ეფექტური მეთოდები მანქანის ჭერის გასაწმენდად ისე, რომ საფარი არ დააზიანოთ

ერთი შეცდომა, რომელსაც ბევრი ავტომფლობელი უშვებს არის ის, რომ მტვერსასრუტით მხოლოდ ხალიჩას და სავარძლებს წმენდს, ხოლო შიდა საფარს, კერძოდ, ჭერს ყურადღებას არ აქცევს. როგორც წესი, ეს ფორიანი ზედაპირია, ამიტომ მტვრის და კვამლის შთანთქმა და შენარჩუნება შეუძლია. რეგულარული წმენდის გარეშე უსიამოვნო სუნს რამდენიმე დღე, კვირა ან ზოგჯერ სამუდამოდ ინარჩუნებს. თუ ჭერს და მის საფარს რეგულარულად გაწმენდთ, ასევე მოვლის რამდენიმე ძირითად ეტაპს შეასრულებთ, თქვენი ავტომობილი ყოველთვის სუფთა იქნება.

ალბათ, იცით, როგორ გაწმინდოთ მანქანის შემოგარენი და ხალიჩა, მაგრამ მათთან შედარებით ჭერი საკმაოდ დელიკატურია. ეს მგრძნობიარე ნაჭრის მასალაა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და სპეციალური საწმენდი საშუალებები და მეთოდები გამოიყენოთ, რომ ლაქის ან სუნის გაქრობის მცდელობისას არ დააზიანოთ.

1. საფუძვლიანი წმენდა ყველაფერს გამოასწორებს

სამწუხაროდ, მანქანის ჭერს უბრალოდ ცხელი წყლით და საპნით ვერ გარეცხავთ. ეს ჩამოწევას და გარდაუვალ დაზიანებას გამოიწვევს. ავტომობილს ჭერს რბილი საფარით ფარავენ, რომელიც პოროლონს ჰგავს და მოსავლელად ისეთივე სპეციფიკურია, როგორც ზამში, ვინილი, ტყავი ან ნაჭერი. ეს ყველაფერი დამაგრებულია გამძლე საფუძველზე, რომელიც ჩვეულებრივი მინაპლასტიკის ან სხვა ფორმირებული ბოჭკოვანი მუყაოთია დამზადებული და რამდენიმე მიზანს ასრულებს, მათ შორის:

  • სალონის იზოლაცია გარემოსგან, სიცხისგან ან სიცივისგან;
  • ხმაურის და ვიბრაციის ჩახშობა;
  • დასრულებული ინტერიერის შექმნა;
  • მრავალფუნქციური მოწყობილობების დაკიდება, როგორიცაა განათება, მიკროფონი და სხვა.

დროთა განმავლობაში მასალა შეიძლება დაბინძურდეს, არათანაბრად შეიღებოს, ქარის შეკავება შეწყვიტოს და ყოველდღიური გამოყენებით გაცვდეს – მაგალითად, მტვრის, თამბაქოს კვამლის და სხვა ნაკლებად სასიამოვნო ნივთიერებისგან. სარწმუნო ნიშანი, რომ დროა ჭერი გაწმინდოთ: მასალის ფერის ცვლილება. ამ პროცედურას დრო რეგულარულად უნდა დაუთმოთ, რომ შემდეგ აღდგენაზე დიდი თანხა არ დახარჯოთ: მთელი ჭერი ერთ მთლიან საფარს წარმოადგენს, ამიტომ დაზიანების შემთხვევაში მთლიანად გამოცვლა მოგიწევთ.

2. ინსტრუმენტები და გაწმენდის მეთოდი

დაგჭირდებათ:

  • სუფთა განიავებადი ტერიტორია
  • 1–2 მიკროფიბრის სალფეთქი
  • რბილი ჯაგრისი

გამწმენდი – ხელნაკეთი ან შეძენილი. საწმენდი საშუალება ავტომაღაზიაში შეიძინეთ, წინასწარ გაარკვიეთ მასალა, რომელზეც მის გამოყენებას აპირებთ. ასე არჩევანი გაგიმარტივდებათ. სჯობს ისეთი შემადგენლობა შეიძინოთ, რომელიც აეროზოლის სახით ქაფდება, რადგან უფრო ეფექტურია, ვიდრე სითხე.

თუ შინაურული საწმენდი საშუალების მომზადებას აპირებთ, პულვერიზატორში 0,25 ჭიქა (60 მლ) თეთრი ძმარი და 0,5 ჭიქა (7,5 მლ) თხევადი საპონი 1 ჭიქა (250 მლ) თბილ წყალს აურიეთ. ბოთლი შეანჯღრიეთ, რომ ხსნარი ერთგვაროვანი გახდეს. რბილი, მაგრამ ეფექტური საწმენდი საშუალება მზადაა. სავარძელზე ქსოვილის გასაახლებლად და სალონის რბილი ზედაპირების წერტილოვანი წმენდისთვის გამოიყენეთ.

