ჰიბრიდული სახლები, რომლებიც ერთდროულად 3D პრინტერით და ტრადიციული ტექნოლოგიებით ააშენეს

ოსტინში, ტეხასის შტატში 4 უნიკალური სახლის მშენებლობა დასრულდა, რომლებიც ორი ურთიერთსაპირისპირო ტექნოლოგიის ერთდროული გამოყენებით ააშენეს. სახლის პირველი სართული სამშენებლო კომპანია ICON-ის  3D პრინტერის  ბეტონით არის აგებული, მეორე სართული – კარკასული პრინციპით. მშენებლობის ჰიბრიდული მეთოდი ტყუილად არ აურჩევიათ. როგორც აღმოჩნდა, ასეთი მეთოდი უფრო საიმედოა რეგიონში, რომელიც წყალდიდობით ხშირად ზარალდება. ეს ახალი პროექტის ერთადერთი თავისებურება და დადებითი მხარე არაა.

ბოლო წლებში 3D პრინტერი ვიწრო სპეციალიზებული ჰობიდან და ექსპერიმენტული დარგიდან მთავარ სამშენებლო ტექნოლოგიად იქცა, დიდწილად კომპანია ICON–ის დამსახურებით (ამერიკულ ბაზარზე), რომელიც სამშენებლო პრინტერის Vulcan–ის შემუშავებით და მოდერნიზაციით არის დაკავებული. კომპანია ICON-მა მარსზე 3D ბეჭდური კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომელშიც NACA Bjarke Ingels Group–თან ერთად მონაწილეობდა, ექსპერიმენტული პროექტის განხორციელება დაიწყო. ამჯერად, სოციალური მცირე სახლებით არ შემოიფარგლეს.

ამ მომენტისთვის აღმოსავლეთ ოსტინში (ტეხასის შტატი) 4 სახლის მშენებლობა დასრულებულია. სახლები ადგილობრივმა სამშენებლო ფირმამ Logan Architecture დააპროექტა და ინოვაციურმა კომპანიამ ICON–მა 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით ააშენა. 141-დან 179 მ² საცხოვრებელი ფართები ქუჩაზე East 17th საცხოვრებლად მზადაა და ამ დროისთვის უძრავი ქონების ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიამ ICON–ის სპეციალისტების და 3–strands-ის დეველოპერების თქმით, ჰიბრიდული სახლები აშშ–ში პირველია.

ახალი საცხოვრებლის მთავარი თავისებურება, რომელსაც The East 17 th 3D-printed Home უწოდეს, ჰიბრიდული მშენებლობის მეთოდი გახდა. პირველი სართულისთვის 3D პრინტერი Vulcan გამოიყენეს, რომელიც საქშენებით სპეციალურად შემუშავებულ ცემენტის ხსნარს ფენებად უშვებს, ხოლო ზედა სართული ტრადიციული კარკასული სამშენებლო ტექნოლოგიით ააშენეს.

სახლის ასეთ აგებულებას ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან ქვედა სართული უფრო მტკიცე და გამძლე სამშენებლო მასალისგან არის დამზადებული. ასეთი მასალაა ლავაკრიტი – პორტლანდცემენტზე დაფუძნებული ხსნარი, რომელიც შენობას ექსტრემალური ამინდის პირობებისგან იცავს. აი, ნატურალური ხე, რომელიც მეორე სართულის ასაგებად არის გამოყენებული, კონსტრუქციას ამარტივებს და ორიგინალური ობიექტის შექმნას ხელს უწყობს, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით არ არსებობს.

კომპანიის წარმომადგენლების რწმუნებით, „3D ბეჭდვის ტექნოლოგია უფრო უსაფრთხო და საიმედო სახლის შექმნას უზრუნველყოფს, რომელიც ისეა დაპროექტებული, რომ ხანძარს, წყალდიდობას, ძლიერ ქარს და სხვა სტიქიურ უბედურებას უფრო უკეთ უძლებს, ვიდრე ტრადიციული შენობები.“

კონსტრუქციული თავისებურებები: სახლებს სხვადასხვა ფართები აქვთ, მაგრამ განლაგება ერთი და იგივეა. ოთხივე სახლში გათვალისწინებულია შიდა სივრცის ღია დაგეგმარება, რომელიც მოიცავს მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, სასადილოს, 4 საძინებელს (ზოგიერთი შეგიძლიათ კაბინეტად გამოიყენოთ), 3 ან 4 სააბაზანო ოთახი (სახლის ზომებზეა დამოკიდებული). თითოეული რეზიდენცია ინტერიერის ინდივიდუალური დიზაინით გამოირჩევა, რომელშიც მინიმალისტური სტილი ჭარბობს.

ინტერიერის დიზაინზე ადგილობრივი დიზაინერი კლერ ცინეკერი მუშაობდა, რომელმაც შთაგონება სახლის ბუნებრივ მასალებში (ხე, ლითონი, ბეტონი) იპოვა. მან გამოიყენება მწვანე, თეთრი და გამომწვარი თიხის ფერების მარტივი ფერადი პალიტრა, ასევე ნაჭრის ხელით ნამუშევარი ხალიჩები, მოჭიქული ფილები მისი კოლექციიდან ადგილობრივ კომპანიაში Clay Import (სველი ზონებისთვის), სანათები, რომლებიც დახვეწილ მასალებს ხაზს ეფექტურად უსვამენ.

დიზაინერმა უპირატესობა მიანიჭა ბუნებრივი ხის ავეჯს წითელი ხის ელემენტებით და ტექსტილით, რომელიც ადგილობრივ არომატს ხაზს უსვამს. ერთგვარი აქსესუარი გახდა ტალღოვანი კედლები, რომელიც 3D ბეჭდვის მშენებლობას ახასიათებს და დამატებით მოპირკეთებას არ მოითხოვს. პირველ სართულზე გაპრიალებული ბეტონის იატაკი დატოვეს, თითქოსდა ინდუსტრიულ სტილს და ტექნოლოგიების თანამედროვე შესაძლებლობებს ხაზი გაუსვეს. აი, ზედა სართულზე, რომელიც მინიმალიზმით და თეთრი ფერებით გამოირჩევა, კედლები გალესეს, ხოლო იატაკზე ლამინატი დააგეს.

აღსანიშნავია, რომ შემქმნელებმა სახლის ენერგოეფექტურობაზეც იზრუნეს: ორმაგი მინა, წყლის გამაცხელებლები ავზის გარეშე და სისტემები, რომლებიც ალტერნატიული ენერგიის გამოყენების საშუალებას იძლევა.

შენიშვნა: ყველა ზემოთ აღნიშნული სარგებელი ძირითად პაკეტში შედის, ამიტომ უძრავი ქონების ბედნიერი მფლობელი სახლში ცხოვრებას დამატებითი ინვესტიციების ჩადების გარეშე შეძლებს. სახლის ღირებულება 450 ათასი დოლარიდან იწყება, რაც ამ რეგიონისთვის გაცილებით დაბალია. შედარებისთვის, ასეთი ფართობის სახლი აღმოსავლეთ ოსტინში 650 ათასი დოლარიდან იყიდება და ეს ენერგოეფექტურობის, ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სანტექნიკური მოწყობილობების და დიზაინერული დაგეგმვის გარეშე.