15 სასარგებლო ნივთი, რომელიც მშობლებს შვილისთვის თვალყურის დევნაში ეხმარება

ოჯახში ბავშვის გამოჩენა ნიშნავს, რომ ცხოვრება ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე. სახლში ბევრი სხვადასხვა გაჯეტი ჩნდება, რომელიც ახალგამომცხვარი მშობლების ყოველდღიურობას ამარტივებს.

1. პორტატული ხალიჩა

სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ ბავშვთან ერთად, საფენების გამოსაცვლელად ადგილი დაგჭირდებათ. ის აუცილებლად სუფთა და კომფორტული უნდა იყოს. ამ მიზნით იდეალურად გამოგადგებათ პორტატული ხალიჩა, რომელიც ბავშვის ხელებს აფიქსირებს. საფენის გამოცვლის შემდეგ შეგიძლია პატარა ჩანთის ზომამდე დაკეცოთ.

2. აბაზანის ხალიჩა

ღია ფერის ხალიჩა აბაზანისთვის, რომელიც ტემპერატურის საზომით აღჭურვილია, სრიალს აფერხებს და თქვენი შვილისთვის მაქსიმალურად კომფორტული ტემპერატურის დაყენების საშუალებას გაძლევთ.

3. ეტლი, რომელიც თავისით მიდის

ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი ეტლი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც უფროსების ძალისხმევის გარეშე თავისით მიდის. Novate-ს ინფორმაციით, ეტლის ჩასართავად საკმარისია ღილაკს თითი დააჭიროთ, მიმართულება და სიჩქარე აირჩიოთ, შემდეგ მხოლოდ სახელურს ხელი მოკიდოთ გზის მანევრირებისთვის.

4. უსაფრთხოების სამაჯური

სამაჯური Beluvv საშუალებას გაძლევთ ყოველთვის იცოდეთ, სად არის ბავშვი, თუნდაც თქვენს თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდეს. მოწყობილობა შეგიძლიათ ისე დააპროგრამოთ, რომ თუ ბავშვი დადგენილ საზღვრებს გაცდება, მისი კოორდინატორები დაუყონებლივ მიიღოთ. Novate–ს აზრით, ასეთი სამაჯური შეუფასებელი დამხმარეა მათთვის, ვისი შვილიც სკოლაში დამოუკიდებლად მიდის, ეზოში თავისით სეირნობს ან უბრალოდ ერთ ადგილზე ვერ ისვენებს.

5. საძინებელი ადგილი

კომპაქტური საწოლი ორთოპედიული „სუნთქვადი“ ლეიბით, რომელიც ტემპერატურას ანაწილებს, უხეში გვერდებით და რამდენიმე ჯიბით. კომპაქტური ზომების წყალობით ყოველთვის შეგიძლიათ თან წაიღოთ ნებისმიერ მოგზაურობაში, თქვენს საწოლში ან სასეირნოდ.

6. მბრუნავი თეფში

ფერადი თეფში, რომელიც ღერძის გარშემო ტრიალებს, ეს საჭმლის დაყრას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. შესანიშნავი ნივთი მათთვის, ვისი შვილებიც კარგი მადით არ გამოირჩევიან.

7. სათამაშო „მეხსიერებით“

უჩვეულო სათამაშო, რომელიც ძუძუთი კვების დროს მკერდზე უნდა მიიდოთ, შემდეგ ბავშვის საწოლში ჩადოთ. სათამაშო სპეციალური „მეხსიერების“ მასალით, რომელიც დედის ყოფნის შეგრძნებას ქმნის, თუნდაც დედა ახლოს არ იმყოფებოდეს.

8. აბაზანის შემზღუდველი

თანამედროვე მშობლებს საბავშვო აბაზანა არ სჭირდებათ. საკმარისია სპეციალური ნივთი შეიძინოთ, რომელიც აბაზანას აუცილებელ ზომამდე ამცირებს.

9. საგზაო ჰამაკი

მოსახერხებელი ჰამაკი, რომელიც წინა სავარძლის ზურგზე მაგრდება და ბავშვთან ერთად მოგზაურობას უფრო კომფორტულს ხდის.

10. მაგიდის ხალიჩა

ფერადი სილიკონის პორტატული ხალიჩა მაგიდას მჭიდროდ ეკვრის და საშუალებას გაძლევთ ბავშვი ტრადიციული თეფშის გარეშე გამოკვებოთ.

11. საწოვარა–თერმომეტრი

ავადმყოფობაზე ცუდი არაფერია, რომელიც პატარა ადამიანს ცხოვრების პირველ წლებში ეკვრის. არაფერი რომ არ გამოგრჩეთ და დროულად თავი დაიზღვიოთ, საწოვარა–თერმომეტრი გამოიყენეთ. უკვე 3 წუთში საწოვარა ბავშვის სხეულის ზუსტ ტემპერატურას გიჩვენებთ.

12. მოდულური ავეჯი

თანამედროვე მშობლებს მოდური და ფუნქციური ნივთები სჭირდებათ. მაგალითად, ასეთი მოდულური ავეჯი, რომელიც სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

13. ავტოსავარძელი

კომპანია Evenflo–ს საბავშვო სავარძელი ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო გამოგონებად ითვლება. სავარძელი აღჭურვილია ჩაშენებული სენსორებით, რომელიც შეგახსენებთ, რომ ღვედი შეკრული არაა, ასევე მიმღებით, რომელიც მანქანის ძრავის მუშაობასთან სინქრონიზდება და გაჩერების შემთხვევაში სავარძლის მოხსნის აუცილებლობას შეგახსენებთ.

14. ყელსაფარი ჯიბით

ბავშვის მოუხერხებელი ჟესტებით სადილის შემდეგ ბავშვის გარშემო ყველა ზედაპირი საკვების ნარჩენებით ბრწყინავს. ამ პრობლემის გამკლავებაში სპეციალური ჯიბიანი ყელსაფარი დაგეხმარებათ, რომელშიც ყველაფერი ჩაიღვრება, რაც პირში ვერ მოხვდა.

15. ფერადი თეფში

ორიგინალური თეფში, რომელიც წარმოადგენს მუყაოს წრეს, გაფორმებული ფერადი ნახატებით და პლასტმასის უსაფრთხოების სახურავით. ასეთი თეფშის უპირატესობა ისაა, რომ მუყაოს ძირი ნახატებით შეგიძლიათ ყოველდღე შეცვალოთ.