ძველი, ჩამჯდარი ჭუჭყი უფრო რადიკალურ მეთოდს მოითხოვს, მათ შორის ორთქლით წმენდას.

მნიშვნელოვანია! ინტერნეტში აღწერილია საწმენდი საშუალებების ფართო სპექტრი დაწყებული სოდით და კბილის პასტით და დამთავრებული ლაქების ამომყვანით რბილი ავეჯისთვის და პროფესიონალური საავტომობილო პროდუქტები. სანამ ნებისმიერ ქიმიურ ნარევს გლობალურად გამოიყენებთ, თვალისგან მოფარებულ ადგილას ცდა ჩაატარეთ, რომ კომპონენტების თავსებადობაზე დარწმუნდეთ და დასამუშავებელ ზედაპირზე დაზიანება თავიდან აიცილოთ.

3. ახალი ლაქის, შხეფის, ზოლის და სხვა პატარა ლაქის მოშორება

წერტილოვანი წმენდა მცირე ჭუჭყის მოსაშორებლად შეიძლება ეფექტური იყოს. ასეთი ლაქა საჭმელთან და სასმელთან დაუდევარი მოპყრობით, ჭუჭყიანი ხელებით ან გაჟონილი წყლიდან ჩნდება. სველი სალფეთქით ნაზად გაწმენდა შესანიშნავ შედეგს იძლევა. უფრო მნიშვნელოვანი დეფექტის მოსაშორებლად:

მიმხმარი ნაწილები ფრთხილად მოაშორეთ, უფრო ღრმად არ ჩააჯინოთ. მტვერი და ნებისმიერი ფხვიერი მასა მიკროფიბრის სალფეთქით ან რბილი ჯაგრისით გადაწმინდეთ. უხეში ჯაგრისი არასდროს გამოიყენოთ, ის ჭერის ქსოვილს აზიანებს. მიმხმარი ლაქა მშრალად არ აფხიკოთ, სუფთა თბილ წყალში დაასველეთ.

თუ ამ ეტაპზე ლაქა აღარ ჩანს, საქმე გაკეთებულია. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებათ საწმენდი საშუალება: კომერციული ან თვითნაკეთი. ცოტა საშუალება მიკროფიბრს კუთხეში შეასხურეთ, დანარჩენი ნაწილი მშრალი დატოვეთ შემდგომი გამოყენებისთვის.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: საშუალება პირდაპირ ჭერზე არ შეასხუროთ, რადგან საფარი ზედმეტად დასველდება, რის გამოც მოგვიანებით ობთან ბრძოლა მოგიწევთ. ქაფიანი სპრეი იდეალური ინსტრუმენტია ავტოსალონის ჭერის გასაწმენდად. ქაფი ფორიან მასალას ისე არ აჯერებს, როგორც წყალი, და სუნს შესანიშნავად აქრობს.

მსუბუქი ზეწოლით ლაქა სველი ქსოვილით დაასველეთ, 1 წუთი მოიცადეთ, შემდეგ ზედმეტი სითხე მშრალი სალფეთქით მოაშორეთ.

დაელოდეთ, სანამ საშუალება ბოლომდე გაშრება, შემდეგ შეამოწმეთ, ლაქა სრულად მოშორდა თუ არა. თუ კვლავ შესამჩნევია, პროცესი გაიმეორეთ, რბილი ტყაპუნა მოძრაობა დაუმატეთ. თუ სასურველ შედეგს მიაღწიეთ, კარგია. თუ არა – უფრო რადიკალურ ზომას მიმართეთ.

4. ჩამჯდარი ლაქა

ურჩი ძველი ლაქების მოსაშორებლად ასე მოიქეცით:

  • ზედაპირი უსაფრთხო საწმენდი საშუალებით თანაბრად დაასველეთ. ყურადღება სინათლის წყაროს გარშემო კუთხეებს და ნაპრალებს მიაქციეთ. რჩევა: საწმენდი ქაფი დაგროვებულ ჭუჭყს უფრო ეფექტურად აშორებს, ვიდრე წყლიანი ნარევი.
  • საშუალება ცოტა ხნით გააჩერეთ ისე, როგორც ინსტრუქციაშია მითითებული.
  • რბილი ჯაგრისით ჯიუტი ლაქა გაწმინდეთ, შემდეგ ჭერის მთელი ზედაპირი გაწმინდეთ, რომ გაშრობის შემდეგ ლაქასავით არ გამოიყურებოდეს.
  • სრულად გააშრეთ. ჩვეულებრივ, ამას 0,5-1 საათი სჭირდება, რომელი ხსნარი ან რა ნაკვეთზეც არ უნდა გამოიყენოთ. შესაძლოა, პროცესს განმეორება დასჭირდეს. ზოგიერთი ლაქა შეიძლება სრულად არ გაქრეს. ეცადეთ, მაქსიმალურად გააღიავოთ.

