ჭის ან ჭაბურღილის წყლის ხარისხის დადგენა სახლის პირობებში

ჭის ან ჭაბურღილის წყალი, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით გამოიყენება, სანიტარულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასმელად იყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სერიოზული პრობლემები მიიღოთ და საქმე მხოლოდ კუჭის პრობლემებს არ ეხება. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჭის წყლის გაფუჭების ეჭვი გაქვთ?

ამ შემთხვევაში ყველაზე სწორია დახმარებისთვის ლაბორატორიას მიმართოთ. სპეციალისტების მიერ სამეცნიერო აღჭურვილობით ნიმუშის შესწავლა დაგეხმარებათ დაადგინოთ H2O–ს ნამდვილი რაოდენობა. ლაბორატორიული კვლევის ეფექტს ვერც ერთი „ხალხური“ მეთოდი ვერ შეედრება. თუმცა თუ სხვა შესაძლებლობა არ გაქვთ, Novate წყლის ხარისხის შესამოწმებლად რამდენიმე რჩევას გიზიარებთ.

1. ვიზუალურად დაათვალიერეთ

ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. თუ წყალი მღვრიე და არაიდეალურად გამჭვირვალეა, ეს უკვე საბაბია, რომ მოიშოროთ და საყოფაცხოვრებო მიზნით გამწმენდ ფილტრში გატარების შემდეგაც არ გამოიყენოთ. წყლის ნებისმიერი არასწორი ფერი სერიოზულ დაბინძურებაზე საუბრობს.

2. წყალი დასუნეთ

ბევრი მიკროელემენტი და მიკროორგანიზმი წყალში მოხვედრისას მას ამა თუ იმ დამახასიათებელ სუნს ანიჭებს. წყლის არომატული თვისება სამჯერ მოწმდება. თავიდან უმი წყალი დასუნეთ, შემდეგ 25 გრადუსზე გაცხელებული, ბოლოს 50 გრადუსზე გაცხელებული. წყალში შმორის სუნი გოგირდწყალბადია, ლპობის სუნი – მიკროორგანიზმების გაზრდილი კონცენტრაცია. ქლორის ან ბენზინის სუნი მეტყველებს, რომ წყალი ქიმიური ნივთიერებებით მოწამლულია.

3. გემო გასინჯეთ

თუ წყალი აბსოლუტურად ნორმალურად გამოიყურება და ნორმალური სუნი აქვს, შეგიძლიათ მისი გემო გასინჯოთ. რაიმე არაბუნებრივი გემოს ქონა დაბინძურებაზე საუბრობს. ლითონის გემო – რკინის მაღალი შემცველობა, ტკბილი – თაბაშირი, მარილიანი – მარილის მაღალი კონცენტრაცია, სიმწარე – მაგნიუმის სულფატით დაბინძურება, უსიამოვნო ლპობის გემო – მიკროორგანიზმების გაზრდილი რაოდენობა.

4. პატარა ექსპერიმენტი

სახლის პირობებში შეგიძლიათ წყლის სიხისტე შეამოწმოთ. ამისთვის მასში ცოტა შამპუნი ჩაასხით და ააქაფეთ. თუ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ, წყალი ძალიან ხისტია. მეორე მეთოდი: წყალი ჭიქაში 30-40 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გადაასხით. თუ კედელზე თეთრი ნადები დარჩა, ასეთ წყალს სისუფთავის პრობლემები აქვს.