ძველი სახლის „სასრიალო“ ფასადი გამვლელებს აბნევს

ახალგაზრდა ბრიტანელმა მხატვარმა და არქიტექტორმა უჩვეულო პროექტი განახორციელა. მან ძველი შენობა სიურეალისტურ არტობიექტად აქცია. შენობას დანგრევა ემუქრებოდა, ხოლო ბიჭმა მისი ადგილობრივ ღირშესანიშნაობად გადაქცევა გადაწყვიტა. ეფექტური პროექტის გასახორციელებლად სპეციალური აგურის, მოხრილი პანელების, ასევე მოხრილი კარ–ფანჯრის შეკვეთა მოუწია, მაგრამ კოლექტიური ძალისხმევა ამად ღირდა.

ალექს ჩინეკი ახალგაზრდა ლონდონელი მხატვარია, რომელიც ძველ, დასანგრევ სახლებზე ორიგინალურ ინსტალაციებს ქმნის. ერთი შეხედვით, რა საჭიროა ამდენი დროის, ძალისხმევის და საშუალების დახარჯვა, თუ გარეგნულად ორიგინალური ობიექტი მალე ნანგრევებად იქცევა. ალექსი ასე არ ფიქრობს და ყოველთვის ცდილობს ხელისუფლებასთან ან შენობის მფლობელთან მოლაპარაკებას, რომ ყველაზე გიჟური იდეების (კარგი გაგებით) განხორციელების უფლება მისცენ. ასე მოხდა მე-19 საუკუნის დროინდელ სახლთან, რომელიც პატარა ზღვისპირა ქალაქ მარგიტში, კლიფტონვილის ისტორიულ უბანში მდებარეობს.

შენიშვნა: არც თუ ისე ხელსაყრელ უბანში სახლების უმეტესობა 2009-2013 წლებში შეაკეთეს, მაგრამ პატარა შენობა, სადაც უკვე დიდი ხანია არავინ ცხოვრობს, არასდროს აღუდგენიათ. ქალაქის მთავრობამ მისი დანგრევა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენება გადაწყვიტა, მაგრამ ამ ადგილამდე ჯერ ვერ მიაღწიეს. მიტოვებულ სახლზე ჩინეკმა გაიგო, რომელმაც მუნიციპალიტეტს მხატვრული ინსტალაციის შესაქმნელად ნებართვა თხოვა. პირობა დადო, რომ ამ უბანს თავისი ღირშესანიშნაობა ექნებოდა, რომელიც ტურისტებს მიიზიდავდა. მთავრობაც ექსპერიმენტს დათანხმდა და არ წააგეს.

თეატრალური ინსტალაციების და ოპტიკური ილუზიების დაუღალავმა ავტორმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „კლიფტონვილი ძალიან ღარიბი უბანია დანაშაულის ბევრი შემთხვევით, რომელსაც „ბორცვის მწვერვალს“ უწოდებენ. აი, კულტურა და მხატვრები ამ მწვერვალს ჯერ ვერ მიწვდნენ. აქ ვარ, რომ ეს ხვრელი ამოვავსო, რადგან საჯარო ხელოვნებას საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ხშირად ავიწყდება!”

მხატვარი ხშირად ქმნის დეკორატიულ პანელებს გარკვეული ჩანაფიქრით (თავად ობიექტსა და ისტორიაზე დამოკიდებული) და არა ტრივიალურ ესთეტიკას, რომელიც დასანგრევი სახლების უშნო ფასადებს ფარავს. ამჯერად კრეატიულმა დიზაინერმა არა მხოლოდ გალამაზება, არამედ მარგიტის მოქალაქეების და სტუმრების გაოცება გადაწყვიტა. მან ორიგინალური პროექტი შეიმუშავა, რომლის შემდეგ სახლი სიურეალისტურ ნახატს ჰგავს. თავის შემოქმედებას უწოდა From the Knees of My Nose to the Belly of My Toes, რაც ნიშნავს „ფეხებზე ჩემი მუცელია, ცხვირზე – მუხლები“.

Novate–ს ინფორმაციით, ავტორმა „სასრიალო“ ფასადი შექმნა, რომელიც შენობის ზედა ნაწილს აშიშვლებს და მოხრილ მდგომარეობაში წინა ბაღში, მიწაზე ჩერდება. ამ შემთხვევაში ტრადიციული პანელები არ გამოდგებოდა, ამიტომ ადგილობრივი აგურის ქარხნის სპეციალისტების დახმარება დასჭირდა, რომლებმაც ნამდვილი აგურიდან თხელი ფირფიტები გააკეთეს. ფირფიტები ფოლადის მოხრილ ფურცლებზე დაამაგრეს და უპრობლემოდ დააფიქსირეს, ზედა სართულის ნახევრად დანგრეული ნაწილი გაშიშვლებული დატოვეს, რომ ობიექტის მხატვრული მნიშვნელობისთვის ხაზი გაესვათ. საცხოვრებელი სახლის ილუზიის შესაქმნელად ფანჯრის და კარის იმიტაცია შექმნას, რომელიც ასევე მიწაზე „სრიალებს“. არქიტექტურული ელემენტები ფანერებით გააკეთეს და შესაბამისად შეღებეს.

ისინი, ვინც შემოქმედება საკუთარი თვალით იხილეს, თავიანთ პირველ შთაბეჭდილებებს ენთუზიაზმით აღწერენ: „თუ შორიდან, ნებისმიერი კუთხიდან შეხედავთ, ჯერ ზედა დანგრეულ სართულს ხედავთ, შემდეგ მიახლოებისას მოულოდნელობის ეფექტი მოქმედებს“. სწორედ ამის იმედი ჰქონდა ავტორს, რომელმაც სხვადასხვა განყოფილებაში სიარულში (ნებართვის ასაღებად) და საწარმოებში, რომ დეტალების დამზადებაში დახმარებოდნენ, 1 წელზე მეტი დახარჯა. სიურეალისტური ფასადის შექმნაზე 2 თვე და დაახლოებით 140 ათასი დოლარი დაიხარჯა. ხარჯების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს კომპანიებმა, რომლებიც ფოლადის პანელებს და აგურებს ამზადებენ, აი, ხელოსნების მომსახურების თანხა ადგილობრივი ხელოვნების მრჩეველთა საბჭომ გადაიხადა.

აღსანიშნავია: ოპტიკურმა ილუზიამ მხოლოდ ერთი წელი იარსება. რაც ყველაზე საწყენია, ორიგინალური შემოქმედება მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა, მაგრამ სახლთან ერთად უმოწყალოდ დაანგრიეს, ამასთან მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

ეს ერთადერთი პროექტი არაა, რომელიც ალექსი ჩინეკიმ, ილუზიის და თეატრალური არტკომპოზიციების ავტორმა, შექმნა. მისი ნამუშევრები სხვა ქალაქებსა და სხვა ქვეყნებშიც შეგიძლიათ იხილოთ. იმის მიუხედავად, რომ მისი შემოქმედება ყოველთვის დროებითია, რადგან სახლს ადრე თუ გვიან ანგრევენ, ხალხის ინტერესს და აღფრთოვანებას მაინც იწვევს.