5. ღრმა წმენდა

ჭერის საფარი დელიკატური ნივთია, ამიტომ ღრმა წმენდა ბოლო საშუალება უნდა იყოს. მისთვის დაგჭირდებათ დაორთქვლა, ხოლო სითბო და სითხე ასუსტებს წებოს, რომელიც საფარს აკავებს. შედეგი შეიძლება სავალალო იყოს: მაგალითად, საფენი შეიძლება დაიშალოს, ჩამოიწელოს ან ფერი შეიცვალოს. დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა გასარისკად. ავტოსამრეცხაოში ამ საქმეს პროფესიონალურად ებრძვიან, მაგრამ თუ მაინც თავად გსურთ გაუმკლავდეთ, ასე მოიქეცით:

მოამზადეთ ორთქლის აპარატი და ცოტა წყალი რეზერვუარში დასამატებლად. კიდევ უკეთესია, თუ ღრმა წმენდისთვის სპეციალური სისტემა გაქვთ. კარგად განიავებულ შენობაში იმუშავეთ.

აპარატი წყლით გაავსეთ და ცოტა საწმენდი საშუალება დაუმატეთ. მითითებულ ინსტრუქციას მიჰყევით, რომ ინგრედიენტები სწორი თანაფარდობით აურიოთ. მნიშვნელოვანია: თუ თქვენი ორთქლის აპარატი კონკრეტული ბრენდის და ტიპის საწმენდს მოითხოვს, რეგულარულად მხოლოდ ის გამოიყენეთ. სხვა ხსნარის გამოყენებამ შეიძლება ზედმეტი ქაფის გამოშვება და ქსოვილზე ზოლების დატოვება გამოიწვიოს, რაც ჭერს კიდევ უფრო დაალაქავებს.

ახლა ორთქლის აპარატი ჩართეთ. გასაცხელებლად დრო სჭირდება, ასე რომ დაელოდეთ. ცხვირზე საჭირო საცმი (ვიწრო ან ფართო) ჩამოაცვით, შემდეგ საქშენი ჭერისკენ მიმართეთ. წინა კუთხიდან დაიწყეთ და ჭერის გასწვრივ მუდმივი სიჩქარით იმოძრავეთ. ცნობისთვის, წამში 7-10 სმ მოძრაობით ჭერის სითხით ღრმად გაჯერებას, წებოს და ქაფის დაზიანებას თავიდან აიცილებთ. თუ საფარი ძალიან სველი ჩანს, ტემპი და ტექნიკა შეცვალეთ.

ერთი და იმავე მიმართულებით ფართო მოძრაობები შეასრულეთ, რომ გაშრობის შემდეგ ერთგვაროვანი ზედაპირი მიიღოთ. დროდადრო დამშვებ ღილაკზე დაჭერა არ დაგავიწყდეთ, რომ საპნიანი ქაფი მთელ ავტომობილს არ შეასხუროთ.

ავტომობილი მშრალ, კარგად განიავებულ და ზედმეტი მტვრისგან მოშორებულ ადგილას დატოვეთ. კარები გააღეთ ან ფანჯრები ჩამოწიეთ. ჭერის საფარს კარგად გასაშრობად მთელი დღე შეიძლება დასჭირდეს ან უფრო ნაკლები, თუ ჰაერის მეტი ცირკულაციისთვის ვენტილატორს გამოიყენებთ.

ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ორთქლით წმენდის დროს არ უნდა გამოგრჩეთ: როცა ბოლომდე გაშრება, მიკროფიბრის პირსახოცით მთელი ზედაპირი გადაწმინდეთ. ასე თეთრ ზოლებს მოაშორებთ, რომლებიც საწმენდი საშუალებისგან დარჩა, და ჭერს გააპრიალებთ.

„დიდი დალაგების“ წინ დარწმუნდით, რომ თქვენი მანქანის ჭერის საფარი საიმედოდ დამაგრებულია და დაზიანებული არაა. თუ რაიმე სისუსტეს ან სხვა დეფექტს გრძნობთ, ყველა ეს მეთოდი გამოტოვეთ და სპეციალისტს მიმართეთ.