამას უკან, საგდულებთან დააყენოთ. სენსორების მკვეთრი ცვლილება თქვენს ტელეფონზე სიგნალს გამოიწვევს. ახლა ყველაფერი თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული.

სირენაც კარგად მუშაობს, რომელიც მოზარდ მძარცველებს კარგად აფრთხობს. გამოცდილი ბიჭებიც 90%–ით შეშინდებიან და სხვაგან წავლენ, რადგან შეიძლება სირენას პოლიცია მოყვეს. სახიფათო ღილაკი – კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი, რომ ქურდობის მცდელობა თავიდან აიცილოთ.

მძარცველებს ვიდეო თვალთვალის სისტემა აშინებთ. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, კამერა მუშაობს თუ არა – ბოროტმოქმედების უმეტესობა ასეთ ფარეხს გვერდს აუვლის. თუმცა ზოგიერთი მათგანი კამერას ქვით გატეხავს და გაქურდვას ეცდება. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ კომპლექსური დაცვის სისტემა გამოიყენოთ ან დაცვის თანამშრომელი ხელკეტით დაიქირავოთ, თუ ფარეხში ნამდვილად რაიმე ღირებულს ინახავთ.