სიღარიბის მაჩვენებლები ან ნივთები, რომელიც ბინის მფლობელის გაკოტრებაზე ყვირის

„რატომ გაქვს ცოტა ფული?“ – მტკივნეული კითხვა, რომელიც ბევრს აღელვებს. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ სიღარიბის მთავარი მიზეზი ადამიანის თავში, მის აზროვნებაში, რწმენასა და ჩვევაში იმალება. რაც უფრო მეტად ეჯაჭვება ადამიანი ცრუ დოგმებს, მით უფრო უჭირს უკეთესობისკენ შეცვლა. მით უფრო ნაკლები შანსი აქვს, რომ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს.

ეს ყველაფერი კარგად ჩანს იმ პირობებით, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. სხვის საცხოვრებელს ყურადღებით დააკვირდით, რომ მის მფლობელზე, ხასიათზე, ჩვევასა და ცხოვრების სტილზე ბევრი რამ გაიგოთ. თუ ინტერიერის ზოგიერთი დეტალი ადამიანის შემოქმედებით ან კრეატიულ ბუნებაზე საუბრობს, სხვა სიღარიბის ჩვევებზე მოწმობს (თუნდაც ამ მომენტისთვის ადამიანი ფულს კარგად გამოიმუშავებდეს).

დღეს Novate გთავაზობთ ბინის ნივთებს, რომელიც მფლობელის სიღარიბეზე, ცუდ პირობებში ცხოვრების ჩვევაზე ყვირის. ერთი საქმეა, როცა ბინა მოკრძალებული, მაგრამ მყუდრო და თანამედროვეა. მეორე საქმეა, როცა ბინაში სიღარიბის ფსიქოლოგიას სუნთქავს. რომელი ნივთები აქცევს ბინას უმსგავსოდ ღარიბულად?

რატომ გაქვთ ცოტა ფული

1. ხალიჩა

დღეს ქსოვილის ეს ნაჭერი შესანიშნავად მხოლოდ ერთ ამოცანას ასრულებს: მტვერს და ჭუჭყს აგროვებს. გაცვეთილი ხალიჩა შემოსასვლელ კართან კარგი ბინის იმიჯს მყისიერად აფუჭებს. ბევრი ადამიანი ხალიჩას ჩვევის გამო იყენებს. 2-3 ათწლეულის წინ ხალიჩა მასიურად გამოიყენებოდა, რადგან მისი დახმარებით ბზარების და უშნო იატაკის დამალვა შეიძლებოდა.

ხალიჩის დახმარებით რემონტის და გათბობის ხარჯებს დაზოგვას ახერხებდნენ. დღეს ბევრი ხალიჩა ბინაში სიღარიბის ნიშანს იძლევა და თითქოსდა რამდენიმე ათწლეულით უკან გადავყავართ.

2. შელახული ავეჯი

ავეჯის დახვრეტილი, გაცვეთილი და დაკერებული გადასაკრავი მძიმე შთაბეჭდილებას მოახდენს. რა თქმა უნდა, ახალი ავეჯის შეძენის შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს. თან მთელ დივანს არავინ გადააგდებს, თუ ძველებური იერი სულ ცოტა დაკარგა. თუმცა ძველი ავეჯიც შეგიძლიათ ხარისხიანად შეაკეთოთ და გადასაკრავი შეუცვალოთ. ასე ლამაზ იერს დაიბრუნებს და კიდევ არა ერთი წელი გემსახურებათ.

3. კარის მძივები

კარის ღიობში ფარდები ერთ დროს პოპულარული სწრაფად გახდა. მისი დახმარებით სივრცეს ყოფდნენ და ბინას ორიგინალურობას მატებდნენ. მართალია, დროთა განმავლობაში ასეთი ნივთი მოძველდა და ყველას მობეზრდა. დღეს ასეთ ბევრ ჟღარუნა ფარდაში გავლა არავის მოეწონება. ჩვეულებრივი კარი უფრო გონივრულია.

თუ რაიმე ორიგინალური გსურთ, კარის ღიობი ნაჭრის ფარდით დახურეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი შენობა საერთო სივრციდან სწორედ კარით გამოიყოფა (საძინებელი, სველი წერტილი).

კიდევ რა აუფასურებს ინტერიერს

4. იაფი ნახატები გადაპრანჭულ ჩარჩოებში

ნახატი კედელზე ბინის მფლობელის შინაგან სამყაროზე ბევრ რამეს ამბობს. ასეთი სილამაზე სტუმრებს აჩვენებს, თუ რა თანხა გადაიხადა ადამიანმა ბინის გაფორმებაში. იაფი ნაბეჭდი ფოტო მასიურ ჩარჩოში უცნაურად და აბსურდულად გამოიყურება. ბიუჯეტურ ალტერნატივად სჯობს საინტერესო პოსტერებს გადახედოთ.

5. მოძველებული ჭაღები

ნებისმიერ შენობაში სინათლის წყარო მნიშვნელოვანია. თუ მფლობელს ჭაღის განახლება ავიწყდება, სტუმრები აუცილებლად შეამჩნევენ. ძველი ჭაღი უხვი საკიდებით, ხვეულებით და ყვავილებით სივრცეს განსაკუთრებით აუფასურებს. სამაგიეროდ, ახლა მინიმალისტური და გეომეტრიული ფორმებისთვის მწვანე შუქია ანთებული. უბრალო, მაგრამ თანამედროვე ჭაღი ბიუჯეტური რემონტის ოთახსაც გარდაქმნის.

6. პირსახოცი კაშკაშა ნახატებით

თავდაპირველად ფერადი ქსოვილი კარგად გამოიყურება. შემდეგ ნახატები ხუნდება, ფერი თანდათან ქრება, ხოლო პირსახოცი მოძველებულად და გაცვეთილად გამოიყურება. უხარისხო ნაწარმი რამდენიმე გარეცხვაში ჩვარს ემსგავსება. გონივრულია, რომ ბამბის ან ბამბუკის პირსახოცს უპირატესობა მიანიჭოთ, რომელიც ყიდვისას კაშკაშა არაა, მაგრამ კარგ იერს დიდხანს ინარჩუნებს.

ბევრი სხვა ნივთიც არსებობს, რომელიც სიღარიბესა და ფინანსების არ ქონაზე საუბრობს (თუნდაც იმ მომენტში ბინის მფლობელს ფული ჰქონდეს). ნებისმიერი დისკების და კასეტების დაუდევარი კოლექცია წარსულით სუნთქავს და სივრცეს მხოლოდ ავსებს. ელიტურის მსგავსი ბიუჯეტური მასალები ინტერიერს მდიდრულს და უკეთესს არ ხდის.

იაფი საწოლის თეთრეული ან ერთფეროვანი ბალიშისპირები ზედმეტ ეკონომიაზე საუბრობს. შხამიან–კაშკაშა ხელოვნური ყვავილები ცოცხალი თაიგულების ნაცვლად ყველაზე უსიამოვნო ასოციაციებს იწვევენ.

საინტერესოა, რომ ზოგიერთი ადამიანი სახლში კონსერვის დანით გახსნასაც უფულობის ნიშნად მიიჩნევს. თითქოსდა, შეძლებული ადამიანი ირჩევს დასაკონსერვებელ ქილებს რგოლებით და არა ჩვეულებრივს. სწორედ ამიტომ, მათ კონსერვის დანა არ სჭირდებათ, თუმცა ბოლო მტკიცებულება ცოტა სადავოდ გვეჩვენება.

მოგვწერეთ, თქვენი აზრით რომელი უგემოვნო ნივთები ყვირის ბინის მფლობელის სიღარიბეზე.